Monthly Archives: June 2015

ვლოგერები

ძირითადად, ყველა ვმუშაობთ დილიდან საღამომდე, ზოგი სამსახურებში, რომლებიც განსხვავდებიან თვისობრივად და ყველას მისი ინტერესების მიხედვით აქვს ნაპოვნი, ან იმის მიხედვით რაც ეხერხება, ზოგი სახლში მუშაობს, ზოგიც სწავლობს, ვიღაც სკოლაში, ვიღაც კოლეჯში, ვიღაც უნივერსიტეტში… ესეც მისწრაფებებისა და შესაძლებლობების მიხედვით…თუმცა ჩვენ ძირითადად ყოველთვის ვპოულობთ დროს რომ ვუყუროთ ფილმებს, წავიკითხოთ წიგნები, მოვუსმინოთ ახალ ამბებს და ასე ვთქვათ წამიერად ამოვისუნთქოთ, მიუხედავად ჩვენი ერთი შეხედვით მოუცლელობისა… Continue reading

დილის განწყობა

ზაფხულის დილის განწყობა ყოველთვის სულ სხვაა, მით უფრო თუ მზიანი დილაა, ნათელი და თბილი… და კიდევ უფრო საოცარია თუ ამ დროს ზღვისპირა ქალაქში ცხოვრობ… მე ბათუმი არ მიყვარს, არც აქაური ვარ და არც არაფერი მაკავშირებს ამ ქალაქთან, უბრალოდ აქ ვცხოვრობ, ვამბობ რომ დროებით მაგრამ ამასობაში უკვე 3 წელი მიილია… მაგრამ ამ ქალაქისადმი ჩემი ინერტული დამოკიდებულება ხელს არაფრით არ მიშლის იმაში რომ მისი სილამაზე აღვიქვა, ზღვის მონაბერი ჰაერით დავტკბე და ხანდახან დილაობით ზღვისპირა ბილიკზე ვირბინო, თან ვივარჯიშო და თან ვიფიქრო ამ ქალაქივით ლამაზ მომავალზე… თუმცა ზუსტად ვიცი რომ აქედან გადაბარგების შემდეგ აქაურობაც მომენატრება და ზღვისპირიც… მაგრამ მანამდე ვფიქრობ კიდევ ბევრი დროა… Continue reading

ცხოვრება, როგორც ალუბლის ნამცხვარი

12347410ივნისი მხოლოდ იმიტომ შეიძლება მიყვარდეს რომ ამ დროს ულამაზესი კვირტები და ყვავილები უკვე ბორდოსფერი, პრანჭია ალუბლები არიან 🙂

ბავშვობიდან მიყვარს ალუბალი, მახსოვს ბებომ სტუმრად წამიყვანა ბავშვობაში და დილით უცხო სახლში რომ გავიღვიძე უცნაურად ვიგრძენი თავი, ჯერ კიდევ ყველას ეძინა, ადრიანი დილა იყო… ფეხაკრებით ჩავიპარე ეზოში, სადაც პატარა მაგრამ ულამაზესი ალუბლის ხე იყო… ვიჯექი მარტო  უცხო ეზოში და ალუბლის მჟავე კაკლებს ხარბად ვჭამდი… Continue reading

არასაბავშვო ძილისპირული ფიქრები

კვირა საღამოა… როგორც ყოველთვის მარტოობის, სიჩუმის, სიწყნარის საღამო… ისე მივეჩვიე ასეთ მარტოობას რომ ხანდახან მეშინია, რომ ვერ გადავეჩვიო?! ზოგჯერ სიჩუმეს სიმშვიდე მოაქვს, სიმშვიდეს სიწყნარე, მაგრამ ხანდახან ეს სიჩუმე ძალიან გვაშინებს ხოლმე.. შიში კი თავის მხრივ უამრავ ემოციებს აღძრავს ჩვენში, იმ ემოციებს, მთელი ძალებით რომ ყველაზე ბნელ კუთხეში ვმალავთ…

ზოგჯერ ძალიან ლამაზად ღამდება და დილაც ლამაზად თენდება, ცაზე ვეებერთელა ყვითელი მზე ამოცურდება და გული თავისთავად ღიღინებს ბავშვობაში ნასწავლ მისალმებას, “მზეო მზეო ცხრათვალა, ვის უცინი ვისა?”… და ისიც მზის სხივებით გპასუხობს “შენ გიცინი პატარავ, დილა მშვიდობისა!”

მაგრამ… Continue reading

Sweat, smile & repeat :)

ზაფხულია, ჭრელა-ჭრულა სარაფნების, მოკლე შორტებისა და თეთრი მაისურების სეზონი, ზღვა გვიხმობს და საცურაო კოსტუმების არჩევისას თვალები გვიჭრელდება 🙂 მაგრამ ამ ყველაფერს თავისებური ხიბლი ეკარგება როცა ფორმაში ვერ ვართ ხოლმე, ამიტომაც მინდა ის ვარჯიშები შემოგთავაზოთ რომელიც მე ძალიან მომწონს, მათ შესრულებას მცირე დრო სჭირდება და ძალიან ეფექტურია… თანაც აქ დადება იმიტომ მინდა, რომ მუდამ სხვა საიტებზე არ ვეძებო.

რადგან წონის კლებაზე და ამ პროცესისადმი ჩემს შეხედულებებზე უკვე მოგიყევით, ვფიქრობ ურიგო არც ამ ვარჯიშების გაზიარება იქნება… Continue reading

როგორ ვაჯობოთ საკუთარ თავს 2

ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე,  მინდა ის ძირითადი 20 ნაბიჯი გაგანდოთ, რომელთა გადადგმაც სასურველ მიზნამდე ლაღად და ნერვების დაუწყვეტლად მიგიყვანთ 🙂 თითოეული ძალიან მარტივი და უბრალოა,თუკი ნელ-ნელა ცხოვრების წესად აქცევთ და წონაში კლების პროცესს თავდაჯერებითა და პოზიტივით შეხედავთ, დარწმუნებული ვარ რომ ეს თქვენც გამოგივათ 🙂

აბა გადახედეთ და თქვენი აზრიც გამიზიარეთ… Continue reading