ჯიუტ და მეოცნებე პატარა ქალბატონებზე…

222ქალაქში წვიმს….  სულშიც წვიმს… ჩაის სითბო და სურნელი მოგონებებს მიღვიძებს… “პატარა ქალბატონებს” ვუყურებ… ახლა ისე ჩემია ეს ფილმი, მარტო ჩემი…. ძველია მაგრამ ისეთი,  რაც უფრო ძველდება მით უფრო რომ ფასდება… ფილმი წიგნს მახსენებს, ეს წიგნი სხვა წიგნს მახსენებს და საერთოდ ეს ყველაფერი ჩემს ბავშვობას მახსენებს…ჩემს სახლს და ჩემებს…. მეც უცებ პატარა ქალბატონი ვხდები…  ცოცხალი თავით ვერ დამაჯერებთ   ლუიზა ოლკოტის “პატარა ქალბატონებს” არ გავცნობივართო, ვინ არიანო და როგორები არიანო არ მითხრათ…. არ გამაგონოთ… და თუ მაინც … მაინც არ გაგიგათ მათ შესახებ რამე მაშინ ძალიან ბევრი დაგიკარგავთ ჩემო კარგებო…. ფილმი მაინც არ გინახავთ? ვარსკვლავთცვენაააა… ვარსკვლავივით წიგნის ვარსკვლავური ეკრანიზაცია… მართალია ქართულას წიგნი სრულად ნათარგმნი არაა მაგრამ, კარგად თუ დაძებნით წიგნის მაღააზიის თაროებზე ყველაზე ლამაზი მომენტები მთელი წიგნის მაინც შემოგეკითხებათ მშობლიურ ენაზე…. ისე ძალიან უხდება შობას და საერთოდ თოვლს…. უსასრულოდ გაგათბობს… Continue reading

Advertisements

წითელი კვერცხი, სურნელოვანი პასკა და გულში ნათქვამი “მომენატრე”

ისეთი არაფერი მინდა დავწერო წასაკითხად რომ ღირდეს მგონი მაგრამ მაინც უნდა დავწერო…ძალიან სევდიანი ვარ დღეს….წითელი პარასკევია, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ვეგებებით…ვიზეიმებთ და მერე იმ ადამიანებსაც მოვინახულებთ, სიკვდილს რომ გაგვიადვილებენ… რა მნიშვნელობა აქვს ვის რამდენი გარდაცვლილი ჰყავს, მთავარია რომ ახსოვს მივა წითელ კვერცხს გადაუგორებს საფლავზე და ეტყვის გულში – “მომენატრე, ქრისტე აღსდგა”… მერე პასკის ერთ პატარა მადლიან ნაჭერსაც აიღებს და მის მაგივრად დააგემოვნებს…ბევრს იღიმიან ადამიანები ამ დღეს, ერთმანეთს ეფერებიან და მხიარულობენ მაგრამ ასე მგონია ამაზე სევდიანი მხიარულება ამ ქვეყნად არ არსებობს… აღდგომას რომ ახსენებენ სულ მახსენდება ერთი ლექსიდან სტრიქონები…

“მაინც როგორი ტკბილ–მწარეა წაბლის თაფლივით–

 განცდა – ამ წელსაც ადგილზეა ყველა საფლავი”

/დიანა ანფიმიადი/

ადგილზეა და გელოდებიან…. და მეცოდება ის საფლავები რომ ელოდებიან და არავინ მიდის… ის ხალხიც მეცოდება რომლებსაც მისვლა უნდათ და არ იციან სად მოეფერონ თავიანთ ტკივილს…

534931_349542481760223_2111625918_n Continue reading