ბაბუა

მე ბაბუა მყავდა… ბაბუა ვის არ ჰყოლიაო გაიფიქრებთ, მაგრამ… იცით როგორი იყო? აი ერთი სიტყვით კი არა, მრავალი სიტყვითაც რომ ვერ აღწერ და ამოწურავ მის სახეს ისეთი… კეთილი იყო და მშრომელი, დილაადრიან ყველაზე ადრე დგებოდა ხოლმე, ძილის წინ საწოლის თავთან ლამაზად გადაკიდებულ ტანსაცმელს  ჩაიცმევდა, თითო-ოროლად შემორჩენილ ჭაღარა თმას გადაივარცხნიდა შემელოტებულ ქათქათა თავზე და სხვებისთვის ზრუნვას დაიწყებდა, ლამპას აანთებდა, მაშინ უშუქობის ხანა იდგა, ზამთრის ცივ დილებში ცეცხლს გააჩაღებდა, ჩაის დაადგამდა და ეზოში მოკრეფილ ლიმონს ლამბაქზე დააწყობდა… მერე ნელ-ნელა ყველა ვიღვიძებდით…

Continue reading

Advertisements

დედები და შვილები

“Мамины глаза все на свете понимают”

მე არ ვიცოდი რა იყო დედობა… არც შვილობა მცოდნია თურმე, ისე უსასრულო და რთული რამ ყოფილა, მიკვირს როგორ შეიძლება გულმა გაუძლოს ამდენს… ამდენ სიხარულს, შვილის პირველ გაღიმებას, პირველ ნაბიჯებს, პირველ ტიკტიკა, დათაფლულ სიტყვებს, პირველ გაკვეთილს, პირველ ფრიადს, პირველ სიყვარულს… მიკვირს როგორ შეიძლება გულმა გაუძლოს ამდენ დარდს, პირველ უძინარ ღამეს, პირველ ტკივილს,  შეციებას და პირველ სურდოს, პირველ სიცხეს, პირველ წაქცევას, პირველ ნატკენ მუხლს, პირველ კიჭებს და მერე პირველ მონაცვალ კბილებს… პირველ გულისტკივილს და პირველ ცრემლებს შვილის თვალებში… მიკვირს როგორ უძლებენ დედები იმ წუთს, როცა შეგრძნობებ რომ შვილები გაიზარდნენ, როცა ჰგონიათ რომ დედა აღარ სჭირდებათ, როცა სურთ თავის გზას  დაადგნენ… Continue reading

თითქმის იდეალური სიტკბოება

ძველ ფოტოებს ვათვალიერებდი და ისეთი მადის აღმძვრელი ტკბილეულის ფოტოები შემხვდა თქვენთვის რომ არ გამიზიარებია… ჰოდა ვზივარ ახლა სამსახურში და ვუყურებ ამ მტანჯველ ფოტოებს 🙂

ეს შვრიის პეჩენიები ნატეხი შოკოლადით ზამთრის ერთ სუსხიან საღამოს გამოვაცხვე, მე დიდად არ მომეწონა, გემრიელი კი იყო, მაგრამ  ფუმფულა გამოვიდა ანუ ფხვიერი არ იყო, მე კი ხრაშუნა ყოფილიყო მინდოდა…

DSC_0457

მიყვარს ნამცხვარი “იდეალი”, მოხარშული რძის არომატი სულ ჩემს პატარაობას მახსენებს, ალბათ გახსოვთ ადრე პატარა ნამცხვრები იყო, გირჩებს ეძახდნენ,  შუაგულში სულ მოხარშული რძე იყო, უგემრიელესი ფაფუკი და საყვარელი, აი იმას მაგონებს სულ იდეალის გემო… Continue reading

ელვარე და ლომფერი…

ფერიცვალება რომ ახლოვდება, მართლაც ფერი ეცვლება ყველაფერს… დილით ქუჩაში ქარი აფრიალებდა რამოდენიმე გაყვითლებულ ფოთოლს და წარმოვიდგინე მალე რამდენი ფოთოლი გაყვითლდება, საერთოდ ყველაფერი როგორ გაოქროსფერდება, გალაქტიონისა არ იყოს,  “ელვარე და ლომფერი” შემოდგომა დადგება,  არ მეგულება წელიწადის ამ ბარაქიანი დროის ამაზე უკეთესი დახასიათება…

rainy_day_wallpapers_2637932160

ჩემთვის, ყველაზე მძაფრი და სასიამოვნო იყო ყოველთვის იმის ყურება როგორ ეფერებიან მთელი წლის ნალოდინებ მოსავალს ადამიანები სოფლად… Continue reading

საკუთარი ოთახი

მეგობარს ვუყვებოდი გუშინ, თუ როგორი ოთახი მქონდა ბავშვობაში… ოთახი რომელსაც ჩემს ძმასთან ვიყოფდი… დიდი არა, მაგრამ გრძელი და მყუდრო იყო, ორი ყვითლად შეღებილი ფანჯარა ჰქონდა და გარედან მზის ფორმის გისოსი…ამ ფანჯრებიდან დილაობით ოქროსფერი მზე შემოგვანათებდა და გვაღვიძებდა…ამ ფანჯრებიდან ჩანდა ჩვენი ფართო მწვანე ეზო…

ჩვენი ხე-გამოკრული და მყუდრო ოთახი თვისობრივად ორად იყო გაყოფილი, მარცხენა მხარეს ჩემი საწოლი იდგა პატარა ტუმბოთი, მარჯვენა  მხარეს ჩემი ძმის.  მარცხენა ფანჯრის წინ ჩემი სამუშაო ხის მაგიდა იყო წიგნებითა და პატარა ლარნაკით, რომელშიც ნაირნაირი პასტები და ფანქრები მეწყო, მარჯვენა მხარეს ჩემი ძმის მაგიდა, ერთი-ორი წიგნითა და რვეულით, ამ მაგიდებზე მამიკოს მოტანილი მინები გვედო რომელიც მე ავიჩემე მხოლოდ იმიტომ რომ ბებოს ედო მინა მაგიდაზე სამსახურში, იმ მინის ქვეშ სხვა მნიშვნელოვან ჩანაწერებთან ერთად გაზეთიდან ამოჭრილი ნოდარ დუმბაძის სურათი და ვიღაც უცხო თეთრ ფორმაში გამოწყობილი მეზღვაურის სურათი ედო…ჩვენი მაგიდების წინ კედელზე გაკვეთილების   ცხრილი და ორიოდე ხატი გვეკიდა… სულ მაღლა ბაბუას ნაქონი ვარდისფერი საათი, საერთოდაც ამ ოთახის მობინადრეები ადრე ბებია და ბაბუა იყვნენ, მერე ჩვენ შევსახლდით, ძველებური დიდი კარადა იდგა სარკით, იმ სარკეში სულ ვიპრანჭებოდი, კარადაში ჩემს ტანსაცმელებთან ერთად ჩემი ძმის ავლადიდებაც ეკიდა და ქვემოთ ბნელ კუნჭულში პატარა თეთრი ფეხსაცმელები ეწყო, ბებიას ნიშნობის დროს რომ ეცვა… მამაჩემი ამ ფეხსაცმელებს კარგა ხანს ინახავდა…მე კიდევ სულ კონკიას ბროლის ფეხსაცმელს მაგონებდა და ვინ იცის რამდენჯერ ჩამიცვამს და კაკუნ-კაკუნით მივლია ჩემს პატარა ოთახში… Continue reading

იცვლებიან კი ადამიანები?!

ერთნი ამბობენ ადამიანები არ იცვლებიანო, მეორენი პირიქით, სულ იმის მტკიცებაში არიან რომ ადამიანები იცვლებიან…

ერთნი ამბობენ ურთიერთობები არ იცვლებაო, მეორენი ამას არ აღიარებენ…

ერთნი სიშორეში ეძიებენ რომანტიკას,  მეორენი პირიქით, ამბობენ “თვალი თვალს რომ მოშორდება, გული გადასხვაფერდებაო” …

11202094_474609632716753_1184439334704730191_n

რაღაც დრომდე ჯერ პირველთა მხარეს ვიყავი, ახლა მეორე მხარეს ვარ… ეს ამბავი სწორედ იმას ამტკიცებს რომ ადამიანები იცვლებიან, ხან დადებითისკენ, ხანაც უარყოფითისკენ, თუმცა ფაქტია რომ იცვლებიან… Continue reading