Tag Archives: world

იტალიური არდადეგები

საზღვრების გახსნამ ევროპაში და იაფფასიანმა ბილეთებმა მრავალ ადამიანს მისცა შესაძლებლობა ბებერ და ლამაზ ევროპაში ემოგზაურა, ჰოდა ახლა მეც ჩავდექი მათ რიგებში 🙂  სად თუ არა იტალიაში?! არც კი განმიხილავს სხვა ქვეყანა, სადაც პირველად წავიდოდი , ძალიან რთული წელისა და მრავალი ფქსიქოლოგიური სიძნელეებისგან დაღლილი მივეშურები შორს ყოველდღიური რუტინისაგან, თუნდაც რამოდენიმე დღით… ჩემი ბეჯითი მუშაობით გამომუშავებული დანაზოგით, თითოეული თეთრი რომლითაც ეს პატარა მოგზაურობა დავიფინანსე ჩემი შრომის შედეგია, ყოველთვიურად გადადებული თანხის წყალობით, ჩემი ნამდვილად ჩვეულებრივი ხელფასიდან, ვინმეს ილუზია რომ არ შეექმნას რომ მდიდარი ვარ 🙂 შეგიძლიათ “დამაძახოთ”, იქნება და ამიხდეს 🙂 დამიჯერეთ, თუ რამოდენიმე ნივთით ნაკლებს იყიდით, იქნება ეს ტენდენციური ტანსაცმელები, ძვირადღირებული აქსესუარები თუ ზოგადად ნივთები რომლებიც გაქვთ მაგრამ მაინც არ გყოფნით, ან უბრალოდ აქტიური “შოპაჰოლიკი” ხართ, გააკეთეთ ჩემსავით, დაისახეთ მიზანი! იმუშავეთ საკუთარ თავზე! შეადგინეთ დანაზოგის გეგმა! თუ მოინდომებთ აუცილებლად გამოგივათ 🙂 მოკლედ ჩემს საყვარელ ყულაბაში ოცნების ასახდენად ყოველთვიურად გარკვეულ თანხას ვდებდი, მიუხედევად ყოველთვიურად გადასახდელი ვალდებულებებისა, ახალ წელს აღებული პრემია, 8 მარტსა და დაბადების დღეზე ნაჩუქარი თანხებიც იქ მოთავსდა… მოკლედ ასე ნელ–ნელა მოვაგროვე და მე თუ მკითხავთ ორმაგად ტკბილია! ამდენი წლის შემდეგ საკუთარ თავს ვჩუქნი ამ 7 დღეს, მჯერა დაუვიწყარი იქნება! შარშანდელი ამერიკა შეუცვლელად ძლიერი, დაუვიწყარი, მოკიაფე მოგონებაა და ვერაფერი შეეცილება ჩემს გონებაში, მაგრამ მაინც! ასევე შარშანდელი პატარა გერმანული სოფლის გარემო ისე ნათლად მომყვება, მგონი ყველა შემოდგომაზე “ედელვაისი” გულს გამითბობს! მაგრამ იტალია… იტალია…  ჩემი ბავშვობის ოცნება! ადრე ვწერდი როგორ მინდოდა ამ ქვეყანაში წასვლა, იტალიური ბოჰემის, საუბრის, ძველი ქალაქების, უგემრიელესი კულინარიისა და კულტურის საკუთარი თვალებით ნახვა … აქაა ჩემი ძველი პოსტი 🙂 არ მჯერა რომ ახდება სულ მალე! იტალიაში გადაღებულ ფილმზეც გიამბეთ და ჩემს ბიჭთან ერთად იქ წასვლის მომენტის მოლოდინზეც… მართალია ამ ქალაქში უამრავი სანახავი ადგილია მაგრამ რაღაცით ხომ უნდა დავიწყო?!

ჩემი მარშრუტი ძალიან გადატვირთულია : მილანი, ვენეცია, ფლორენცია და რომი! 1 კვირა ძალიან ცოტაა ვიცი მაგრამ ვცდი! ისე კი აუცილებლად დავბრუნდები ალბათ ტოსკანის მხარის ვრცლად , ბურანოს, კაპრისა და  მანაროლას სანახავად! ვიზეარის ჩიტმა იფრინოს ოღონდაც და რაღაცას მეც შევძლებ 🙂

 

Advertisements

ერთხელ ამერიკაში – LA, HOLLYWOOD

ჩემი ტოლი გოგო-ბიჭებიდან ალბათ ბევრი უყურებდა ყოველგვარი ინტერნეტისა და ონლაინ სივრცის გარეშე ჯადსნურ ყუთში – ტელევიზორში გასულ ამერიკულ ფილმებსა და ანიმაციებს.

PicMonkey Collage.jpg22ლამაზ-ლამაზი ადგილები, ფართო ქუჩები, მდიდრული მანქანები, მწვანე გაზონიანი საყვარელი სახლები, გამოპრანჭული ადამიანები, ან პირიქით თრილერები და ფანტასტიკები საოცარი სპეცეფექტებით, ან კიდევ გულისამაჩუყებელი ისტორიები გაჭირვებულ ადამიანზე რომლებიც წარმატებას აღწევენ, ფილმები რომელსაც ვუყურებდით კიდევ ერთხელ გვახსენდა და გვანახებდა გეოგრაფიის გაკვეთილზე ნასწავლ დედამიწის მეორე მხარეს. ზოგს მოგვწონდა, ზოგსაც არა, ზოგს გვჯეროდა, ზოგსაც არა, მაშინ ამერიკაში წასვლა დაახლოებით მთვარეზე გაფრენას უდრიდა ჩვენნაირი ადამიანებისათვის, ჩვენს ქვეყანას შიოდა, სწყუროდა და სციოდა 90-იანი წლების გარიჟრაჟზე.

PicMonkey Collageბავშვობიდან განსაკუთრებით ორი ქვეყნის ამერიკისა და იტალიის ნახვაზე ვოცნებონდი. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ საკმაოდ წარმოუდგენლად მიმაჩნდა რომ ადვილად შევძლებდი ბიუროკრატოული უდაბნოს გავლას და ერთ დღეს ამერიკაში, პირდაპირ კალიფორნიაში, პირდაპირ ჩემი ბავშვობის საყვარელ ფილმებში ნანახ ლამაზ ქუჩებში აღმოვჩნდებოდი. ლოს ანჯელესში დიდების ხეივანზე გავივლიდი, ხუთქიმიანი ვარსკვლავების წინ ფოტოებს გადავიღებდი და საქვეყნოდ ცნობილი მსახიობებისა თუ მომღერლების სახელებს მოვძებნიდი… მართალია მთელი დღე რომ იარო 2000 ვარსკვლავის ნახვას ძნელად თუ მოახერხებ, მაგრამ ქუჩას რომ გახედავ ესეც გაბედნიერებს!

Continue reading

ერთხელ ამერიკაში – DOWN TOWN

20170902_055743სან დიეგო ლამაზი სახლებით დასახლებული ქალაქია, სიდიდით მერვე აშშ–ში, თუმცა როგორც ყველა დიდ ქალაქში ცათამბჯენებსა და მაღალ–მაღალ შენობებს ვერსად გაექცევი, ასეთ ადგილად კი დაუნ თაუნი ითვლება, რომელიც ბიზნეს ცენტრი, ტურისტული ზონა, კულტურული ცხოვრების ეპიცენტრი და სპორტული ცხოვრებით გამორჩეული ადგილი ერთდროულად არის,  დაუნთაუნის გასწვრივ  ნაპირზე იახტკლუბია და ასევე USS Midway Museum,  აქვეა მისი სიმბოლო– ქანდაკება მეზღვაურის კოცნა 🙂 უამრავი ტურისტი პირველ რიგში ამ ლამაზი ადგილისკენ მიემართება და სამახსოვრო სურათებს პირველ როგში მოსიყვარულე წყვილის ფონზე იღებს 🙂 პარკში პირდაპირ ბალახზე ისვენებენ და ოკეანის ტალღების ხმით ტკბებიან…

აქვეა ბალბოას ცნობილი პარკი და მსოფლიოში ყველაზე დიდი ზოოპარკი, გულწრფელად რომ გითხრად არასოდეს მიყვარდა ზოოპარკი, პირველად 10 წლის ვიყავი მამამ რომ წაგვიყვანა და ძალიან ცუდი განწყობით წამოვედი. როცა ზოოპარკზე ვფიქრობ ვ. კოტეტიშვილის სიტყვები მახსენდება “ვინ იცის იქნებ ცხოვრებისაგან გაბეზრებული ყვავები რარიგ შენატრან  დღემოკლე პეპლებს”, ნუთუ იქაური სპილო ან თუთიყუში შეედრება ჯუნგლებში მცხოვრებ მათსავე “მოძმეებს” რომლებიც ბუნებრივ გარემოში ცხოვრობენ და მიუხედავად ათასი დაბრკოლებისა, მაინც შესაბამისად არსებობენ! მოკლედ იქ წასვლის სურვილი არც კი გამჩენია! Continue reading

ერთხელ ამერიკაში – LA JOLLA

კალიფორნიაში ერთ–ერთი ყველაზე ძვირადღირებულ უბნად “LA JOLLA” ითვლება, 11 კმ. კეთილმოწყობილი სანაპიროს წყნარი ოკეანის გასწვრივ გამორჩეულად ზღვის ლომები და “La Jolla Cove” ხდის. მართლაც ულამაზესი უბანია, რომელიც არა მარტო ოკეანის მოყვარულთა ადგილი არის,  არამედ ასევე საუნივერსიტეტო უბნადაც ითვლება : University of California San Diego,  Salk InstituteScripps Institution of Oceanography,   Scripps Research Institute,  National University

გულწრფელად რომ გითხრათ ძალიან საყვარლები არიან ზღვის ლომები მაგრამ იმ კონკრეტულ ადგილზე სადაც ბინადრობენ საშინელი სუნია, თოლიების მკვდარი თევზებისა და თავად ლომების ალბათ, მიუხედავად ამისა უამრავი ტურისტი ირევა და ღიმილითა და მხიარულებით შესცქერიან ამ პატარა ზღვის ცხოველებს… Continue reading

ერთხელ ამერიკაში – CORONADO

20170827_013522კალიფორნიაში ერთ– ერთ ყველაზე პრესტიჟულ პატარა კუნძულად კორონადო ითვლება, სანდიეგოდან დაუნთაუნის გავლით სულ რაღაც 5 წუთში გადაივლით ოკეანის პატარა მონაკვეთზე გადებულ ხიდს, ან პატარა გემით 15 წუთში გაისეირნებთ ოკეანეში და მოხვდებით ულამაზეს კუნძულზე, ბრჭყვიალა ქვიშითა და ლამაზი მცენარეებით გამწვანებულ ადგილზე, აქ დასვენება ნადვილი ფუფუნებაა, პალმებით სავსე ქუჩებში მდიდრული მანქანები დაქრის, ყველგან ლამაზი სასტუმროები და სახლებია, აქ საცხოვრებლის შეძენა კოლოსალური თანხები ჯდება, თუმცა ნამდვილად ღირს! Continue reading

ერთხელ ამერიკაში – OLD TOWN

20170812_003432“Old Town” კალიფორნიის დაბადების ადგილად მიიჩნევა და ვინაიდან სან დიეგო პირდაპირ მექსიკის საზღვარზეა მექსიკური გავლენა “Old Town”-ში ძალიან დიდია.

აქ შეხვდებით სხვადასხვა მუზეუმს, მათ შორის შერიფისა და სიგარების, ეწვევით მექსიკურ კაფეებს, მოცეკვავე და მომღერალი ადამიანებით სავსეს, მოხვდებით ქუჩის კონცერტებზე, სუვენირების და ხელნაკეთი ნივთების ულამაზეს ბაზრობაზე, ეკლესიასა და თეატრში, ცენტრალურ პარკში პირდაპირ მდელოზე ჩამოჯდებით და სასიამოვნოდ მცხუნვარე მზით დატკბებით, ჰაერში კი მექსიკური და ამერიკული კულტურების შერწყმა იფრქვევა… ვისაც ფეხით სიარული არ გიყვართ უსაყვარლესი ძველებური ტრამვაით შეძლებთ გაისეირნოთ და დაათვალიეროთ ეს ძველი ქალაქი მხარე, ერთ–ერთი ყველაზე ტურისტებით სავსე ადგილი მთელი წლის მანძილზე!

 

Continue reading