რიცხვები

ბავშვობაში დათვლას სანამ ისწავლი მანამდე მაინც იცი რიცხვები, ერთი შენ გეკუთვნის, იცი რომ იმ რიცხვში შენი დაბადების დღეა, სხვებიც იცი, დედიკოს რიცხვი, მამიკოს რიცხვი, და ან ძმა თუ გყავს, ან ორივე, მათი რიცხვებიც იცი და ასე ახლო გარემოში ვინც კი გეძვირფასება იმათიც… მერე დათვლასაც ისწავლი მაგრამ ეგ არაფერია, ეგ ყველამ იცის…pink_hydrangea_flowers_in_vase_table-wallpaper-1600x1200 ის არ ვიცით რომელი ახალი წლის რომელი ჩვეულებრივი დღე გახდება ერთხელაც განსაკუთრებული, სანამ შენს ცხოვრებაში არ შემოუშვებ უცნობ ადამიანებს მათი რიცხვებიანად, ეს შეიძლება იყოს შენი მეორე  ნახევარი, არადა სხვა წლებში მისი დაბადების რიცხვი ერთი ჩვეულებრივი დღე იყო შენთვის, ყველაზე ბედნიერება იცით რა არის? შენ რიცხვს კიდევ ერთი ყველაზე, ყველაზე “შენი” და განსაკუთრებული რიცხვი რომ ემატება, დედა რომ გახდი (ან მამა) ის რიცხვი, ან რომ გახდები… მერე უბრალოდ ვეღარ იხსენებ იმ განცდებს როცა ის რიცხვი კალენდარზე მიწერილი  ჩეულებრივი თარიღი იყო… მერე მეგობრების რიცხვებიცაა, რომ არ იცნობდი და ცხოვრების გზაზე “შემოგიარენ”… ზოგჯერ ბოლომდე გაგყვებიან ალბათ, ხანდახან ვერც… მაგრამ მაინც გახსოვს მათი რიცხვები… სულ ვფიქრობ დილით რომ გაახელ თვალებს და ასეთი ადამიანების რიცხვები პირველივე წამს გახსენდება, ესე იგი ისინი ნამდვილად იყვნენ შენს გულში ან ნამდვილად არიან ახლაც… ხანდახან ისეც ხდება რომ არ იცნობ, არ გინახავს, არც მის სხვა დაბადების დღეებზე ყოფილხარ, წარმოდგენაც არ გაქვს უყვარს თუ არა მისი რიცხვი,  აღნიშნავს თუ არა, რომელი დაბადების დღე ახსოვს ყველაზე ტკბილად ან მისი დაბადების დღის დილას რას გრძნობს ხოლმე, მაგრამ თვალს რომ გაახელ შენ მაინც გახსენდება რომ დღეს მისი დღეა… ესე იგი შენი დღეცაა ცოტათი… Continue reading

Advertisements