“ტურიკას” ზღაპრები…

ერთი ამოსუნთქვით შემომეკითხა დატო ტურაშვილის “გურჯი ხათუნი” და კიდევ  თერთმეტი მოთხრობა, რომელიც “ახალი ქართული ლიტერატურის” პირველ ტომს წარმოადგენს…  ალბათ არავის გაუკვირდება რომ ვიტყვი, უზომოდ მომეწონა–თქო, საინტერესოა  როგორ არ უნდა მოგეწონოს?!

gurji xatuni 450

გურჯი ხათუნის სილამაზეზე, სიდიადეზე მასზე შეყვრებულ  სულთან ქეიხუსრევ ბენ ქეიქუბადიზე, ვაზირ ფერვანზე, ქართველი მურზაყან ორბელიანზე, ლომისა და მზის გამოსახულებიან მონეტაზე, სამშობლოს სიყვარულზე და სხვა სათუთ თემებზე გვიყვება მწერალი სხვადასხვა მთხრობელის პირით, იქნება ის ასტროლოგი, ისტორიკოსი, მისიონერი თუ პროფესორი ეს სულერთია, მთავარია ამბავი, ის ამბავი ასე გრძნობით და თავდავიწყებით რომ ყვებიან საუკუნეების შემდეგაც…. Continue reading

“უფრო ნაკლები ვიდრე გვსურდა, უფრო მეტი ვიდრე შეგვეძლო…”

წიგნის მაღაზიაში ჩვეულებად ქცეულ  შესვლაზე ვერც გუშინ ვთქვი უარი, დაღლილ დაქანცული რომ  ძლივს მივლასლასებდი ქუჩაში და ვფიქრობდი ათას რამეზე, არაფრის ყიდვას ამჯერად არ ვფიქრობდი, მაგრამ რა თქმა უნდა ხელცარიელი არ დავბრუნებულვარ შინ და ასე აღმოჩნდა ჩემი პირადი ბიბლიოთეკის თაროზე დიანა ანფიმიადის “ახლოხედვის ტრაექტორია” და სალომე ბენიძის “მოხსენებითი ბარათი”…. Continue reading

“ალი და ნინო”

“ვიდრე აქლემს ალაჰს მიანდობ, ჯერ შენს ბაგაზე მაგრას მიაბიო.”

“მოხუცები პატივისცემას იმსახურებენ, ახალგაზრდები კი სიყვარულს”

“…..იქნებ სწორიცაა ადამიანთა ამგვარი დაყოფა:ტყის და უდაბნოს ადამიანები. აღმოსავლელს მშრალი თრობა ალბათ უდაბნოდან მოსდგამს. იქ ცხელი ქვიშაც, ცხელი ნიავისც კი ათრობს. უდაბნოს სამყარო უბრალოა და დაბრკოლებებს არ გიქმნის. ტყე კი კითხვებითა და იდუმალებითაა სავსე. უდაბნო არც არაფერს არ გეკითხება, არც არაფერს გაზლევს , არც არაფერს გპირდება. ცემი აზრით უდაბნოს სვილები ერთი გრძნობით არიან აღვსილნი, ერტი წესმარიტება გააჩნიათ. ტყის შვილებს კი უამრავი სახე აქვს. სულის ცეცხლოვანება ტყიდან მომდინარეობს, უდაბნოსი დფანატიკოსები იბადებიან, ტყესი კი –სემოქმედნი. ალბათ ესაა განსხვავება აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის” Continue reading

“ხვალ დილით ადრე მე შენს გამო ვიცი მომკლავენ და გევედრები, ნუ უარყოფ რომ შენც გიყვარდი”

“სულთან ხანი ერთ–ერთი პირველი იყო, ვინც 2001 წლის ნოემბერში ქაბულში ჩასვლისას გავიცანი…” ამ წინადადებით იწყებს ერთი ნორვეგიელი ომის ჟურნალისტი ოსნე  საიეშტადი თავის,  ახლა უკვე ბესტსელერად ქცეულ რომანს ავღანურ ყოფა–ცხოვრებაზე და ამ კაცისა და მისი ოჯახის მაგალითზე გვაზიარებს იმ სასტიკ და ღმერთისგან ყოვლად მივიწყებულ მხარეს,მათ წესებს და კანონებს…კანონებს რომლის არათუ  შესრულება არამედ წაკითხვაც კი უკვე სულს გვიხუთავს…

asne02XcopyX7_1204615546_1204615563

ჩვენს წინ ავღანურ სცენაზეა ნამდვილი მაჰმადიანური ომი როგორც გარე ისე შინა მტრებთან და ომი ადამიანთა სულებში…. სცენაზეა ყველაზე დამღუპველი ძმები – ფანატიზმი და ტერორიზმი… Continue reading

ის, ვინც მაჩუქა ყველაზე ლამაზი ლიტერატურული საღამოები…

ერთხელ მეგობარმა მირჩია ერიკ ემანუელ შმიტი წაიკითხეო….მერე ისე მოხდა რომ ვყიდულობდი და ვკითხულობდი ყველაფერს შმიტის გარდა… მერე ინტერნეტში ლევან ბერძენიშვილის ლექცია მოვისმინე,(რომელსაც ქვემოთ დავდებ) მომეწონა მაგრამ  ისევ მიმავიწყდა… 😦 ერთ საღამოს სამსახურიდან სახლისაკენ მიმავალმა ხელს გავაყოლე შმიტის “ოდეტ  ტულმონდი” და “ნოეს შვილი”, თუმცა რაღა გავაყოლე, ვიჩუქე ყველაზე ლამაზი წარწერით დედის დღეს…   “შენ ყველაზე ლამაზი დედა ხარ ამქვეყნად”  … ცხადია ჩემი შვილისგან არა, ის ჯერ პატარაა ამ წიგნებისთვის, თუმცა ერთი სული მაქვს როდის მოვა ამის დროც  და როგორ ეზიარება წიგნის სამყაროს… მანამდე კი  მე ვეზიარე შმიტს და მან  მაჩუქა ყველაზე ლამაზი ლიტერატურული საღამოები…

შმიტთან ზიარების პირველ საღამოს, ამქვეყნად ჩემთვის  ყველაზე ლამაზ წარწერიანი წიგნით დავიწყებ.

wpid-858043034010215775_656447904.jpg

Continue reading