Tag Archives: სიკვდილი

შემწვარი მწვანე პომიდვრები

იმ ფილმზე უნდა მოგიყვეთ, რომელიც ამერიკელი მწერლის ფენი ფლეგის წიგნის მიხედვით გადაიღეს და ეჭვი არ მეპარება რომ წიგნი “შემწვარი მწვანე პომიდვრები” კიდევ უფრო კარგი იქნება ვიდრე ფილმი, მიუხედავად იმისა რომ მშვენიერი 120 წუთი გავატარე ერთ ჩვეულებრივ საღამოს, როგორც ამბობენ ფილმის სიუჟეტში მცირეოდენი ცვლილებები შეუტანიათ თუმცა რაა შეცვლილი ამას წაკითხვის შემდეგ ვნახავთ, იმედია ქართულადაც თარგმნიან ერთ დღეს…

მანამდე კი რას აღარ ნახავთ ამ ფილმში, ფემინისტური შეხედულებების სიმრავლეს, მეგობრობის კიდევ ერთ  მაგალითს, ძლიერ სიყვარულს, ცრემლებს  გასაჭირსა და ლხინში, ძალადობის მარწუხებს, კაცობრიობის ერთ–ერთ სამარცხვინო ლაქას – რასიზმს, ოჯახური კრიზისების დაძლევის გამუდმებულ მცდელობებს, უყურადღებობისაგან სასოწარკვეთfried-green-tomatoes-at-the-whistle-stop-cafeას, ზედმეტი კილოგრამებით გამოწვეულ ბრაზს, სიბერეს თეთრი ჭაღარა თმებით, უიმედობას რომელსაც ისევ იმედი ენაცვლება, სამზარეულოდან გამოყოლილ გემრიელ არომატებს, პატარა კაფეს ფანჯარასთან მიდგმული მაგიდებით, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს, გულწრფელ ღიმილს, საიდუმლოს შენახვის წმინდა რიტუალს… ეს ყველაფერი ერთადაა მოქცეული საავადმყოფოში მყოფი მოხუცი ნინის მოყოლილ ისტორიაში, რომელსაც ეველინს უზიარებს… Continue reading

“წიგნიერების ევოლუცია”

უკვე ყბადაღებული, საშინლად გამაღიზიანებელი ფრაზა “რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები” ყელში ამოუვიდა ყველას, ჩვენს ქვეყანაში კი სრული აღშფოთება გამოიწვია სერიამ “50 წიგნი რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ” მე თუ მკითხავთ საქმის ასე მკაცრად დაყენება რა თქმა უნდა არც თუ სასიამოვნოა მაგრამ მეორეს მხრივ, ლიტერატურა ნამდვილად უნდა ვიკითხოთ! დიახ, უნდა! ჩვენით თუ ვერ მივალთ წიგნებთან, რაღაც ასაკში ვიღაცამ აუცილებლად უნდა მიგვიყვანოს თაროებმადე, წაგვაკითხოს, გვირჩიოს… მერე კი არჩევანი რა თქმა უნდა ჩვენ გავაკეთოთ, გვინდა თუ არ გვინდა!

ლიტერატურის მაგიურ ძალაზე, მდიდარ მემკვიდრეობაზე და მათ შემქმნელებზე არაჩვეულებრივად გვიყვება ყველასათვის ცნობილი ლევან ბერძენიშვილი “წიგნიერების რევოლუციაში”, რომელიც რეალურად უფრო სალექციო კურსს გავს, სინამდვილეში კი კრებულია იმ სტატიებისა, რომლებიც ჟურნალ “ლიბერალში” იბეჭდებოდა.

58741.jpg

ძალიან ბევრ კითხვაზე იპოვოთ აქ პასუხს და ასევე უამრავ წვრილმანსა თუ მხედველობიდან გამოპარულ “მსხვილმან” ინფორმაციას მიიღებთ, კარგად დავიწყებულ ძველს გაიხსენებთ და ლიტერატურული პარალელებისა და შედარებების ჯაჭვში ჩაებმებით. Continue reading

ავღანური ამბები

ხალიდ ჰოსეინის “ათას მოელვარე მზეზე” უკვე გაგიზიარეთ ჩემი შთაბეჭდილებები. მაგრამ მისი ორი ნაწარმოებიც წავიკითხე “ფრანით მორბენალი” და “მთებმა მთებს უთხრეს.”

www“ფრანით მორბენალი” მისი პირველი წიგნია, რომელიც 2003 წელს გამოსცა. წაკითხვისთანავე გავიფიქრე ამ წიგნზე ყველაზე მეტს დავწერთქო, მაგრამ არ შემიძლია… წარმოუდგენელია “ფრანით მორბენალზე” ფიქრი ცრემლების გარეშე, ამირის თავს გადახდენილი ამბავი, გულის მომკვლელი საიდუმლოებები, რომლებიც ორ თაობას უძილო ღამეებს და კიბოს უჩენს, ჰასანის დიადი ერთგულება, სიყვარული, ბავშვობის ყველაზე ლამაზი მოგონება – ფრანით მორბენალი ორი ბიჭი, თავგანწირვა, ძველი და ახალი ავღანეთი სავსე სიძულვილით, ძალადობით, ტირანიით… წინადადებების ამ მოკლე ჩამონათვალის მიღმა იმხელა ადამიანური ტკივილი იმალება, ბანალურზე ბანალური ვიქნები და უბრალოდ ცრემლიანი თვალებით გთხოვთ რომ წაიკითხოდ, აუცილებლად წაიკითხოდ!

“მთებმა მთებს უთხრეს” 2013 წელს დაწერა და მისი ბოლო ნაწარმოებია. ალბათ ჯერჯერობით. Continue reading

“ათასი მოელვარე მზე”

ხალიდ ჰოსეინი ავღანური წარმოშობის ამერიკელი მწერალია, ქაბულში დაბადებული და ამჟამად ამერიკაში მცხოვრები, უამრავ საქმიანობაში ჩართული ექიმი – მწერალი. სულ სამი ნაწარმოები აქვს დაწერილი “ფრანით მორბენალი”, “ათასი მოელვარე მზე” და “მთებმა მთებს უთხრეს”.

18987767_1377426765666807_108854600_oამ მცირედის წაკითხვის შემდეგაც კი ადვილი მისახვედრია თუ რას უნდა ველოდოთ მისი ნაწარმოებებისაგან. მწერალი კი სამწუხაროდ ჩვენს მოლოდინს  დიდი ტკივილით ამართლებს ყოველ ჯერზე…  ამ წიგნების ფურცლებზე ცოცხლდება ავღანური ცხოვრების წეს–ჩვეულებანი თავისი მანკიერი თვისებებით, ცვივა ბომბები და ცრემლები,  ბოლო ხმაზე ყვირიან მამაკაცები, იღუპებიან ბავშვები, კვნესიან ქალები, იმედებთან ერთად იფანტებიან ქვიშის ნაწილაკები…

“ათასი მოელვარე მზე” ასახავს ავღანელთა ცხოვრებას იმ პერიოდში როცა ქვეყანაში უკვე შეჭრილია საბჭოთა ჯარი, წიგნის შემდგომ ნაწილში კი უკვე მოჯაჰედების ტირანული მმართველობაა დამყარეული.

“ათასი მოელვარე მზის” ქვეშ ორი ტანჯვისაგან გაძლიერებული ქალი ცხოვრობს, მანამდე იბრძვიან სანამ თავისუფლების წუთებს არ შეიგრძნობს თუნდაც ერთ–ერთი მათგანი. განგება მოძალადე და უვიცი კაცის ცოლობას არგუნებს მარიამსაც და ლაილასაც. Continue reading

“მისტერიები”

კნუტ ჰამსუნი ნორვეგიელი ნობელიანტი მწერალია. მისი ნაწარმოებებიდან გამორჩეული “შიმშილი” და “მისტერიები” მე ამ უკანასკნელზე მინდა გაგიზიაროთ ჩემი შთაბეჭდილებები.

758

რომანი ერთი დიდი თავსატეხია ყოვლად უცნაური მთავარი გმირით სახელად ნაგელი. ეს კაცი თითქოს მისტიურია, უეცრად გამოჩნდა ნორვეგიის პატარა საპორტო ქალაქში, საკუთარ თავს აგრონომს უწოდებს და ფაქტია რომ საკმარისზე მეტი ფული აქვს, ესაა და ეს,  სხვა არაფერი ღირებული არ ვიცით ამ უცნაურ კაცზე. პატარა ქალაქში მისმა ჩამოსვლამ ხატოვნად რომ ვთქვათ “მონასტერი არია”.

ძნელია ამ ნაწარმოების შინაარის მოყოლა, ყველაფერი ერთმანეთშია არეული, არსაიდან გამოჩენილი ნაგელია მთელი ეს წიგნი,  ერთი დიდი  მცდელობაა იმისა, რომ გავარკვიოთ თუ საიდან და  რატომ გამოჩნდა აქ, ახლა და ამ ქალაქში ეს ადამიანი, მაგრამ დამაბნეველი სწორედ ისაა რომ  თავადაც ვერ გაურკვევია ბევრი რამ… Continue reading

“Windows on the world”

frederic-beigbeder-trabalibrosწარმოგიდგენიათ მძაფრსიუჟეტიანი ფილმი ყურების ნაცვლად რომ წაიკითხოთ? უცნაურად ჟღერს აშკარად მაგრამ როცა ფრედერიკ ბეგბედერის “Windows on the world” კითხულობ ნამდვილად ეს განცდა გიჩნდება… ეს არაა მაღალმხატვრული ღირებულებებით სავსე წიგნი, ესაა ნამდვილი  ამერიკული ბლოკბასტერი, რომელიც გრძელდება მთელი 1 საათი და 45 წუთი…ზუსტად იმდენი დრო რამდენ ხანსაც გრძელდება სავარაუდოდ  ჰოლივუდური ფილმები და ზუსტად იმდენი ხანი რამდენიც დასჭირდა 2001 წლის 11 სექტემბერს 8:30–დან  10:29–მდე აშშ–ს მსოფლიო სავაჭრო ცათამბჯენების  ფერფლის ნისლად ქცევას… რა ხდებოდა იმ წუთებში იქ? როგორ გავიგებთ ამას? ეს კითხვები ჩემთვის ან შენთვის რომ დაესვათ დავიბნეოდით და მხრების აჩეჩვით  დავკმაყოფილდებოდით, მაგრამ როცა ფრანგი ფრედერიკ ბეგბედერი ხარ ცნობილი  „99 ფრანკის“ ავტორი და კრიტიკოსი, სრულიად განსხვავებული აზროვნებით მარტივად პოულობ გამოსავალს : „გამოვიგონებ!“ Continue reading