დასვენების ერთი საამური დღე…

როცა კვირაში ერთი დასვენების დღე გაქვს და ისიც იცი რომ ხელში “შემოგადნება”, ყველაფრის მოსწრებას სწორედ იმ საამურ დღეს ცდილობ…

Shells

ახლა ზაფხულია და ათასი თავგადასავლის დრო, მაგრამ მე მაინც ძალიან პენსიონრულად ვისვენებ ხოლმე ჩემს საფიცარ დღეს, ძალიან მშვიდად და ლამაზად გავატარე ეს შაბათი, ჩემი გოგო რომელიც გიჟდება ზღვაზე დილიდანვე მოემზადა, ჩაიცვა თავისი სუპერ საყვარელი საცურაო სამოსი მთელი თავისი საზღვაო აღჭურვილობები მწყობრში მოიყვანა და გავეშურეთ ზღვაზე… არ ვიცი რომელი უფრო გულწრფელადაა ნათქვამი ჩემგან მაგრამ მე ზღვა არ მიყვარს, ან მთელი რიგი მიზეზების გამო  არ მინდა რომ მიყვარდეს! თუმცა უდაოდ სასიამოვნოა ჩემთვის მამიკოს და შვილიკოს ზღვის ტალღებთან თამაშის ცქერა… მთელი გრძნობით ერთობიან და ხალისობენ… უსასრულოდ შეუძლიათ ზღვაში ცელქობა, მაგრამ ჩემი წუწუნი მაინც აკეთებს–ხოლმე თავის საქმეს და ყოველთვის დროულად მოვდივართ…ხალისი არც წამოსვლისას გვტოვებს და გზად  ცოტა ნიჟარებს ვაგროვეთ ჩვენი გამჭირვალე ლარნაკისთვის, რომელშიც გამხმარი, ნაირფერად შეღებილი ყვავილები გვიწყვია… Continue reading

სინამდვილით სავსე ფანტაზია…

347550-ray-bradbury

ცოდვა გამხელილი სჯობსო და თუ ზღაპრებს არ ჩავთვლით, ფანტასტიკის ჟანრში არცერთ ნაწარმოებს არასოდეს არ გავცნობივარ მანამდე, სანამ არ აღმოვაჩინე ბებერი რეი! ის   XX საუკუნის ფანტასტიკის ერთერთი გამორჩეული მწერალია თავისი ჰუმანურობით, გულწრფელობით და უსაზღვრო, უკიდეგანო ფანტაზიით…

ვერც კი წარმოვიდგენდი ასეთ სიამოვნებას თუ მომანიჭებდა ფანტასტიკის კითხვა, მაგრამ ბრედბერის ნაწარმოებებს  გავეცანი და ასე მგონია როცა წერდა არამარტო ფანტასტიკურ სამყაროს ქმნიდა არამედ, პირველ რიგში, სინამდვილეს გადმოცემდა,  ვკითხულობ და მიჩნდება ასოციაცია რომ დღევანდელობაზეა ყველაფერი დაწერილი, ის რასაც მაშინ წარმოიდგენდა და წერდა დღეს უკვე თითქმის რეალობა.

მას აქვს ამბის გადმოცემის საოცარი მანერა, შესანიშნავი შედარებები, ნებისმიერ საგანსა თუ ნივთს ისე აღწერს გგონია რომ წინ გიდევს, ხელით ეხები, სურნელს გრძნობ, ყველაზე არარსებულსაც კი ხელშესახებს და ჭეშმარიტს ხდის… ამიტომაც არ აღმოჩნდა ჩემთვის ის უცხო … Continue reading

ცოტა, ძალიან ცოტა ყველაზე დიად დედაზე…

autumn-leaves-photo

შემოდგომის დილის პირველი მზის სხივი ფანჯრის გავლით საწოლში რომ შემოგისწრებს, თან ყვითელ–წითელი ფოთლების სურნელს და ჯადოსნური შრიალის  ხმას მოაყოლებს, ხვდები რომ ადგომის დროა… ჯერ კიდევ სძინავთ მათ, ვისზე ზრუნვაც შენთვის  ყველაზე რთული და დამღლელი, მაგრამ ამავდროულად ყველაზე  ძვირფასი მოვალეობაა. ცოტა უხეშად ჟღერს ეს მოვალეობა, მაგრამ ეს ისეთი მოვალეობაა სიყვარულად რომ იფრქვევა შენს ხელში, ენერგიით და ძალით რომ გავსებს… ეს ისაა ვერასოდეს რომ ვერ შეელევი, ვერავის რომ ვერ დაუთმობ… Continue reading

ფეხსაცმლის სამყაროს 3 მეფე…

ერთი ფრანგია, მეორე ესპანელი, მესამე კი მალაიზიელი… სამივე მამაკაცია და ქმნიან ძირითადად ქალებისთვის… ქალები კი მათ უდაოდ აღმერთებენ… აღმერთებენ იმიტომ, რომ მათი წყალობით დედამიწის თითქმის ყველა ნაწილში ამაყად და თავდაჯერებულად დააბიჯებენ!!!  სულერთია როგორი ფეხები გაქვს შენ, 21–ე საუკუნის ქალბატონს, თუ კრისტიან ლუბუტინის, ჯიმი ჩუს ან მანოლო ბლანკის ფეხსაცმელი გაცვია, მაშინ შენ უბრალოდ კი არ დადიხარ, შენ უკვე დაფრინავ!!! Continue reading

შოკისმომგვრელი “კოლექციონერი”…

ჯონ ფაულზმმა პირველი რომანი “კოლექციონერი”  1963 წელს გამოსცა და იმავე წლის გაზაფხულში სრული ტირაჟით გაიყიდა…  ეს არის სრული შოკი, შეძრული ვარ ამ წიგნით. ( წიგნია თუ  ტრილერი ეს თქვენ გადაწყვიტეთ.) ამ მწერალმა ჩემში ყველა ნერვული სიმი გამააცოცხლა თავის კალმით, გულწრფელი განცდებითა და ადამიანური აზროვნების რთული ლაბირინთების ასე სიღრმისეული ჩვენებით…

picmonkey-collage1

Continue reading

რა საჭიროა ბევრი სიტყვები, როცა თვალები მეტსაც გეტყვიან…

ალბათ არასოდეს არ დავიღლები ჩემი ტკბილი მოგონებებით შენზე და ჩემზე… და იმაზე თუ როგორ გავხდით ჩვენ…

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
2004 წელი

სადღაც ქუჩაში… სიფრიფანა გოგო უდარდელად და მხიარულად მიიჩქარის  შინისაკენ … სულ არ იცის, თუ რა მალე ეწვევა სიყვარული… მშობლიურ მხარეში სტუმრად ქცეული ერთი კაციც მიაბიჯებს ამავე ქუჩაში თავდაჯერებულად და ცოტა ამაყადაც კი… მიაბიჯებს და ჯერ სულ არ ფიქრობს იმაზე, რომ სიყვარულის დრო დაუდგა…  მაგრამ განა სიყვარულმა თავის დრო თავად არ იცის? კაცს შეუყვარდა,  სიფრიფანა გოგომ არა იცოდა რა…  ის სულ არ ფიქრობდა ჯერ დიდ გრძნობებზე, მით უფრო ქუჩაში შეხვედრილ, თავდაჯერებულ უცხო კაცებზე…

il_570xN.258893300

2005 წელი
 
სადღაც ოთახში… დარცხვენილი და ამავე დროს უზომოდ ბედნიერი სიფრიფანა გოგო, პირველი ნამდვილი წერილი კაცისგან და ისიც სასიყვარულო, ისეთი წერილი საუკუნეების წინ რომ წერდნენ ერთმანეთს შეყვარებული გულები კალმით და გაყვირთლებული ფურცლებით… ჩანს ყველაფერი ––– სითბო, სიყვარიული, მონატრება, დარდი, მღელვარება, მარტო შეცდომაა ათასი მაგრამ შენ, პატარა გოგოს მაინც გამართულად და ზღაპრულად გეკითხება ყველა სიტყვა…  რა მოთვლის შემოსული ზარების რაოდენობას ან ტანში დავლილ ყველა ჟრუანტელს… ვინ დათვლის ჩვენი სიშორის ყველა კილომეტრს… მონატრების აურაცხელ წუთებს…. და ლექსების სტრიქონებს….

Continue reading