ხომ არაფერს აშავებენ, მაინც დანაშაულია…

ნამდვილად არ მინდოდა ჩემს  ბლოგზე მხატვრულ ლიტერატურაზე წერა ამ ნოველით დამეწყო მაგრამ სულ ახლახანს დავამთავრე კითხვა და ძალიან მომინდა ვინმესთვის მეთქვა როგორ არ მიყვარს დეიდა ტულასნაირი ადამიანები…. მიგელ დე უნამუნოს ამ ნოველამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში რომ არასოდეს, არასოდეს არ უნდა ჩაერიო სხვის ცხოვრებაში….სხვაგან რომ არ წავიდე და არ მოვკითხო მე პირადად მაქვს პატივი ვიცნობდე ასეთ ადამინ(ებ)ს, სამწუხაროდ…..იმდენად შთამბეჭდავად აქვს ტულას პიროვნება დახატული ბ–ნ უნამუნოს რომ ასე მგონია ჩემს გვერდით არსებობს და მინდა წინ დავუდგე და ამდენი განცდა და თან მეტად არასახარბიელო წინ გადავუშალო ფიანდაზად…ოღონდ ეს ის ფიანდაზი აშკარად არ იქნება პატარძლებს რომ უფენდნენ წინათ…. პატარძალზე გამახსენდა, ვის აცალა ამ ჩვენმა ტულამ პატარძლობა ან დედობა ანდა ბედნიერება საერთოდ…..როგორ არ მიყვარს სხვისი საქმის  შენებურად გაკეთების ხელოვნება…., სწორედ რომ ხელოვნების დონეზე სურდა ეს ამბავი ტულას აეყვანა მაგრამ რა გამოუვიდა თითოეული მკითხველი თავისებურად გადაწყვეტს ალბათ….

Image

Continue reading

Advertisements

სადაც ლექსები გასათბობად მზეზე მიწვება….

…უცებ მოგეპარეთ და ისევ უცებ უნდა გავიპარო….ზამთრს მზე უნდა მოვსტაცოთ მე და ჩემმა მეგობრებმა…. ზღვის  წითელი  მზე….სუფთა ჰაერზე გავისეირნოთ და მერე ცივი ხელისგულები უნდა გავითბოთ…..დანარჩენს მერე მოგიყვებით…..მზეს უნდა მივუსწრო…. Continue reading

გამარჯობათ, მე ცოტათი ვერა ვარ!!!

არ ვიცი რატომ მოვედი ამ ბლოგ–სამყაროში, რისთვის მოვედი, ვის ვაინტერესებ ან საერთოდ რატომ ვწერ ამ პოსტს… (როგორ მეუცნაურება ეს სიტყვები) ისე უბრალოდ მომინდა და მოვედი…

Image

Continue reading