შემწვარი მწვანე პომიდვრები

იმ ფილმზე უნდა მოგიყვეთ, რომელიც ამერიკელი მწერლის ფენი ფლეგის წიგნის მიხედვით გადაიღეს და ეჭვი არ მეპარება რომ წიგნი “შემწვარი მწვანე პომიდვრები” კიდევ უფრო კარგი იქნება ვიდრე ფილმი, მიუხედავად იმისა რომ მშვენიერი 120 წუთი გავატარე ერთ ჩვეულებრივ საღამოს, როგორც ამბობენ ფილმის სიუჟეტში მცირეოდენი ცვლილებები შეუტანიათ თუმცა რაა შეცვლილი ამას წაკითხვის შემდეგ ვნახავთ, იმედია ქართულადაც თარგმნიან ერთ დღეს…

მანამდე კი რას აღარ ნახავთ ამ ფილმში, ფემინისტური შეხედულებების სიმრავლეს, მეგობრობის კიდევ ერთ  მაგალითს, ძლიერ სიყვარულს, ცრემლებს  გასაჭირსა და ლხინში, ძალადობის მარწუხებს, კაცობრიობის ერთ–ერთ სამარცხვინო ლაქას – რასიზმს, ოჯახური კრიზისების დაძლევის გამუდმებულ მცდელობებს, უყურადღებობისაგან სასოწარკვეთfried-green-tomatoes-at-the-whistle-stop-cafeას, ზედმეტი კილოგრამებით გამოწვეულ ბრაზს, სიბერეს თეთრი ჭაღარა თმებით, უიმედობას რომელსაც ისევ იმედი ენაცვლება, სამზარეულოდან გამოყოლილ გემრიელ არომატებს, პატარა კაფეს ფანჯარასთან მიდგმული მაგიდებით, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს, გულწრფელ ღიმილს, საიდუმლოს შენახვის წმინდა რიტუალს… ეს ყველაფერი ერთადაა მოქცეული საავადმყოფოში მყოფი მოხუცი ნინის მოყოლილ ისტორიაში, რომელსაც ეველინს უზიარებს… Continue reading

სახე

სარკეში საკუთარი თავისათვის დარწმუნებული ვარ ერთხელ მაინც გაგიღიმიათ, მეც ვუღიმი ხოლმე და გულს მიკლავს ხანდახან სიყალბე რომ შეერევა… საკუთარ თავს განა ლაღად და ხალისით არ უნდა უღიმოდე სულ?! ეს ხომ შენი სახეა, მის შიგნით ცხოვრობ, სუნთქავ დადიხარ, ფიქრობ, ამ სახით გიცნობენ ადამიანები, ზოგს უყვარხარ, ზოგსაც სძულხარ და თუ არ სძულხარ, არც უყვარხარ… ამ სახემ იცის შენი ყველა სისუსტე და შეცდომა, ამ სახემ შენი ყველა ნამდვილი ღიმილის მიზეზიც იცის, ამ სახეს სიტყვაუხვობის მოზღვავებისთვისაც ისევე გაუძლია როგორც მუნჯი და უტყვი წუთებისთვის… სახეს თვალები კიდევ უფრო სასწაულ სიმკვეთრეს აძლევენ… იმ სახის თვალები რომელიც მე მერგო მუყი ყავისფერია, პატარა ღრმად ჩამჯდარი, ცრემლები უყვარს ძალიან და ყველაფერზე შეუძლია იტიროს… სახელიც შესაბამისი შეარქვეს ამ სახეს, მის თვალებს…  – “ცრემლა”… როგორც წესი არ უყვართ–ხოლმე ადამიანებს ზედმეტსახელები, მე კი თუ არ მიყვარს, არც მაღიზიანებს… მართლა ცრემლა ვარ და იმიტომ… შემიძლია სარკეში ჩემ თავთან უფრო ხშირად და გულწრფელად ვიტირო, ვიდრე ვიღიმო… ამ დროს შეიძლება არც სატირალი და არც საღიმარი ხდებოდეს ჩემს თავს რამე… მაგრამ მე ხომ “ცრემლა” ვარ?! ამით ყველაფერი ნათქვამია…

„ზოგჯერ სიმშვიდისთვის ერთი ადამიანიც საკმარისია და ის ადამიანი თქვენ ხართ“ – /ბაირონ ქეითი/

,,ხშირად ხდება, რომ გენატრება, განა ვიღაცა, შენივე თავი, წლების წინანდელი.”

/ნიზარ კაბანი/

Continue reading