ლეგენდები “ტყეების მეფე”

ყველა ქართველმა იცის ვინ იყო დავით მეფე აღმაშენებელი, როგორ ააშენა და დაამშვენა ჩვენი საქართველო, გადაჭიმა ნიკოფსიიდან დარუბანდამდე და სიცოცხლის ბოლოს” გალობანი სინანულისანი” დაგვიწერა და დაგვიბარა “ფეხი დამადგით გულზე ყოველმანო”… მაგრამ როცა ხელში ჩამივარდა დათო ტურაშვილის “ტყეების მეფე” ანუ ლეგენდები დავით აღმაშენებელზე მე სულ სხვანაირი დავითი გავიცანი, მასთან ერთად ვითამაშე, ვიცელქე, ვიმეფე, ვიბრძოლე, მიყვარდა და მტკიოდა… Continue reading

Advertisements

გემრიელი ბლინები.

დასვენების დღის ტკბილი დასასრული მარტივი  და გემრიელი ბლინები იყო…. რა თქმა უნდა ჩაისთან და მეგობრებთან ერთად…  დიდებული შემოდგომის ცივი საღამო ნამდვილად შესანიშნავად გავატარე…

P.S. ჰო რეცეპტიც, ისე მაინც, თუ ვინმეს მოგინდათ…

  • მაწონი  – 500 მლ
  • შაქარი  – 100 გრ
  • კარაქი  – 40 გრ
  • ფქვილი  – 150-160 გრ
  • ვანილი  – გემოვნებით
  • მარილი  – გემოვნებით
  • წყალი  – 500 მლ, უცილებლად მდუღარე
  • კვერცხი  – 3 ცალი
  • სოდა  – 1/2 ჩ.კ

უნდა იყოს თხელი ცომი… დავაპიწკინოთ გახურებულ ტაფაზე და სულ ესაა… გემრიელად მიირთვით!!!

PicMonkey Collage

წერილი საყვარელ მეგობარს…

პირველი წერილი საყვარელ მეგობარს უნდა მივწერო ჩემი წერილების “კალათიდან”…ზუსტად ვიცოდი რომ შენ მოგწერდი, 2 დღეა მინდა დავიწყო წერა და ვერ დავიწყე, მაგრამ გუშინ შენი წერილი მომივიდა, ღამით წავიკითხე და მას შემდეგ გვერდით მყავხარ თითქოს…მწერ რომ ჩემთვის სულ გამოძებნი დროს რომ მითხრა როგორ გიყვარვარ და სულ გექნება ადგილი შენს გულში, მერე კოცნას მიგზავნი და გეფერებიო მწერ… მე კი ამ დროს შენი კულულა თმების სინაზეს და სურნელს ვგრძნობ…ზუსტად იგივე სიტყვების მოწერას ვაპირებდი როცა ამ წერილების წერაზე დავიწყე ფიქრი… გულმა გიგრძნო და დამასწარი ალბათ…. Continue reading

30 დღე – 30 წერილი

 20 დღე – 20 წერილი

დღე 01 – წერილი საუკეთესო მეგობარს …

დღე 02 – წერილი მას, ვინც გამაბრაზა…

დღე 03 – წერილი მშობლებს

დღე 04 – წერილი ძმას

დღე 05 – წერილი ბავშვურ ოცნებას

დღე 06 – წერილი უცნობ ქალს

დღე 07 – წერილი მათ ვინც არასოდეს არ ნებდება

დღე 08 – წერილი იმას ვისაც ძალიან მინდა,რომ შევხვდე

დღე 09– წერილი ადამიანს,რომელსაც საკმარისად ვერ ველაპარაკები

დღე 10 – წერილი ადამიანს,რომელიც გარდაცვლილია

დღე 11 – წერილი ადამიანს,რომელმაც მინდა,რომ მაპატიოს

დღე 12 – წერილი ადამიანს,რომელიც ყველაზე მეტად მენატრება

loveletters

დღე 13 – წერილი ადამიანს,რომელიც საქართველოში არ არის

დღე 14 – წერილი ჩემს ბავშვობას…

დღე 15 – წერილი ადამიანს,რომელიც მინდა რომ ვიყო

დღე 16 – წერილი იმათ,ვინც პირველივე გაცნობაზე მსჯის

დღე 17– წერილი ადამიანს,რომელთანაც ყველაზე კარგი მოგონებები მაკავშირებს

დღე 18 – წერილი ადამიანს.რომელსაც ცხოვრებაში რთული პერიოდი აქვს

დღე 19 – წერილი ადამიანს,რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა

დღე 20 – წერილი ჩემს ანარეკლს,სარკეში

ჩემი შემოდგომა…

შემოდგომის დღეებმა სრულიად დამიმონა… წვიმიანმა ამინდებმა მზე მომანატრა და შეწყვეტილი ვარჯიში, მიზანი დასახული მაქვს მაგრამ როგორც ყოველთვის ამ მიზნისკენ მიმავალ გზას ბევრჯერ ავცდი (ავცდები)… ადამიანს უნდა ჰქონდეს ნებისყოფა!!! ეს ჭეშმარიტებაა, მაგრამ როგორ უნდა შეინარჩუნო მუდმივად ნებისყოფა და როგორ არ უნდა დაკარგიო მოტივაცია???  აი ეს რთული ამბავია…

240425-130RPQ11363

ოცნებებში ვცხოვრობ… საერთოდაც როცა შემოდგომა დგება ჩემს არსებას ოცნებები სტუმრობენ და გაზაფხულის მზის ამოსვლამდე არ მტოვებენ…  დიდი დროა მანამდე მაგრამ ეს დრო შარშანაც გავძელი, შარშანწინაც, იმისწინაც და რავიცი იმედია ახლაც გავძლებ… Continue reading