მინდა, ვიღაც მელოდეს სადღაც …

ანა გავალდამ, ამ ფრანგმა მწერალმა ქალმა მასიამოვნა… არა ისეთი დიდი და დიადი კი არაფერი იყო მასში და მის ნოველებში, ვერ იტყვი რომ შეგძრა ან შეგცვალა, ან გადაგრია ან დაგღალა ან …რა ვიცი კიდევ რამდენი “ან” შეიძლება ვთქვა, მაგრამ ამას ახლა სულაც არ აქვს მნიშვნელობა…. ამ პატარ ნოველების კრებულში თქვენ იგრძნობთ ფრანგულ  სურნელს, ბოჰემას და სევდას…  მცირე ზომის ნოველები მოულოდნელი დასასრულით და უჩვეულოდ მარტივი სიუჟეტებით გიტოვებენ საშუალებას თავად განავრცო და გადააკეთო ნებისმიერი შტრიხი… მაგრამ მე მაინც ყველა  ნოველა უცვლელი დავტოვე ჩემს გონებაში…    ალბათ იმიტომ რომ მეც ქალი ვარ….PicMonkey Collage

მიყვარს ფრანგები… ყველაფერში მარტივები და ამავდროულად ძალიან ძალიან დახვეწილები არიან… ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია… Continue reading

Advertisements

მე მქვია ოსკარი…ანუ როგორ მოვკვდეთ 10 წლის ასაკში მოხუცად და ბრძენად!

რა მნიშვნელობა აქვს წიგნის სიდიდეს, სიფართოვეს ან სისქეს როცა მთავარი მასში სათქმელია, არასოდეს არ მიყვარდა წიგნის არჩევა მისი სიდიდის მიხედვით, მე მასში მუდამ სიდიადე მხიბლავდა… ერიკ ემანუელ შმიტის “ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი” იმდენად პატარაა თუ წიგნის მაღაზიაში მ ოხვდებით მის შესაძენად შეიძლება ვერც კი შეამჩნიოთ უცებ ისეთი ციცქნა და პატარაა, მაგრამ ამავდროულად დიადი და აზრიანი, ისევე როგორც ამ წიგნის მთავარი გმირი ოსკარი… დარწმუნებული ვარ ბევრს წაგიკითხავთ ან წასაკითხთა სიაში გაქვთ… ასეა თუ ისეა უნდა წაიკითხოთ…

1352369400

Continue reading