Tag Archives: სიძულვილი

ავღანური ამბები

ხალიდ ჰოსეინის “ათას მოელვარე მზეზე” უკვე გაგიზიარეთ ჩემი შთაბეჭდილებები. მაგრამ მისი ორი ნაწარმოებიც წავიკითხე “ფრანით მორბენალი” და “მთებმა მთებს უთხრეს.”

www“ფრანით მორბენალი” მისი პირველი წიგნია, რომელიც 2003 წელს გამოსცა. წაკითხვისთანავე გავიფიქრე ამ წიგნზე ყველაზე მეტს დავწერთქო, მაგრამ არ შემიძლია… წარმოუდგენელია “ფრანით მორბენალზე” ფიქრი ცრემლების გარეშე, ამირის თავს გადახდენილი ამბავი, გულის მომკვლელი საიდუმლოებები, რომლებიც ორ თაობას უძილო ღამეებს და კიბოს უჩენს, ჰასანის დიადი ერთგულება, სიყვარული, ბავშვობის ყველაზე ლამაზი მოგონება – ფრანით მორბენალი ორი ბიჭი, თავგანწირვა, ძველი და ახალი ავღანეთი სავსე სიძულვილით, ძალადობით, ტირანიით… წინადადებების ამ მოკლე ჩამონათვალის მიღმა იმხელა ადამიანური ტკივილი იმალება, ბანალურზე ბანალური ვიქნები და უბრალოდ ცრემლიანი თვალებით გთხოვთ რომ წაიკითხოდ, აუცილებლად წაიკითხოდ!

“მთებმა მთებს უთხრეს” 2013 წელს დაწერა და მისი ბოლო ნაწარმოებია. ალბათ ჯერჯერობით. Continue reading

“ათასი მოელვარე მზე”

ხალიდ ჰოსეინი ავღანური წარმოშობის ამერიკელი მწერალია, ქაბულში დაბადებული და ამჟამად ამერიკაში მცხოვრები, უამრავ საქმიანობაში ჩართული ექიმი – მწერალი. სულ სამი ნაწარმოები აქვს დაწერილი “ფრანით მორბენალი”, “ათასი მოელვარე მზე” და “მთებმა მთებს უთხრეს”.

18987767_1377426765666807_108854600_oამ მცირედის წაკითხვის შემდეგაც კი ადვილი მისახვედრია თუ რას უნდა ველოდოთ მისი ნაწარმოებებისაგან. მწერალი კი სამწუხაროდ ჩვენს მოლოდინს  დიდი ტკივილით ამართლებს ყოველ ჯერზე…  ამ წიგნების ფურცლებზე ცოცხლდება ავღანური ცხოვრების წეს–ჩვეულებანი თავისი მანკიერი თვისებებით, ცვივა ბომბები და ცრემლები,  ბოლო ხმაზე ყვირიან მამაკაცები, იღუპებიან ბავშვები, კვნესიან ქალები, იმედებთან ერთად იფანტებიან ქვიშის ნაწილაკები…

“ათასი მოელვარე მზე” ასახავს ავღანელთა ცხოვრებას იმ პერიოდში როცა ქვეყანაში უკვე შეჭრილია საბჭოთა ჯარი, წიგნის შემდგომ ნაწილში კი უკვე მოჯაჰედების ტირანული მმართველობაა დამყარეული.

“ათასი მოელვარე მზის” ქვეშ ორი ტანჯვისაგან გაძლიერებული ქალი ცხოვრობს, მანამდე იბრძვიან სანამ თავისუფლების წუთებს არ შეიგრძნობს თუნდაც ერთ–ერთი მათგანი. განგება მოძალადე და უვიცი კაცის ცოლობას არგუნებს მარიამსაც და ლაილასაც. Continue reading

მელოდი

ძალიან ბევრი წიგნი იწერება და მრავალ ენაზე ითარგმნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებზე, ბავშვებზე, მათ ხედვებსა და სამყაროზე. ზოგი ნაკლებ პოპულარულია, ზოგერთმა კი უკვე  დაიკავა კუთვნილი ადგილი მკითხველის გულსა და გონებაში.

IMG_20170617_233147_067ამ უკანასკნელთა კატეგორიას მიეკუთნება უამრავი ჯილდოს მქონე, ცნობილი ამერიკელი საბავშვო მწერალის,  შერონ მ. დრეიპერის “გონების მიღმა”.  წიგნი გვიამბობს 11 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მელოდი ბრუკსის განსხვავებული ცხოვრების შესახებ. აღსანიშნავია რომ  თავად მწერალს ჰყავს ქალიშვილი რომელსაც ცერემბრალური დამბლა აქვს და მისთვის უცხო არაა მისივე შექმნილი გმირის ამბავი.

მელოდი თავად გვიყვება ყველაფერს იმაზე თუ როგორი რთულია ცხოვრება მაშინ როცა დამოუკიდებლად გადაადგილება და ჭამა არ შეუძლია ადამიანს, რა ძნელია არსებობა მაშინ როცა შიგნიდან უამრავი სიტყვა და ფრაზა გიდუღებს გულს და ერთსაც კი ვერ წარმთქვამ, შესაბამისად ურთიერთობებიც ძალიან მწირია მის ყოველღიურობაში. უსმენ მელოდის და თან ჩაფიქრებული ხარ და თან ხალისიანი, ის ყოველგვარი სიბრალულისა და ცრემლების გარეშე გესაუბრება, თავს არ გაცოდებს პირიქით უნდა რომ არ შეგებრალოს, უნდა თანასწორ პიროვნებად აღიქვა და  მისი ცოდნა და სიცოცხლის წყურვილი შეიცნო.

Continue reading