Monthly Archives: აგვისტო 2018

ბროწეულები

დამთვალიერებლები “ზოგჯერ იმდენად საინტერესო რამეებს ხედავენ, რაზეც მეც არ მიფიქრია მუშაობის დროს. რა თქმა უნდა, მხატვრობა თავისუფლებაა, როგორც მხატვრისთვის, ასევე დამთვალიერებლისთვის. მას ყველა საკუთარი გადმოსახედიდან აღიქვამს, ამიტომ სახელებსაც არ ვარქმევ ნახატებს, რომ ამით ჩარჩოში არ მოვაქციო დამთვალიერებელი და არ დაიწყოს იმის ფიქრი, თუ მე რას ვფიქრობდი. მან თავად უნდა დაარქვას სახელი ნახატს. ჩემი პერსონაჟები სხვადასხვა განცდებით არიან, მაგრამ სევდაშიც შეიძლება იმედი დაინახოს ადამიანმა, მაგრამ ამას მხატვარი ვერ უკარნახებს, ეს თავად უნდა იგრძნოს მნახველმა.” – ასე ფიქრობს ერთი არაჩვეულებრივი, ქუთაისელი მხატვარი ირმა კუხიანიძე. მისი ნახატები ფეისბუკზე ვნახე და მინდა თქვენც გაგიზიაროთ, იქნებდა არ იცოდეთ…

მე ჩემი ასოციაციები მაქვს მის ბევრ ნახატზე და ჩემებურად ვხედავ თითოეულს, აკი თავად გვეუბნება თქვენ გადმოხედეთ თქვენი არსებიდანო…

საინტერესოა, თქვენ რას დაარქმევთ?!

27332547_1502769333104910_971542845182644817_n

“ბროწეულები რომ დასკდებიან მე მაშინ გეტყვი როგორ მიყვარხარ, ნისლები როგორც მთას ეხვევიან – მე მოგეხვევი…დამათრობს ალბათ რძისფერი დილა, გავხდები როცა წვიმის პოეტი, ავახმაურებ შენახულ სიტყვებს, მოულოდნელად გეტყვი -მოვედი… როცა სიბნელე გიშრით მოცული, შევერცხლილ მთვარეს ხეზე დაჰკიდებს, როცა ნოემბრის ხმელი ფოთოლი, თავის ბებერ თავს ქარებს აჰკიდებს, როცა ღრუბელი აითქვიფება ცის კაბადონზე, როგორც ზეფირი, როცა წამოვა წვიმა ქალწული ჭექა-ქუხილით, ხმებით მეფურით, მე მაშინ მოვალ… მე მაშინ მოვალ, პირს რომ გახსნიან ბროწეულები, ახლა კი ვდუმვარ… ნუ მემდურები…”

32558642_1991756637524445_51466842216071168_n

“როგორც დედამიწა არ მოკვდება არასოდეს, ისე ერთხელ თავისუფალი არასოდეს დაუბრუნდება მონობას.” – ე. ჰემინგუეი

Continue reading

Advertisements