რეცეპტების რვეულიდან …

წინა პოსტში  დავწერე  რომ ვეცდები მარხვა  შევინახო-თქო, ასეც  ვაკეთებ, შესაბამისად მიწევს  სამარხვო საჭმელების მომზადება, რომლებიც ძირითადად ძალიან  ჯანმრთელი გემრიელი და  მარტივია…

პირველი ფავორიტი სალათი ეს უკრაინული ვინეგრეტია, კუბიკებად დაჭრილი მოხარშული სტაფილო კარტოფილი ჭარხალი არეულია მწვანე ხახვთან მჟავე კიტრთან , შავ წიწაკასთან ცოტა მარილთან და ზეთთან ერთად, ასევე ამატებენ მოხარშულ ლობიოს კაკლებს ან ბარდას მაგრამ მე დიდად არ მიყვარს მათი გემო ამ სალათში, ამიტომ მათ ნაცვლათ წითელი ბულგარული დავამატე კუბუკებად დაჭრილი და  არც მინანია, არაჩვეულებრივი არომატი შესძინა.

77

Continue reading

Advertisements

ხარისხი თუ რაოდენობა?!

კვირას ეკლესიაში ვიყავი… იქედან ძალიან მშვიდი და ბედნიერი წამოვედი… ძალიან მნიშვნელოვანი და ბევრისმთქმელი სიტყვები მოვისმინე, მიტევების კვირა ძალიან სიმბოლურად დაემთხვა ამ ყველაფერს, ბევრი მყავს ისეთი ვინც უნდა მომიტევოს  და ყველას ყველას მინდა ვთხოვო მაპატიოს… მართლა გულით ვითხოვ პატიებას და იმ დღეს ეკლესიაშიც მთელი სიცხადით ვგრძნობდი რომ ამდენი სიმძიმით ვერ ვიცხოვრებ…  ახლა იფიქრებთ ალბათ რაა კაცი ხომ არ მოგიკლავსო, ბანკი ხომ არ გაგიქურდავსო, ვინმე ხომ არ მოგიწამლავსო და ა. შ და ა.შ. მაგრამ ვინ იცის იქნებ მომიკლავს კიდეც ან ყოველდღე ვკლავ ვინმეს, სამართებლით კი არა სიტყვით და ქცევით, იქნებ გამიქურდავს კიდეც მაგრამ ფული კი არა ნდობა და იმედი წამირთმებია, იქნებ მომიწამლავს კიდეც ვინმეს ცხოვრება ჩემი არსებობით მასში, ან ამ ყველაფერს აწი ვიზამ… რა ვიცი… Continue reading

თავისგამართლება

ადამიანი რომ სულ მარტოა ამაზე საუბარი აღარც ღირს მგონი მაგრამ ხანდახან ძალიან ძალიან გრძნობ ამ მარტოობას და ხანდახან ისე რა… რაოდენ ძლიერაც არ უნდა გვიყავრდეს ერთმანეთი ადამიანებს არ შეგვიძლია ერთმანეთის ტყავში შევძვრეთ და ვიგრძნოთ სხვისი ყველაფერი… ეს კი თავმოყვარე სუბიექტურობის ბრალია, იმის რომ ყველა ჩვენი თვალებიდან ჩვენებურად ვუყურებთ ერთმანეთს და გვგონია რომ ის რაც ჩვენთვისაა სწორი და მართებული სხვისთვისაც ის უნდა იყოს, ის რაც ჩვენთვისაა მთავარი სხვისთვისაც უმთავრესი უნდა იყოს… Continue reading

შეცნობის მსგავსი

ძალიან მინდა გავისიგრძეგანო რომ ყველაფერი რაც მსურს არაა ის რაც მჭირდება…მთელი იმ უსასრულო განცდებიდან რასაც განვიცდი-ხოლმე ინტუიციით ვხვდები რომ მხოლოდ ზოგიერთი “რაღაც” არის ის რაც ჭეშმარიტად მჭირდება იმისთვის რომ ვიცოცხლო და ვიყო ბედნიერი…

მე ვიცი ჩემი სუსტი წერტილი,ეს პრიორიტეტების არასწორად განაწილებაა, რაც თავის მხრივ იმის ბრალია რომ საკუთარი თავს არაჯეროვნად ვიცნობ და ასევე არაჯეროვნად ვცემ პატივს…მე ყველაფერი ერთად მინდა და საერთო ჯამში არც არაფერი გამომდის… Continue reading

ფორთოხლის არომატიანი პოსტი

დასვენების დღის მადლი ფორთოხლის არომატია ჩემს სახლში ❤ დედიკოს რეცეპტის გამოცდის სურვილს დაემატა ახალი ჟარუნების შეძენა და შედეგი არის ფანტასტიკური ❤
ვისაც ციტრუსოვანი გემოები და არომატები მოგწონთ ეს უბრალო და მარტივი ნამცხვარი უსათუოდ მოგეწონებათ ❤

IMG_20150119_121545 Continue reading