ქალთა სახეები

ქალები ძალიან სენტიმენტალურები ვართ, ამაზე ალბათ ყველანი ვთანხმდებით, უბრალოდ ზოგნი ხშირად ავლენენ მსგავს ემოციებს და განცდებს, ზოგნი კი იშვიათად… თუმცა ყოველ ჩვენგანში ცხოვრობს  ორნაირი არსება: სუსტი და ძლიერი, გააჩნია მონეტას რომ ჰაერში ავისვრით რომელი მხარით დავარდება ჩვენს წინ…

ყოველთვის მიჩნდება განცდა როცა წიგნს ვკითხულობ,  ფილმს ვუყურებ, ან კიდევ მეტიც როცა ჩემს ირგვლივ მყოფ სხვა ქალებს ვუყურებ, რომელი ვიქნებოდი მე, მე რომ არ ვიყო?!

ჰოდა ამ ფიქრებმა გადამაწყვეტინა ისეთ ქალებზე დამეწერა რომელთა სახეებმაც ჩემში ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა, ფილმებით დავიწყებ, წიგნებით და მწერლებით გავაგრძელებ, ბოლოს კი ჩემს გვერდით ახლა ან ადრე მცხოვრებ ქალებზე მოგიყვებით… ყოველ შემთხვევაში მე ასეთი ჩანაფიქრი მაქვს…

ჰოდა  დღეს ფილმებში განსახიერებული ქალთა სახეები იყოს, რომლებთან ერთად ვიცხოვრე და განვიცადე იმდენი წუთი, რამდენიც  ფილმები გაგრძელდა… მამაკაცებს ხშირად უკვირთ რატომ იწვევს ჩვენში ცრემლებსა და სხვა განცდებს ფილმები, იქ ხომ ყველაფერი მონაგონია?! მე კი ზუსტად ვიცი რომ კვამლი უცეცხლოდ არ ასებობს და თუ რომელიმე მწერალს, სცენარისტს, რეჟისორს მოუნდა შეექმნა ის სახე რომელიც შექმნა იმათ უკან აუცილებლად იმალება პროტოტიპები… მხოლოდ მათი კი არა ჩვენიც,  როცა ვუყურებთ ხომ გაგხსენებიათ რომელიმე გმირის გაცნობისას რომ მსგავსი ქალი შენს გვერდით ცხოვრობს, ან მონაყოლი გსმენია მსგავსზე…8-2

არც მიფიქრია ამაზე დამეწერა, სანამ ბოლოს ნანახმა ფილმმა არ ჩამაფიქრა, ქეით უინსლეტის განსახიერებულმა მკერავმა ქალბატონმა უზომოდ მომნუსხა, ძლიერი ფილმია, რთული სიუჟეტით, მსუბუქი გადაღებით, ლამაზი კოსტიუმებით და სავსე სიამაყით… Continue reading

ო, ენავ ჩემო…

ადამიანები გაუცნობიერებლად იწყებენ საუბარს, ამბობენ სიტყვებს რომლებიც ესმით, სიტყვას სიტყვა ემატება და ასე იხვეწება ნელ–ნელა იმ გრძნობებისა და განცდების გადმოცემის ენა რომელიც გაუაზრებლად გავახმოვანეთ, ენაზე რომელსაც შემდგომში მშობლიურად მოვიხსენიებთ… როგორი მრავლის მთქმელი სიტყვები აქვს ჩვენს ენას, ვამბობთ “მშობლიურიო”, ენას ცოცხალ  და მშობელთან გათანაბრებულ არსებად აღვიქვამთ… სულ პირველ წიგნს რომელსაც ვფურცლავთ “დედა ენა” ჰქვია… დედაშვილობაზე დიდი განცდა კი იშვიათია ამქვეყნად… ამაზე მეტი რა ეპითეტით უნდა შეამკო – “ო, ენავ ჩემო,  დედაო ენავ….”528236_456812004394959_97302041_n
ბევრი ჯადოსნური სიტყვა ჰქონია და აქვს ჩვენს ენას… ბევრი ჰყოლია თითოეული სიტყვის ლამაზად გამცოცხლებელი… რომელი პოეტი და მწერალი გინდა გაიხსენო, ყველას ერთად ხომ ვერავინ მოთვლის…  ეს ყველამ ვიცით…  მაგრამ არასდროს არ ვწვრილმანდებით და იშვიათად ვახსენებთ მათ ვინც ქართული ენის შემადგენელ, მსოფლიოში ყველაზე ლამაზად მოხატულ ანბანამდე, ამ ენის დიდ მეხოტბეებამდე და გაცოცხლებულ სიტყვებამდე, ქართულ ენაში არსებულ მრავალფეროვან ეპითეტებამდე, ულამაზეს მეტაფორულ აზროვნებამდე და და ამ ენის მშობლიურად აღქმამდე მიგვიყვანა… ეს ყველაფერი  ჩვენი ქართულის მასწავლებელმა საკუთარ მხრებზე იტვირთა  და სიყვარულით გაგვინაწილა… Continue reading

ფოთლებსა და ადამიანებზე

ბოლო დღეებია იგრძნობა რომ გაზაფხულდა, დათბა და დილით სამსახურში ფეხით დავდივარ–ხოლმე, ძალინ ბევრი რამის განცდა და დანახვა შეიძლება დილით ქუჩაში, ყველას ფანჯრები ფართოდ გაუღიათ,  მზის შუქს ხარბად იჭერენ და ნესტიან ოთახებს ამზეურებენ, ზოგს თეთრეული გამოუფენია, ძველებურად დაჩითული სარჩულებით, ბებიაჩემს მახსენებს და მის ნაჭრებს, ვიღაცეები სარეცხს ფენენ, ერთ ქალს ზუსტად 10 პატარა და 2 დიდი პირცახოცი აქვს გაფენილი ლამაზად, ყველა იასამნისფერია და ერთნაირი…მაღაზიებიდან ახალი პურები გამოაქვთ პარკით, ზოგიერთს ფუნთუშებიც, ჩქარა მიდიან, ალბათ შვილებსა და შვილიშვილებს საუზმეზე გემრიელად მირთმევა რომ არ დაუგვიანდეთ… კატები სადარბაზოებიდან გამოიპარებიან და მზის გულზე ნებივრობენ,  ზოგიერთები კიდევ თავიანთ საყვარელ ძაღლებს ასეირნებენ, ჩემმა მეზობელმა იცოდა ასეთ ძაღლებზე თქმა ჩემზე ბედნიერად ცხოვრობენო, მაწანწალებს რომ გახედავდა კიდე გულს იმშვიდებდა,   ჩემზე უარესადაც ყოფილანო …  ყველას და ყველაფერს თავისი უწერია ამქვეყნად, თუ კარგად მახსოვს გამსახურდიას უწერია “ზოგ კაცზე იტყვიან გარდაიცვალაო, ზოგზე მოკვდაო, ზოგზეც კიდევ ჩაძაღლდაო”…

DSC_0167

დავდივარ  ქუჩებში, თუ ოდნავ მაღლა ავიხედავ  გამწვანებული ხეების ფოთოლთა შრიალს ვუსმენ და ვხედავ, თუ თავი დავხარე ნაცრისფერ ასფალტზე აქა–იქ ჩამოვარდნილ რამოდენიმე საწყალ ფოთოლს ვხედავ ხოლმე… ეს ფოთლები ახლა იმ ხის ტოტებზე უნდა კიაფობდნენ მაგრამ აღარ დაუდგათ გაზაფხული, ან თუ დაუდგათ ძალიან მოკლე… წამის მეასედში ჩნდება ასოციაციები, ეს ასფალტზე მისვენებული ფოთლები ადრეულად წასულ ადამიანებს მახსენებს…ასე არ ამბობენ?! Continue reading

15 მცნება ჩემნაირი პესიმისტისათვის!

IMG_20160217_100823-1ცოტა ხნის წინ თბილისში ვიყავი მივლინებით, ჰოდა წარმოიდგინეთ მთელი დღის მუშაობის, ფეხზე დგომის და დაღლილობის ფონზე, საღამოს 10–ზე  ვარ მანქანაში მოკალათებული და ველოდები როდის წამოვლენ ჩემები და როდის მივესვენები საწოლზე ისე რომ შეიძლება ვერც გამაღვიძონ… მოკლედ  ბნელა, გარედან  ლამპიონების შუქი ანათებს, ქუჩაში საშინელი ხმაურია და მე განვიცდი რაღაც სასიამოვნოს შესრულებული საქმეების გამო და მაშინებს ახლები, დაღლილს და დაცლილს მგონია აღარაფერი გამომივა… მერე ვხვდები რომ გამომივა, აუცილებლად გამომივა, ყველაფერი არა მაგრამ ბევრი რამე კი! უცებ გადავწყვიტე საკუთარი მცნებები დამეწერა, რომელთა შესრულებას ხანდახან მაინც ვეცდებოდი… ეს მცნებები მეგობრებო ჩემნაირი პესიმისტი და დაღლილი ადამიანებისთვისაა, რომლებისთვისაც ჭიქა მუდამ ნახევრად ცარიელია და არა ნახევრად სავსე… სულ ამას ვფიქრობდი ამ ჭიქის თეორიაზე და ამასწინათ ერთი ძალიან ჭკვიანური დასკვნა ვნახე, თურმე ეს პესიმისტ–ოპტიმისტური ჭიქა არასოდესაა ცარიელი, ის სულ მუდამ სავსეა, ნახევრად წყლით და ნახევრად ჰაერით. აბაა 🙂

მოკლედ ესეც ჩემი მცნებები, ვისაც გაგეღიმებათ, მოგეწონებათ, ეცდებით რომ ჩემსავით ხანდახან მაინც შეასრულოდ, გამიხარდება 🙂 Continue reading