“Windows on the world”

frederic-beigbeder-trabalibros

წარმოგიდგენიათ მძაფრსიუჟეტიანი ფილმი ყურების ნაცვლად რომ წაიკითხოთ? უცნაურად ჟღერს აშკარად მაგრამ როცა ფრედერიკ ბეგბედერის “Windows on the world” კითხულობ ნამდვილად ეს განცდა გიჩნდება… ეს არაა მაღალმხატვრული ღირებულებებით სავსე წიგნი, ესაა ნამდვილი  ამერიკული ბლოკბასტერი, რომელიც გრძელდება მთელი 1 საათი და 45 წუთი…ზუსტად იმდენი დრო რამდენ ხანსაც გრძელდება სავარაუდოდ  ჰოლივუდური ფილმები და ზუსტად იმდენი ხანი რამდენიც დასჭირდა 2001 წლის 11 სექტემბერს 8:30–დან  10:29–მდე აშშ–ს მსოფლიო სავაჭრო ცათამბჯენების  ფერფლის ნისლად ქცევას… რა ხდებოდა იმ წუთებში იქ? როგორ გავიგებთ ამას? ეს კითხვები ჩემთვის ან შენთვის რომ დაესვათ დავიბნეოდით და მხრების აჩეჩვით  დავკმაყოფილდებოდით, მაგრამ როცა ფრანგი ფრედერიკ ბეგბედერი ხარ ცნობილი  „99 ფრანკის“ ავტორი და კრიტიკოსი, სრულიად განსხვავებული აზროვნებით მარტივად პოულობ გამოსავალს : „გამოვიგონებ!“

PicMonkey Collage

ამ გამოგონილ ზღაპარს ორი მთხრობელი ყავს: რომანის ზემოთხსენებული ფრანგი ავტორი და ამერიკელი პერსონაჟი ქართიუ იორსტონი, რომელიც თავის ორ პატარა ვაჟიშვილთან ერთად ჩრდილოეთ ცათამბჯენის 107-ე სართულზე რესტორან “Windows on the world–ში” სასაუზმოდ მიდის… თხრობის მანძილზე არ გტოვებს რეალობის მძაფრი განცდა და ნელ–ნელა იქმნება   ზღაპარი ყველაზე არაჰუმანური შინაარსით და ყველაზე სასტიკი ფინალით: ყველა კვდება!  მართალია ეს ყველამ ვიცით, უამრავი ადამიანი კვდება ყოველდღე და ჩვენ სულაც არ ვფიქრობთ მუდამ ამაზე, პრინციპში ყოველ წუთს რომ ამაზე ვიფიქროთ მსოფლიო ნევროზი არ აგვცდებოდა, მაგრამ ამ კონკრეტულ სიკვდილში ყველაზე ამაზრზენი და მტკივნეული ისაა რომ ყველა კვდება ერთსა და იმავე დროს ერთსა და იმავე ადგილას, ზოგი ჩირაღდნებივით იწვის, ზოგიც ნებაყოფლობით ფიფქებივით ეშვება მსოფლიოს მაშინდელი ყველაზე მაღალი წერტილიდან… რჩება მხოლოდ ბოროტების დიდი ბურუსი და  უკანასკნელი სიტყვები, რომლებსაც დღეების შემდეგ აღმოჩენილი ავტომოპასუხეზე დატოვებული ზარები ინახავენ…

მთელ ამ საშინელ ზღაპარს კი ფონად ადევს მარად აქტუალური თემების მთელი პალიტრა : დემოკრატიზაცია, ანტიამერიკანიზაცია, გლობალიზაცია, ტერორიზმი, ცინიზმი…

„”Windows on the world–ი ფეშენებელური გაზის კამერა იყო. მისი კლიენტები მოწამლეს, დაწვეს, ფერფლად აქციეს, როგორც ოსვენციმში. ისინიც ისეთივე ხსოვნას იმსახურებენ.“

Advertisements

11 thoughts on ““Windows on the world”

  1. Ti_ko ამბობს:

    დღეს ვაპირებდი ზუსტად ბიბლუსში წასვლას. სულზე მომისწრებს ხოლმე შენი პოსტები, როგორ გამახარე :))

    Like

  2. rusa111 ამბობს:

    ჩემზეც ძალიან იმოქმედა ამ “ზღაპარმა”, როგორც შენ ამბობ, მაგრამ საოცარი რეალობის შეგრძნებაა. მეც მაქვს ბლოგი ამ წიგნზე, საინტერესოა შენი აზრი…

    Like

  3. Kate ამბობს:

    ამ პოსტის წაკითხვას ჯერ არ ვაპირებ, რადგან წიგნი უნდა წავიკითხო ჯერ.
    ისე კი, ფრედი ძალიან მიყვარს. ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან!
    ოღონდ სათაურში “ბრეგბედერი” არა, “ბეგბედერი” 😛

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s