უბრალოდ დაიკიდე…

IMG_20160315_103919როცა გადაღლილი ხარ, თან არ იცი რამ შეიძლება გიშველოს და მოგიხსნას ოდნავ მაინც ეს დაღლილობა, თან თუკი ოდნავ მაინც გიყვარს კითხვა, ღიმილი და იუმორი მაშინ აიღე და უბრალოდ წაიკითხე ვუდჰაუსის “დაიკიდე ჯივზ!”. ასეთ განწყობაზე გადავშალე დილის 7 საათზე ეს წიგნი, წინა საღამოს მეგობარმა დამიდო საწოლთან, აი გიშველის დამიჯერეო… ასეთი კარგი მეგობარი რომ გყავს და წამლების მაგივრად წიგნებით გამშვიდებს ეს ცალკე ტკბილი ამბავია… ჰოდა მეგობრებო კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ  ყველაზე კარგი თერაპია ყოფილა წიგნი, განსაკუთრებით  ასეთი სასიამოვნო, დახვეწილი, ინგლისური იუმორის კითხვა… არისტოკრატ ბერტი ვუსტერისა და გონება და ენამახვილ კამერდინერ ჯივზის დიალოგები ნამდვილად არ მოგაწყენთ, გამოუალი სახალისო სიტუაციებიდან თავდაღწევის გზების პოვნაs, ინგლისური მოდისა თუ ტრადიციების შესახებ კამათს ყოველთვის მხიარული ელფერი დაკრავს…  Continue reading

სინდისი, როგორც დარაჯი…

რამოდენიმე წლის წინ ვწერდი თუ როგორ შემიყვარდა ატიკუს ფინჩი თავის საყვარელ ორ ბავშვთან ერთად, მისი სამართლიანი გული და შეხედულებები და ა.შ და ა.შ…  სულ ახლახანს დავხურე “ნუ მოკლავ ჯაფარაზე” ადრე დაწერილი მაგრამ სიუჟეტის მიხედვით ამ წიგნის გაგრძელება “მიდი, დააყენე დარაჯი”.  

13407702_1052537704822383_2059944549_n (1)მთელი იმედებით ველოდი  ერთი წიგნით საქვეყნოდ ცნობილი ქალის მოთხრობილ მეორე ამბავს.  ეს წიგნი არის ის რისი თქმაც ნამდვილად სურდა ჰარპერ ლის, ის რაც სარკეში გვახედებს და გვახვედრებს რომ არ არსებობს იდეალური სამყარო  უნაკლო ადამიანებით… მაგრამ ეს წიგნი არ იყო ის რისი წაკითხვაც მე მსურდა სამაგალითო და სათაყვანებელ ატიკუს ფინჩზე, რომელიც დაბერდა და ყველაზე კეთილ და ანც “ჭყიტაზე” რომელიც გაიზარდა და ახლა სულ სხვანაირი თანამედროვე დამოუკიდებელი ქალი ჯინ ლუიზია…  ჰო, ეს გმირები ისეთები აღარ არიან, მაგრამ მე მაინც არ შემიძლია მათი გადაყვარება, თუნდაც იმიტომ რომ თუ ისინი “ნუ მოკლავ ჯაფარაში” ზღაპრის გმირებს გვანან, აქ ნამდვილად რეალური პიროვნებები არიან თავიანთი ბნელი და ნათელი მხარეებით… ისინი გაიზარდნენ და მეც გავიზარდე, იმდენად მაინც რომ შევძლო და არასასურველ რეალობას თვალი გავუსწორო,  რაოდენ მტკივნეულიც არ უნდა იყოს ეს… Continue reading

საოცრება ბიჭის ამბავი

13389303_1050773364998817_1517282637_oროცა სამსახურში წინა მაგიდიდან დაბადების დღის საჩუქრად ლურჯყდიანი და უცხო პორტრეტიანი წიგნი გადმომაწოდა ანამ, ძალიან გამიხარდა, ჯერ ერთი იმიტომ რომ ვთვლი არსებობს საჩუქრების ორი სახეობა : სიყვარული და წიგნი 🙂 სხვა დანარჩენი ნივთებია, რომლებიც ზოგჯერ მოგვწონს ზოგჯერ არა და ისე უბრალოდ ვამბობთ ხოლმე “ნაჩუქარ ცხენს კბილი არ მოესინჯებაო”… მაგრამ როგორც ზემოთ ავღნიშნე წიგნი საუკეთესო საჩუქარია ჩემთვის, არა იმიტომ დიდი ლიტერატორი ვარ და საოცარი ბიბლიოთეკა მაქვს, უბრალოდ მე მიყვარს კითხვა და ეს სიამოვნებას მანიჭებს, მრავალნაირად ვუყურებ ყველაფერს და რაღაც ახალს ვსწავლობ ყოველი წიგნის დახურვის შემდეგ… საერთოდაც იძულებით წაკითხული არაფერი ვარგა, ისევე როგორც იძულებით გაკეთებულ საქმეებს არ უვარგა შედეგი… 


მოკლედ ასე დავიწყე კითხვა რ.ჯ. პალაციოს მიერ მოთხრობილი დეფორმირებულ სახიანი ავგუსტ პულმანის გრძნობების, ტკივილებისა და სიხარულების შესახებ, ეს ბიჭი ნამდვილად საოცრებაა, ჯერ ეს ერთი იმიტომ რომ 4 მილიონში ერთი იბადება თურმე ასეთი და ცხოვრების ლატარეამ როგორც პალაციო წერს მას არც თუ მომგებიანი ბილეთი ამოუგდო, მაგრამ ხომ გაგიგიათ ყველაფერს ორი მხარე აქვს, ამ ბილეთის მეორე მხარეს კი განსაკუთრებული მზრუნველობა, კეთილი ოჯახი, ყურადღებიანი დაიკო და ერთგული ძაღლი დეიზი აღმოჩნდა…
Continue reading