ახალი “ძველი” აღმოჩენები…

დავაკვირდი, პოსტების წერას ყოველთვის სამუშაო დღის ბოლოს, სახლში წასვლამდე 15 წუთით ადრე ვიწყებ და ვწერ უცებ-უცებ, ხშირად იმერულად რომ ვთქვათ “შესწრებული” პოსტები გამომდის…

დავაკვირდი, ხან უზაროდ ოპტიმისტურ, სიცოცხლით სავსე პოსტებს ვწერ, სილამაზეზე, ბუნებაზე, კულინარიულ მუზებზე და ლამაზ მომავალზე, ისეთ პოსტებს შემდეგ წაკითხვის დროს რომ თავადაც მიკვირს, ნუთუ მე დავწერე?! უფრო ხშირად კი უიმედო, ცხოვრებით უკმაყოფილო უკიდეგანო პესიმისტი ვარ და სულ იმაზე ვწუწუნებ როგორ არ მიმართლებს ცხოვრებაში, როგორი უღიმღამო დღეები მაქვს და როგორი უსუსური ვარ… Continue reading

მშიერი

ხომ არის ადამიანი ჩვენს ცხოვრებაში, რომელსაც სიამოვნებით მივბაძავდით და მისნაირი გავხდებოდით, ხომ არის ჩვენს ცხოვრებაში ისეთი ყოფითი დეტალი რომლებიც არ გვინდა დავკარგოთ, ხომ წაგვიკითხავს ისეთი წიგნი, რომ არ დასრულებულიყო ვნატრობდით, ან ისეთი ფილმი გვინახავს  მილიონჯერ ნახვის შემდეგაც რომ არ ნელდება ემოციები და არ უფერულდება, ეს ალბათ იმიტომ ხდება რომ ეს ადამიანები, ეს წიგნები, ფილმები, ფოტოები, უფრო სწორად კი ის მოქმედებები რაც მათში ხდება, ძალიან იჭრებიან ჩვენს პირად სივრცეში, იმდენად პირადში, საკუთარ თავსაც რომ არ ვუშვებთ… Continue reading

წითელ ღვინოსთან ნაფიქრი

როცა ფიქრს ვიწყებ გაღვიძებისას საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ ამ ფიქრებში… ადამიანები ბევრი რამით იღლებიან, მუშაობით, სამსახურით, სიარულით, საქმეების ორგანიზებით და მერე ამ საქმეების შესრულებით, იშვიათად ოჯახითაც და მეგობრებითაც, ხანდახან ყოველდღიური გარდაუვალი რუტინითაც… მაგრამ მე ყველაზე მეტად საკუთარი თავით ვიღლები…

აი ერთ დილას რომ გამეღვიძოს და ამ დაღლით არ ვიყო გადაქანცული, ამისთვის რაა უნდა გავაკეთო ვერ ვხვდები კარგად… უფრო სწორად დაახლოებით ვხვდები მაგრამ ეს ნაბიჯები, მათი გადადგმა კოლოსალურ ძალებს მოითხოვს, ქვეყნის ამოტრიალების სურვილი მძაფრია ჩემში მაგრამ არც ისე ძალიან რომ გავგიჟდე და მართლა ამოვატრიალო ჩემი წილი სამყარო… Continue reading

თაფლაკვერები

ალუბლის ნამცხვრზე გიყვებოდით ამას წინათ და ისიც გითხარით ცხოვრება ჩემი აზრით ალუბლის ნამცხვრივითაა-თქო, ახლა თაფლზეც რომ იგივეს გეტყვით მოდი და ნუ გაგეღიმებათ…  თაფლივით ტკბილ-მწარეცაა ნამდვილად…  ადამიანები სამყაროს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ, ზოგისთვის ყველაფერის აღქმა მარტივდება თუ საგანის დახასიათებას გემოების აღწერის გზით წაიყვან, ზოგისთვის ვიზუალია მთავარი, ზოგი სმენას უფრო ენდობა, ზოგიც შეხებებს ანიჭებს უპირატესობას… მოკლედ თუ მაგალითად მანქანას ყიდი და პოტენციურ კლიენტს, რომელიც პირველი ტიპის ადამიანებს მიეკუთვნება, ეუბნები რომ “ეს მანქანა გემრიელად დადის” ნაცვლად იმისა რომ უბრალოდ უთხრათ “ეს მანქანა გამართულად დადისო”დამიჯერეთ  შანსი ნამდვილად დიდია რომ სარფიანი გარიგება გამოგივათ 🙂 ჰოდა მიუხედავად ჩემი არაგურმანი ხასიათისა მეც გარკვეულწილად გემოებით და სურნელები აღვიქვან ბევრ რამეს, აი მაგალითად ჩემს დაბადების დღეს ყოველთვის მარწყვის გემო აქვს, ჩემს ბავშვობას მწიფე კარალიოკის, მამაჩემის ხსენებისას კი ჩემში უნებურად ვანილის ნაყინის გემო და სურნელი ცოცხლება… და რა ვიცი აბა, თითქმის ყველაფერში ასე ვარ…

Continue reading

გზად მიმავალის ფიქრები

წვიმის წვეთები ფანჯრის მინაზე…

გული საგულეში ვერდატეული…

გაქცევა საკუთარი თავისგან

და გზები არეული…

ფიქრები აშლილი, გრძნობებად გაშლილი

უსიტყვო სიტყვები, სიჩუმის ტყვეები…

დღეები დაკარგული, უკან დაუბრუნებელი

და  ეს იმედები ზაფხულის ღამის,

გასაცრუებელი, ხორცშეუსხმელი, 

ჭრილობის ადგილზე მარილ მოსაყრელი…

ყველა ცარიელი ყავის ჭიქა, 

გულში შავი ნალექით სავსე,

ხაზებგავლებული

დამსკდარი ბროწეულის ქერქივით მრავლად…

ცხოვრება ისეთი, როგორიც გაქვს

ცხოვრება ისეთი, როგორიც გსურდა

ისე აცდნენ და ჩაუარეს

ერთმანეთს გზაში

როგორც უცნობებმა…

როგორც შორეულმა ვინმე კაცმა

გუშინ შეხვედრილმა ქუჩაში წამად…

უნდა დავსხდეთ მე და შენ, ჩემო თავო…

ჩვეულებრივი დღე იყო,  სანამ თანამშრომელმა სამსახურში ბანკიდან ხელს გამოყოლებული ჟურნალი არ მოიტანა და სამუშაო დარბაზში სადაც 8 ქალი და მხოლოდ ერთი მამაკაცი ვმუშაობთ საჯაროდ არ წაგვაკითხა ეკა ქევანიშვილის ლექსი კრებულიდან “სახლის გაყიდვა”... ჯერ ყველა დავმუნჯდით, მერე ყველა ერთად ავყაყანდით, ვიკამათეთ ბევრი ვიმსჯელეთ და მერე ისევ გავჩუმდით… ჰოდა დავდივარ აგერ უკვე მესამე დღეა და იმ ლექსზე ვფიქრობ… უფრო სწორად იმ ლექსებზე… Continue reading