შემოდგომის გერმანული ზღაპარი – 2

როცა დღევანდელივით ნაცრისფერი დღეებია, მაშინ მუდამ იმ იშვიათ გამორჩეულ დღეებზე ვფიქრობ როცა ჰაერში ბუმბულივით ვფარფატებდი დადებითი ემოციებისგან…

ვუყურებ ამ ფოტოებს და ვფიქრობ, რამდენი რამაა სანახავი ამ დალოცვილ დედამიწაზე?!

ვერ გაგაოცებთ რომ გითხრათ კიდევ მინდა–თქო, ხომ?! დიახაც, კიდევ მინდა, სხვა ადგილებში, სხვა ქვეყნებში, სხვა კუნჭულებში, სხვა ქუჩებში ვიხეტიალო ისეთ არაჩვეულებრივ მეწყვილეებთან ერთად აქ რომ მყავდა… მინდა ვიხეტიალო და   მოგონებების ხურჯინი პირამდე ავავსო…. ❤IMG_20171102_225124_866IMG_20171102_225153_084IMG_20171102_224533_563IMG_20171102_225308_990IMG_20171103_010941_523 Continue reading

Advertisements

შემოდგომის გერმანული ზღაპარი

ბოლო დროს მოულოდნელობებით აივსო ჩემი ერთფეროვანი დღეები, სულ ვოცნებობდი და ახლაც ვოცნებობ ვნახო ჩვენი დიდი დედამიწის უნახავი ადგილები, თითქოს ჩარაზული კარი გავხსენი და ჩუმად გავიპარები ხოლმე და მერე ვბრუნდები სავსე პოზიტივით და თვალებში ნაპერწკლებით.

ამჯერად გერმანიაში მოვხვდი მოულოდნელად, მიუნხენიდან საათნახევარი დაგჭირდებათ რომ ულამაზეს მთებში ჩაფლულ მწვანე და ჯანსაღი ჟანგბადით მდიდარ, იდეალურად მოწყობილ პატარა ზამთრის კურორტზე აღმოჩნდეთ –Garmisch-Partenkirchen – German ski resort in Bavaria.

დილით ისეთი პეიზაჟები იშლება ჩემი ოთახის ფანჯრიდან ვდგავარ და გავყურებ, აქვეა ყველაზე მაღალი მწვერვალი გერმანიაში –   Zugspitze. დილით ნისლითაა დაბურული, მერე ნელნელა თოვლით დაფარული წვერი გამოჩნდება, მწვანე ხასხასა მინდორი ცვარითაა დანამული, პირველივე დილას გახედვისთანავე ამეკვიატა გალაკტიონი: “ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველი არ გაიარე რაა მამული?!” ან კიდევ:

“გინახავთ თქვენ ფერი დაბინდულ ქლიავის?

– ეს ჩემი სამშობლოს მთებია!

აქაურ გერმანელ გლეხს, ისე საგულდაგულოდ დაუმუშავებია ირგვლივ ყველაფერი, გეგონება ციდან ხალიჩა გაფინაო თავისი მიწის ნაგლეჯზე, რომელზეც სავარაუდოდ რომ იცოდეს ჭილაძისებური შეფასება იტყოდა “შემაძრწუნებლად ვარ ბედნიერიო”

არც მიწა გვაკლია უხვი და ბარაქიანი, არც ნაძვები და სიმწვანე, არც დაბინდულ ქლიავის ფერი მთები, ჩვენ ვაკლივართ, ადამიანები ზრუნვისა და მოვლის სურვილით სავსენი… Continue reading