კვირის ქრონიკაა :)

რა მარტივია და რა გემრიელია რომ იცოდეთ ამ ყველაფრის გადაქცევა სმუზად …IMG_20140512_183149IMG_20140512_183509

დილა მწვანე ვაშლთან ერთად… და საერთოდაც მწვანე ვაშლი კვირის ამოჩემებააა… არადა ისე კი ვურეეეეეეეეეეევ :დ

IMG_20140515_102711

კიდევ ერთი კვირის ამოჩემება, 2 წლის წინ ნაყიდი ყელსაბამი… რომ ვიყიდე სულ 3-ჯერ მეკეთა ალბათ, სამაგიეროIMG_20140517_133304დ ამ კვირაში ავინაზღაურე 🙂

IMG_20140516_092516

 

 

 

 

 

უსაყვარლესი ბალიში, რომელიც ნინუციკომ  ჩემს ანუკი ჩამოუტანა… საღამოობით “მულწიკებს” რომ ვუყურებთ შუაში გვიდევს და ვეფერებით ჩვენს მინის:)

 

მეგობარს ვეუბნებოდი რამოდენიმე დღის წინ, რაღაც ისეთი წიგნი მინდა რომ დავიწყებ ვეღარ შევეშვა და გამიტაცოოოს-მეთქი.. ისე აგიხდათ ყველაფერი კარგი როგორც ეს სიტყვები ამიხდინა ქეთრინ სთოქეთის “მოსამსახურემ”.

IMG_20140517_154534

კვირა საღამო “ბათუმური გაზაფხულის” დახურვაზე ხელოვნების ცენტრში…ბავშვობიდან მიყვარს თეატრის ჭაღების თვალიერება… რაღაცნაირ გრძნობას იწვევს მუდამ ჩემში…

IMG_20140518_185443

ერისიონმა ნამდვილი ცეცხლი დაანთო…  ტანში ჟრუანტელი მივლიდა 2 საათის განმავლობაში და სულ მეტირებოდა… ეს იყო აბსტრაქტული ცნებიდან ხორცშესხმულ და მოძრავ არსებად ქცეული სიტყვა სამშობლო! ქართული სული მოძრაობაში!!!

IMG_20140518_212851

ჰო და პრობლემებზე არ ვსაუბრობ… ერთერთი რთული კვირა იმათგან რომელიც ცხოვრების რადიკალურ ცვლილებებზე დაგაფიქრებს… იმედს არ ვკარგავ, ამბობენ “ზოგი ჭირი მარგებელიაო” და აჰა, მეც ველი იქნება და ეს ჭირი მარგებელი აღმოჩნდეს ჩემთვის… ვინ იცის… ვინ იცის…

უკეთესი მომავლის იმედით და დიდი სიყვარულით

თქვენი კუში…

მოსამსახურე…

ამერიკა, მისისიპის შტატი, გასული საუკუნის 60-იან წლები…

ცხოვრება, როგორც ასეთი მიუღებელი…

თეთრები და შავები… ქალები და კაცები… ბატონები და მოსამსახურეები…

სამი ქალის მხრიდან დანახული ერთი გულსატკენი ამბავი…

ერთ მხარეს ეიბილინი… მინი… მის სქითერი… მეორე მხარეს მის ჰილი, მის ლიფოლთი და სხვა ბევრნი…

IMG_20140517_154534

ეიბილინი – შავკანიანი ძიძა, 17 თეთრი და ერთადერთი საკუთარი მკვდარი შვილის დედა Continue reading

მიმავალი…

tumblr_likjyg2Ogm1qg3f1io1_1280

ქუჩაში მიმავალი გოგო 6-ის მერე ცხოვრებით, ყურსასმენებითა და თავისი სამყაროთი…

ფრანგული მუსიკა, გაუგებარი სიტყვები და მათ ნაცვლად ამოხეთქილი საკუთარი ვნებები…

სიაული მაშინ, როცა ცეკვა გსურს ნაცრისფერ ქალაქში… Continue reading

კვირის ქრონიკა :)

წინა კვირის დასასრული იყო სრულიად დაუგეგმავი და სპონტანურად გადაწყვეტილი, პოსტი რომ დავწერე და კვირა დღეც უკვე მილეულად ჩავთვალე, სწორედ მაშინ გაისმა ზარი ჩემს ტელეფონზე და აი ასე წამებში მიღებული გადაწყვეტილებით 4 გოგო და 1 ბიჭი თავს დავესხით შვებულებაში მყოფ მეგობარს ერთ-ერთ ულამაზეს სოფელში…. ნუ რა თქმა უნდა ძალიან გვიან ჩავედით და დილით ადრიანად მოგვიწია წამოსვლა სამსახურში მაგრამ, ჩემს მეგობრებს თვალი ერთი წუთითაც არ მოუხუჭავთ მე კი ვერა და ვერ მოვერიე საკუთარ თავს და მშვენივრად მიმეძინა კიდეც… მაგრამ აი უდიდესი სიამოვნება მივიღე სუფრაზე, არა მარტო ჭამისგან :)))) არამედ იქ მყოფი მომღერალი საზოგადოებისგან, გიტარაზე შესულებული სალაღობო სიმღერები და გემრიელი შეხუმრებები ! 🙂 რაც კარგია, კარგია სულ! დილა იყო საოცარი, სუფთა ჰაერი, სიმწვანე, მამლების ყივილი და კრიალა ცა…

IMG_20140505_064835 IMG_20140505_064945 IMG_20140505_065542 Continue reading

მათ, ვინც არ ნებდება…

ეს მათ, ვინც არ ნებდება, არ ჩერდება, არ ეცემა…. მათ,  ვინც უკან არ იხედება და მხოლოდ წინ მიდის…  მათ, ვინც თავაწეულები, ამაყები და მუდამ ჰუმანურები არიან, ან ცდილობენ იყვნენ… მათ, ვინც  ყოველგვარი”ზედმეტი” ბარგის გარეშე უმსუბუქესად მიუყვებიან ცხოვრების დინებას და შიგადაშიგ იკარგებიან მაგრამ, მერე ისეთი ბრწყინვალებით ჩნდებიან ხოლმე რომ მზესაც კი შურს მათი…

გული გქონოდეთ მეგობრებო მუდამ თბილი და სხვა ყველაფერს ან ეშველება ან არა… რასაც ეშველება ხომ კარგი და რასაც არა, უბრალოდ ჩავუაროთ…ყველა აღმართს თუ დაღმართი მოსდევს არც ის დაგვავიწყდეთ პირიქითაც რომ ხდება–ხოლმე…

სიყვარულით თქვენი კუში!

***

დგას ტორერო კორიდაზე, 
ბრბო ყიჟინით ითხოვს: ,,ოლე!” – 
მთავარია ბრძოლა, თორემ 
ხარს ყასბებიც ჰკლავენ ხოლმე. 

მოვლენ ისე, როგორც წავლენ, 
წავლენ ისე, როგორც მოვლენ, – 
მთავარია ფრენა, თორემ 
ფრთებს ქათმებიც შლიან ხოლმე. 

ცა იჭმუხნის ხშირად წარბებს, 
მაგრამ მაინც გვწყალობს ობლებს, – 
მთავარია რაღაც გწამდეს, 
პირჯვარს ეშმაც იწერს ხოლმე!

/მორის ფოცხიშვილი /

3098135211_1_5_IFYH28s8

ზებრა, ზებრა ზებრუნია :)

ყველაზე მარტივი, სწრაფი ორგინალური და  გემრიელი ნამცხვარი, ჩემი აზრით ეს ზებრაა, ნამცხვარი რომლის გაფიქრებაზეც მაშინვე ბავშობა მახსენდება დედიკო, ჩვენი სამზარეულო და მისი ბედნიერი სახე… იმ დროს, ეხლა რომ ბნელ, მაგრამ მაინც ტკბილ 90-იანებს ეძახიან ზებრა ნამდვილად დიდებული დესერტი იყო მაშინდელი გაჭირვების და დაღლილობის ფონზე… Continue reading