“წიგნიერების ევოლუცია”

უკვე ყბადაღებული, საშინლად გამაღიზიანებელი ფრაზა “რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები” ყელში ამოუვიდა ყველას, ჩვენს ქვეყანაში კი სრული აღშფოთება გამოიწვია სერიამ “50 წიგნი რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ” მე თუ მკითხავთ საქმის ასე მკაცრად დაყენება რა თქმა უნდა არც თუ სასიამოვნოა მაგრამ მეორეს მხრივ, ლიტერატურა ნამდვილად უნდა ვიკითხოთ! დიახ, უნდა! ჩვენით თუ ვერ მივალთ წიგნებთან, რაღაც ასაკში ვიღაცამ აუცილებლად უნდა მიგვიყვანოს თაროებმადე, წაგვაკითხოს, გვირჩიოს… მერე კი არჩევანი რა თქმა უნდა ჩვენ გავაკეთოთ, გვინდა თუ არ გვინდა!

ლიტერატურის მაგიურ ძალაზე, მდიდარ მემკვიდრეობაზე და მათ შემქმნელებზე არაჩვეულებრივად გვიყვება ყველასათვის ცნობილი ლევან ბერძენიშვილი “წიგნიერების რევოლუციაში”, რომელიც რეალურად უფრო სალექციო კურსს გავს, სინამდვილეში კი კრებულია იმ სტატიებისა, რომლებიც ჟურნალ “ლიბერალში” იბეჭდებოდა.

58741.jpg

ძალიან ბევრ კითხვაზე იპოვოთ აქ პასუხს და ასევე უამრავ წვრილმანსა თუ მხედველობიდან გამოპარულ “მსხვილმან” ინფორმაციას მიიღებთ, კარგად დავიწყებულ ძველს გაიხსენებთ და ლიტერატურული პარალელებისა და შედარებების ჯაჭვში ჩაებმებით.

მხატრული ლიტერატურის არსისა და წაკითხვის “აუცილებლობამდე” მისული სასურველობის შესახებ პირველივე ფურცლებზე წერს ავტორი, მერე კი ისეთ მაგარ მაგალითებს მოიყვანს, თვალს ვერ მოწყვეტ თეთრზე შავით დაწერილს. “არაფერს ისეთი განმანათლებლობის უნარი არ აქვს , როგორც ლიტერატურას. დარწმუნებული ვარ ვერასოდეს ვერავინ მოშლიდა ფრანგებში გილიოტინას რომ არა კამიუ, ადამიანი რომელმაც დაწერა “ამბოხებული კაცი”, “უცხო” და მთელი ცხოვრება ლიტერატურული სახეებით სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნა”, რომ არა ჰიუგო, სტენდალი, დოსტოევსკი ვინ იცის დღესაც ყოფილიყო ევროპის 48 ქვეყნიდან თუნდაც რომელიმეში სიკვდილით დასჯა და მასთან ერთად სრული უვიცობა და სიბნელე.

განათლებული კაცის სულიერ სიძლიერეზე ხაზგაზმისათვის ავტორი ფოლკნერის ფრაზას გვახსენებს “წიგნიერი კაცი გაუძლებს და არამარტო გაუძლებს, არამედ გადარჩებაო” ჰიტლერის მაგალითის მოყვანით გვეუბნება რომ თვით მუსიკასაც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ ხელოვნების სხვა დარგებზე, არ აქვს ლიტერატურაზე დიდი გავლენა ადამიანზე.

მედალს რომ ორი მხარე აქვს ამას ნობელის პრემიის რაობაზე და გაცემის პრინციპეპზე საუბრით კარგად დაგვანახებს,  გვახსენებს იმას თუ რამდენი დიდებული მწერალი დარჩა ამ პრემიის გარეშე სრულიად უსამართლოდ : ტოლსტოი, ჩეხოვი, ნაბოკოვი, პრუსტი, კაფკა, ჯოისი,  გუნთერ გრასი, ბორხესი… ქართველ კლასიკოსებზე ხომ საუბარი აქ არაა…

“მწერლობა სიცოცხლეს გვჩუქნის და თავად მწერალს კი ართმევს მას” – დაპატიმრებული, კედელთან მიყენებული, დახვერილი, მოკლული მწერლების მთელ არმიაზე გვიყვება და გვახსენებს ო’ჰენრის, ლორკას,  პუშკინს, ლერმონტობს… ეს კიდევ არაფერი, გვახსენებს იმ საშინელ პერიოდს სადაც გოეთესა და შილერის მემკვიდრეობით განათლებულმა ხალხმა დაწვა მსოფლიო საგანძურის დიდებული ნიმუშები, უზარმაზარია ფაშისტების მიერ შექმნილი და განადგურებული წიგნების სია… აქვე წიგნების აკრძალვის ფენომენს გვახსენებს – ჯეფრი ჩოსერის “კენტერბერიული მოთხრობები” ჯორჯ ორეულის “1984”, “ცხოველების ფერმა” ბულგაკოვის “ოსტატი და მარგარიტა”, ვერგილიუსის “ენეიდა”….

იცით რომ დიდი ალბათობით მსოფლიო ლიტერატურას არ ეყოლებოდა დოსტოევსკი რომ არა ანა დოსტოევსკაია, რომელმაც ფიოდორი სათამაშო დარბაზებიდან გამოიყვანა და გვერდით ედგა მაშინ როცა მისი 4 უკვდავი წიგნი დაწერა ” დანაშაული და სასჯელი”, “იდიოტი”, “ეშმაკნი” და “ძმები კარამაზოვები”. წარმოიდგინეთ ჯერ მარტო ერთად შეკრებილი რამდენი ფურცელია ყველა რომანი…  არც სოფია ბერსის, სიტყვით შეუფასებელი შრომა, არ უნდა დაივიწყოს მკითხველთა არმიამ, ქალის რომელმაც ლევ ტოლსტოის მუზობა არ იკმარა და მისი ნაწარმოებების გადამწერიც გახლდათ 10 შვილის დედობასთან ერთად. შრომა არაა ის სიტყვა რაც ამ ქალებმა გააკეთეს მსოფლიოსათვის.

ავტორი არ ივიწყებს ფილმად ქცეულ წიგნებს და მათ შესახებაც საინტერესოდ გვიყვება, მაგალითად როგორ გააბედნიერა ბერჯესი იმ ამბავმა, რომ სტენლი კუბრიკმა “მექანიკური ფორთოხალი” გადაიღო. ან პირიქით როგორ დაამახინჯა და გაანადგურა “ტროას” გენიალურობა ჰოლივუდმა.

იცოდით რომ თურმე ციხე საკითხავად ბრწყინვალე ადგილი ყოფილა და რომ “ანტიტოტალური ლიტერატურა უპირველესად იყო ლიტერატურა და შემდეგ ანტიტოტალური, გადარჩა ის რაც იყო მხატვრული, სხვა დანარჩენი – დამარცხდა”

წიგნის პირველი წინადადების ძალაზე დაფიქრებულხართ?! თურმე როგორც ბ–ნი ლევანი გვანდობს “დიდი წიგნების დასაწყისები გვაფრთხილებენ – შენ წინაშე დიდი  ლიტერატურაა, მოემზადე მკითხველო, და თუ ატყობ რომ საქმე ცუდადაა 23–ე გვერდიდან წამიკითხე. მე კი ყველას ვურჩევ მე–17 გვერდამდე მაინც მივიდეს, ბიბლიოთეკები აქ ბეჭედს არტყამენ და იმას მაინც გავიგებთ მოპარულია ეს წიგნი თუ არა”

მოკლედ თუ ლიტერატურის რიგოთი მოყვარული ხართ, წიგნებიც ბევრი გაქვთ და მათი სიყვარულის სურვილიც, ეს კრებული მისწრებაა თქვენთვის. ჩაიკითხავთ და თქვენი არჩევანის სისწორეში კიდევ ერთხელ დარწმუნდებით.

 

Advertisements

2 thoughts on ““წიგნიერების ევოლუცია”

  1. annitahallo ამბობს:

    ეს წიგნი, წესით სამაგიდო წიგნი უნდა იყოს იმათ ოჯახებში, ვისაც ლიტერატურა და ზოგადად კითხვა უყვარს. რამდენჯერაც არ უნდა წავიკითხო, არ მომბეზრდება და იმდენივეჯერ ვიღებ ცოდნას..უშრეტი წყაროა ლიტერატურული ინფორმაციის..ლევან ბერძენიშვილი კიდევ გენია, მე ასე მიმაჩნია!

    Liked by 1 person

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s