Monthly Archives: სექტემბერი 2018

სიმები

უძილობა დამჩემდა უკვე რახანია, ვწევარ თვალებღია სიბნელეში,  ზაფხულის ქალაქის ხმაური იჭრება შუაღამის ბნელ ოთახში და ლამპიონებიდან არეკლილი, ოთახში შემოჭრილი შუქის ფონზე ჭერს გავცქერი… ან დავდივარ, ღამის ოთხზე, ხუთზე… დავდივარ და მეშინია, ხან რის, ხან რის… c4866b363511d6b1f8727a979e0717baცუდად გახდომის, სიკვდილის, ნდობის გაქრობის, უამრავი პასუხისმგებლობის, ადამიანური თვისებების დაკარგვის… ათასი რაღაცის… დავდივარ ისედაც პატარა, ძალიან პატარა ბინის ორ ოთახში, ისიც არა ჩემში, გალიაში გამოკეტილ ჩიტს ვგავარ… ხან ერთ კედელს, ვენარცხები ხან მეორეს…  კუთხეში ერთი ხატი მიდევს და გავყურებ ხანდახან, ერთადერთი როცა გავხედავ, იმას ვთხოვ  რომ რწმენა არ დამეკარგოს… ამაში დამეხმაროს… ან გონებში წიგნის გმირებს ვეძებ ჩემეული პრობლემებით, ვინც დაძლია, გადალახა, დაამარცხა მსგავსი სირთულეები, ან ფილმის გმირებს, კადრების გახსენებას ვცდილობ და ლამაზი დასასრულის წარმოსახვას… არ ვიცი მსგავსი ვინმეს თუ დამართია, მაგრამ მე ასე ვცდილობ უძილობის გადატანას… გვერდით ოთახში სუნთქვის ხმა ისმის, რა ბედნიერი ვარ ამ სუნთქვის გამო, ჩემს მაგივრადაც სძინავს მგონი და  ეს მამშვიდებს ხანდახან… არ მინდა ეს ხმა ოდესმე გულს სასიამოვნოდ არ მიჩქარებდეს… არ მინდა აქამდე ოდესმე მივიდე… Continue reading

Advertisements

ნიგვზის ნაჭუჭი

სულის სიმწარის განმარტება ჯერ არავის გამოუთქვამს ხომ სიტყვებით?! ან როგორ გინდა გამოთქვა?! როგორ უნდა ჩაატიო ქარბორბალა, წყალი და ცეცხლი ერთად ერთ–ორ სიტყვაში… გულის ნამდვილი, მოულოდნელი გატეხვა პირველად რომ ხდება, სულ სხვა სისასტიკეა ხომ?! იქნებით ჩემზე გამოცდილები… გეცოდინებათ ჩემზე მეტი… ადამიანზე სასტიკი არაფერი შეუქმნია ღმერთს, ღრმად მწამს პანტერა და ლომი უფრო ადამიანია ხშირად, ვიდრე თავად ადამიანი…. ისე უბრალოდ ვტკენთ და შევურაცხყოფთ ერთმანეთს, თითქოს წყლის წვეთი იყოს…

რა უსუსური ხდები ადამიანი როცა საკუთარ თავზე მეტად ხარ დარწმუნებული ვინმეში, როცა მთელ მსოფლიოს შეებრძოლები იმის დასამტკიცებლად რომ “ეს” ან “ის” შენ არ დაგემართება… და როგორი დამცირებული, წერტილისოდენა ხდები, როცა გაიაზრებ, გვერდით როგორ ცალკე მიედინება ათასი სისულელე, რომელიც გონებაში მილიონიდან ერთჯერაც კი ვერ გაგიფიქრებია მთელი შენი შეგნებული არსებობის მანძილზე, ნიგვზის ნაჭუჭში ჩაეტევი გგონია, ისე მაგრად გინდა მოთავდე იქ რომ ვერავინ გაგტეხოს, ვერ გადაგიაროს, ვერ გაგსრისოს… Continue reading