Sweat, smile & repeat :)

ზაფხულია, ჭრელა-ჭრულა სარაფნების, მოკლე შორტებისა და თეთრი მაისურების სეზონი, ზღვა გვიხმობს და საცურაო კოსტუმების არჩევისას თვალები გვიჭრელდება 🙂 მაგრამ ამ ყველაფერს თავისებური ხიბლი ეკარგება როცა ფორმაში ვერ ვართ ხოლმე, ამიტომაც მინდა ის ვარჯიშები შემოგთავაზოთ რომელიც მე ძალიან მომწონს, მათ შესრულებას მცირე დრო სჭირდება და ძალიან ეფექტურია… თანაც აქ დადება იმიტომ მინდა, რომ მუდამ სხვა საიტებზე არ ვეძებო.

რადგან წონის კლებაზე და ამ პროცესისადმი ჩემს შეხედულებებზე უკვე მოგიყევით, ვფიქრობ ურიგო არც ამ ვარჯიშების გაზიარება იქნება… Continue reading

როგორ ვაჯობოთ საკუთარ თავს 2

ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე,  მინდა ის ძირითადი 20 ნაბიჯი გაგანდოთ, რომელთა გადადგმაც სასურველ მიზნამდე ლაღად და ნერვების დაუწყვეტლად მიგიყვანთ 🙂 თითოეული ძალიან მარტივი და უბრალოა,თუკი ნელ-ნელა ცხოვრების წესად აქცევთ და წონაში კლების პროცესს თავდაჯერებითა და პოზიტივით შეხედავთ, დარწმუნებული ვარ რომ ეს თქვენც გამოგივათ 🙂

აბა გადახედეთ და თქვენი აზრიც გამიზიარეთ… Continue reading

როგორ ვაჯობოთ საკუთარ თავს

რაც თავი მახსოვს ბავშვობაში სულ მაღალი, სუსტი და კაფანდარა გოგო ვიყავი, მამიდაჩემი მოფერებით “წრიპას” მეძახდა, მეგობრები “ყანჩას”, სიმაღლისა და ძალიან წვრილი ფეხების გამო, ჩემი სახლის ეზოდან კი დედაჩემის მუდამ განწირული ხმა ისმოდა : ჭამე, დაღეჭე, გადაყლაპე 🙂 და ასე გრძელდებოდა მანამ სანამ არ გავთხოვდი… მაშინ 17 წლის ვიყავი და 18 წლისას უკვე 2 დღის გოგო მყავდა, ჩემი გახარება და გაღიმება 🙂

ორსულობის პირველ თვეში 53 კგ ვიყავი, სამშობიაროში 72 კგ შევედი და იქედან 65 კგ გამოვედი… და დავრჩი ეს წონა წლების მანძილზე, მას შემდეგ რაც უნივერსიტეტი დავამთავრე და მუშაობა დავიწყე, დაიწყო ჩემი “მჯდომარე” ცხოვრებაც და წონამაც არ დააყოვნა, იმატა და იმატა… საშინელი დეპრესია დამეწყო, არ მომწონდა საკუთარი თავი, აღარ ვყიდულობდი ტანსაცმელს, არ ვიღებდი ფოტოებს, ნაცნობები მეკითხებოდნენ მეორე ბავშვს ხომ არ ელოდებიო, ეს სულ მაგიჟებდა, ვჭამდი და ვტიროდი, ვტიროდი და ვჭამდი… Continue reading