Monthly Archives: May 2015

Happy Birthday Anyway …

დილით 6 საათზე გამეღვიძა… მაგრამ ჯადოსნური აღარაფერი იყო… მოუთმენლობის და სიხარულის განცდებს არ გავუღვიძებივარ, უფრო სევდამ გამაღვიძა, სევდამ იმისა რომ აღარაფერი აღარ იყო ჯადოსნური…

არც საწოლიდან წამოვფრენილვარ და არც სამზარეულოში გავქცეულვარ ჩემი დაბადების დღის ყოველთვის სასწაულად ლამაზი და დიდი ტორტის სანახავად, ჩემი ტორტები რომელსაც დედა ქმნიდა სულ მარწყვისა და ალუბლების იყო, სულ ჩახატული და ისეთი გაჭრა რომ მენანებოდა მუდამ… არც მშობლებს მოულოციათ კოცნებით დილით, არც საჩუქრები დაუხვედრებიათ მაგიდაზე და არც მეზობლებს უმღერიათ სიმღერა… არც მამიდას დაუძახებია პირველი, მუდამ სასურველი საჩუქრების გადმოსაცემად…

Continue reading

ამბავი კარგ მამიკოებზე…

გვიანი შემოდგომაა…უეჭველად სუსხნარევი ფოთოლცვენაა დაწყებული… ზაფხული რომ იყოს დილით მამიკო სახლში არ იქნებოდა… თავის ყინულის სასახლეში ჯადოსნური და გემრიელი ნაყინების მომზადებით იქნებოდა დაკავებული… მე დილაობით ყოველთვის გავრბივარ და მის საწოლში ვნებივრობ… ჩემი ძმა ყოველთვის დედიკოსკენ მირბის… საწოლი დიდი არაა მაგრამ ძალიან რბილი, თბილი და ფუმფულაა… მე ისე მიყვარს იქ ხტუნაობა… არადა სხვა დროს ძალიან მშვიდი და წყნარი ვარ…

Continue reading

წინ, ზაფხულისაკენ…

აპრილის კვირტებ აფეთქებულმა თვემ ძალიან სწრაფად გაირბინა…  მაისი ჩემი თვეა, ჩემი დაბადების თვე, მართლია ჯერ კიდევ ვერ გავერკვიე ზუსტად რისთვის მოვედი ამქვეყნად და რა უნდა დარჩეს ჩემგან, მაგრამ რაღაც დარჩება ალბათ, სხვა თუ არავინ და არაფერი მაისის თვეშივე დაბადებული ჩემი სისხლი და ხორცი, სუნთქვა და იმედი, ჩემი გოგო დარჩება და გამიხსენებს… იმედია…

თუმცა რაიმეს დარჩენამდე და დატოვებამდე ვფიქრობ კიდევ დიდი გზაა, ზაფხული მოდის , ცხელი მაგრამ სიცოცხლით სავსე, მჩქეფარე და აღმოჩენებით სავსე ზაფხული… არა, ისეთი აღმოჩენების კი არა მარსზე სიცოცხლეს რომ ამტკიცებს ანდა კიბოს კურნავს, არამედ Continue reading