უბრალოდ მე

არ ვიცი რა დავწერო საკუთარ თავზე, არ ვიცი რა გითხრათ, ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ, უფრო სწორად გოგოდან ქალამდე რომ მანძილია აი დაახლოებით მაგ მანძილის შუაში ვარ…მოკლედ დაგაბნიეთ…  ვისაც მოგეწონებათ აქ “შემოჭყეტა” სულ გელით…..

ჩემს საყვარელ მწერალს დავესეხები და გეტყვით რომ “მე ვწერ იმ ადამიანებზე, რომლებმაც ჩემს სულში ჩაიარეს და ვისაც რა შეეძლო, ის დამიტოვა; ზოგმა სევდა, ზოგმა სიხარული…ზოგმა გულგრილად ჩამიარა, ზოგმაც სიყვარული შემომაშველა…” / გოდერძი ჩოხელი/

და ერთიც, ჩემი თითქმის მუდმივი განწყობილების გამოსახატად:

სამი დღეა
დამიბრიყვა სევდამ:
სამი დღეა
გულმოდგინედ წვიმს…
მომანატრა,
მომანატრა, ნეტა —
რაც მომწყინდა,
რაც მომწყინდა — ის…..

/მ. მაჭავარიანი/

P.S. ჩემს ბლოგზე ბევრ სამწერტილს შეხვდებით და ნუ გაიოცებთ… მიყვარს ეს წერტილები და რა ვქნა… ძალიან  გავს  ცხოვრებას!

14111_373289431341_690256341_3742873_5868433_n

Advertisements

15 thoughts on “უბრალოდ მე

  1. akunkula ამბობს:

    ჩაგინიშნე, აი, ამ ბოლო გამოცდასაც ჩავაბარებ და უნდა წაგიკითხო გულიანად. თვალში მომხვდა საინტერესო თემები და :3

    Like

  2. maaargaret ამბობს:

    ” მიყვარს ეს წერტილები და რა ვქნა… ძალიან გავს ცხოვრებას!”
    მესმის შენი , ზოგჯერ სამი წერტილი უფრო მეტს იძახის ვიდრე სიტყვები.

    Like

  3. annbiersack ამბობს:

    მომწონს აქაურობა ^_^
    უამრავი ადამიანის ხიბლი სწორედ იმაში იმალება “ერთი ჩვეულებრივი გოგო/ბიჭი ვარო” რომ ამბობენ 🙂

    Like

  4. Tinita ამბობს:

    ისეთი გემოვნებიანი და ფერადი დიზაინი აქვს შენს ბლოგს, ვინ იტყვის მის პატრონზე, სევდიანი ადამიანიაო 🙂 თუმცა, გოდერძი ჩოხელის არ იყოს სიცოცხლე ხომ სევდაა, ადამიანად ყოფნის სევდა 🙂

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s