Kakheti Trip

ჩემი შვებულების ორი დაუვიწყარი დღე გავატარე კახეთში, პარასკევს ჩავედი თბილისში და საოცრად სასამოვნო საჩუქარი მოგვიწყვეს ჩვენმა მეგობრებმა, იმდენი დადებითი ემოცია დამებადა რომ არც კი ვიცი, შევძლებ თუ არა სიტყვებით გადმოცემას, ეს იყო ნამდვილი მეგობრული, სიყვარულით, მოგონებებითა და ჭიქა  ღვინის არომატით გაჯერებული საღამო სადაც სპონტანურად და ყოველგვარი მომზადების გარეშე დაიგეგმა მეორე დღს კახეთში წასვლა და რაც შეიძლებოდა ყველაფრის ნახვის მოსწრება 🙂 Continue reading

Advertisements

შვებულებიდან დაბრუნებულის მელანქოლია

იმდენი რამე მაქვს მოსაყოლი საიდან დავიწყო არ ვიცი… დავუბრუნდი ჩემს სამუშაო ადგილს დასვენებული, ბედნიერი და ცოტა სევდიანი… ჩემი ორკვირიანი შვებულებიდან  გამომყვა 3 დაუვიწყარი დღის შთაბეჭდილება და წუთები რომელსაც ვერასოდეს ვერ დავივიწყებ 🙂

რა კარგია რომ გყავს ადამიანი, რომელისგანაც გრძნობ რომ უყვარხარ, ძალიან უყვარხარ და ამ სიყვარულს მიზეზები არ სჭირდება, არც ახსნები, არც შელამაზებები, არც დაპირებები, ამ სიყვარულს მხოლოდ ის ასხივებს და ასეთი სიყვარულიც მხოლოდ მას შეუძლია მგონია… Continue reading

სალამი შემოდგომავ…

სალამი შემოდგომავ!

ნეტავ წელს რა მოგაქვს ჩემთვის ახალი და კარგი? რას მიმზადებ შენს წითელ–ყვითელ, ხან წვიმიან და ხანაც ქარიან დღებში საჩუქრად… სიხარულით უნდა ამავსო უფრო თუ სევდით?

დღეს დილით თვალი გავახილე და ვიგრძენი, ძალიან მძაფრად ვიგრძენი რომ თითქოს 8 წლის ვიყავი და შემოდგომის დილა იყო, მე კი ბებიკოსეულ სახლში ვიწექი და როგორც 8 წლის ბავშვი ისე ვიკუნტებოდი და ფეხს ვითრევდი, ადგომა არ მინდოდა… ვგრძნობდი ლანდები დადიოდნენ ჩემს ირგვლივ და ვგრძნობდი რომ ნამდვილი შემოდგომა იყო… Continue reading