2013 !

ახალი წელი მოდის, ძველი კიდევ მიიპარება….

რ მინდა უმადური ვიყო, მაგრამ ვერც მადლიერი ვერ ვარ… ვეძებ რამეს ძალიან კარგს და პოზიტიურს რაც 2013–მა მისახსოვრა მაგრამ ვერ ვპოულობ…არადა რა დიდებულად დაგხვდი…არ ყოფილა წლ1293110346_untitled6um4ის 12 თვიდან არცერთი რომ მშვიდად და  ლამაზად რომ ვყოფილიყავი… 😦 პირველმა კვარტალმა შემაქან–შემომაქანა, მეორემ ბევრი მატირა, მესამემ ღამეები მათენებინა  და მეოთხემ დააგვირგვინაააააა–გამანადგურა…. ჰოდა ახლა ვზივარ ჩემს სამუშაო მაგიდასთან ათას თუ არა რამოდენიმე “ომგადახდილი”და ვეძებ ძალას რომ ვიქონიო იმედი ხვალინდელი დღის, ახალი 2014–ის, ღმერთის მფარველობისა თუ ჩინური ჰოროსკოპით”ჩემი” ცხენის წლის… ოპტიმისტები იყავითო, ბევრი იმოქმედეთო, ბევრიც იმუშავეთო და ბევრიც იხალისეთო…  ჰოდა მეც ველი….წელსაც ვცდი და ვნახოთ…ძალიან მინდა ძალიან მინდა ძალიან მინდაააა ყველაფერი კარგად იყოს… 

 

წერილი ადამიანს, რომელსაც ცხოვრებაში რთული პერიოდი აქვს…

images

წერილს ვწერ საკუთარ თავს, როგორ ეგოისტურად და ამაზრზენადაც  არ უნდა ჟღერდეს არ მინდა ამ წერილის ადრესატი მე ვიყო მაგრამ ცხოვრება ნამდვილი მოულოდნელობებითა სავსე და…   ყველაზე ძვირფასი ყველაზე ლამაზი ყველაზე ნამდვილი და მნიშვნელოვანი ჩემს ცხოვრებაში ეს ჩემი შვილია, რომელსაც ახლა ძალიან უჭირს… მისი პატარა გული ძგერს მაგრამ როგორ, ამაზე ველოდები პასუხს ყოველ წუთს…მტკივა ყველაფერი, გული მეკუმშება, ცრემლები მელევა… რა ვუყო ჩემს პაწიას… რით ვუშველო ჩემს ანგელოზს… Continue reading