weekend :)

შაბათ-კვირა მჯერა  ყველასათვის  საყვარელი კვირის დღეებია ბავშვობიდანვე, ჯერ იყო და სკოლის რუტინულ ყოფას გვიხალისებდა, მერე უნივერსიტეტის, ახლა სამსახურის ორომტრიალს გავურბივართ და მომავალშიც რაღაც სხვა მიზეზები გამოჩნდება ალბათ… ნუ მართალია დღევანდელმა ცხოვრებამ ისე მოიტანა რომ ძირითადად ყველანი  კვირის 7 დღიდან 6 დღე ვმუშაობთ, მაგრამ მაინც საამურია შაბათიც და ნუ კვირა ხომ არის და არის…

მშვენიერი დასვენება გამომივიდა, დამღლელიც, მარტო ფიზიკურად კი არა ემოციურადაც მაგრამ მართლაც მშვენიერი იყო… აი ფილმებიდან არ გახსენდებათ ის მხიარული სცენები ოჯახით რომ შორ გზას მიუყვებიან? ჰოდა ყველაფერი ასე დაიწყო… გავუყევით ძალიან ბედნიერები შორ გზას, მიზეზი ჩემი პატარა ჭინკა გოგოს პირველი წარმატება იყო… ჩავიდა პირველკლასელი ანა-ბანა თბილისში, მიიღო კუთვნილი სიგელ-დიპლომები, დედიკო და მამიკო გაახარა და წამოვიდა უკან ისევ ისეთი მხიარული და ბედნიერი… Continue reading

Advertisements

აღდგომა იმერეთში…

ქრისტე აღსდგა მეგობრებო! ყველას გილოცავთ და რა უნდა გისურვოთ აბა გარდა სიყვარულისა…

ახლა უნდა მოგიყვეთ როგორ გავატარე წლევანდელი აღდგომა, უფრო სწორად უნდა გაჩვენოთ…ეს სილამაზე ჩემი ესთეტი  დედიკოს ნახელავია, ისეთი ლამაზი იყო მისი სააღდგომო სუფრა, კალათში ჩაწყობილი წითელი კვერცხები, ანგელოზის პაწაწინა ქანდაკებები, ჟელეს წითელი ტორტუნა და საერთოდ ყველაფერი რომ მომინდა თქვენთვსაც გამეზიარებინა 🙂 Continue reading

ჩემებური იტალია

მე რომ შემეძლოს ახალა გავაქრობდი საზღვრებს და  გავიჭრებოდი ჩემი ბავშვობის საოცნებო იტალიაში,გეოგრაფიის გაკვეთილიდან პირდაპირ იტალიის ქუჩებში რომ ამოვყოფდი ხოლმე თავს, ის დრო დიდი ხანია ჩამოვიტოვე, მაგრამ ოცნება ვერა და ვერ დავტოვე 🙂

რა იყო მაშინ ჩემთვის იტალია ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ დაახლოებით ასე შემიძლია განვსაზღვრო, წარმომედგინა ჩექმის ფორმის მიწის ნაგლეჯზე მცხოვრები ჩემი ტოლი გოგო-ბიჭები რენე რეჯანის “მზის მატარებლიდან” აგატას მსგავსი დახატული, გაბედული და იმედიანი გოგონები და “ხუთი ბავშვი და ერთი ძაღლიდან” გადმოსული ცელქი ბიჭები, “ჩიპოლინოს” ზღაპრის წამკითხველი მშობლების გარეშე დარჩენილები მაგრამ აი ისეთები გაჭირვებას რომ არ უშინდებიან და ცხოვრება ყველაფრის მიუხედავად რომ უხარიათ, წარმომედგინა ესპანეთის მოედნის ლამაზი კიბეები რომში და კოლიზეუმის ამაყი კედლები, ამდენი ამბისა და თავგადასავლის გადამტანი… წარმომედგინა ვენეცია, წყალში ჩაძირული ფერადი სახლებით, ბებერი მაგრამ ურყევი ხიდებით და გონდოლებით, გონდოლებზე კი მშობლიურ “მომღერალ” ენაზე მეტყველი  იტალიელი მენავეებით… წარმომედგინა მოედნებზე მტრედებით და ქუჩის ბოლოს პატრა კაფეებით, პიცის სურნელით გაჟღენთილი ჰაერითა და რესტორნის უკან სპაგეტის მჭამელი შეყვარებული ლეკვებით (გეცნოთ ალბათ კადრი ყველასათვის საყვარელი მულტფილმიდან “ლედი და მაწანწალა”) და  რა ვიცი კიდევ ბევრი რამ წარმომედგინა… Continue reading