Bon Appétit !!!

ბოლო  საღამოებია ჩემს პატარა და ლამაზ სამზარეულოში  მარტივ და გემრიელ სალათებს ვამზადებ… სანამ ჩემი გოგო აქეთ არ მყავს, ვახალტურებ ყველაფერს… 🙂 გათხოვებამდე სულ ამ სალათს ვამზადებდი და დიდი სიამოვნებით მივირთმევი მეგობრებთან ერთად, მერე ერთხანს მივივიწყე და ახლა ისევ ჩავრთე ჩემი ოჯახის მენიუში… ძალიან ადვილი, მარტივი და იაფია, ბევრი თქვენგანიც ამზადებთ დარწმუნებული ვარ, მაგრამ  მაინც დავწერ… მე “რაფაელოს” ვეძახი მისი ვიზუალის გამო, გახეხილი ყველით იფარება გარედან, ისე კი ნამდვილ “რაფაელოს” ორგინალ რეცეპტში ერთი ფენა სოკოც უნდა… ყველაზე მეტად ეს სალათი იმიტომ მომწონს რომ შეწვა არაფერს არ სჭირდება და  ზეთით გაჟღენთილი არ არის.  ამ სალათისთვის დაგჭირდებათ:

135

  • 1 კგ კარტოფილი
  • 4 ცალი კვერცხი
  • ყველი
  • მაიონეზი
  • 1 თავი ხახვი
  • მარილი, შავი წიწაკა

Continue reading

პატარა საჩუქარი… დიდი სიხარული…

???????????????????????????????

როგორ ცოტა წყინს და ამასთანავე როგორ ცოტა უხარია ადამიანს… აი მაგალითად მე სულ ცოტაც ძალიან მტკენს გულს და ამასთანავე ბავშვური სილაღით აღმაფრთოვანებს ყველაფერი მცირე, რაც ალალად და გულით მეძღვნება… ახლავე მიხვდებით რატომ დავიწყე ასეთი შესავლით, გუშინწინ დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ მაღაზიებში გავიარე საჩუქრის ასარჩევად, ათასი პრობლებისგან და საერთოდ ყველაფრისგან მართლა ძალიან დაღლილი, ამ სამყაროდან გამოთიშული მივდიოდი ქუჩაში როცა ვიღაცის მზერა ვიგრძენი და დაძახება… ბათუმში ვხოვრობ მაგრამ აქაური არ ვარ და ძალიან მიკვირს–ხოლმე როცა უცებ მცნობენ და მესალმებიან, ეს ძირითადად ჩემი სამსახურის დამსახურებაა, მთელს ქალაქში ჩემი კლიენტები ხან რომელ ქუჩაზე და ხან რომელ მაღაზიაში მხვდებიან… Continue reading

ტკბილი მოგონებები და გემრიელობები

მოკლედ დავიკარგე… არადა ხშირად მინდოდა აქ რამე დამეწერა მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ მოვახერხე… სამაგიეროდ მოვედი და ტკბილი მოგონებები და გემრიელობები მოგიტანეთ… 🙂

jkh

მე და კულინარია ყოველთვის შორი–შორს ვიყავით, თუმცა ისეთი დედის გაზრდილი ვარ რომ კულინარია ჩემთვის  ნამდვილი ხელოვნება იყო და დარწმუნებული ვიყავი რომ ვერასოდეს ვერ შევეჭიდებოდი ამ ხელოვნების სირთულეებს დედაჩემის  სასწაულმოქმედი ხელების  შემდეგ, მეტიც არასოდეს მქონია ამის სურვილი და მცდელობა… ჩემი დიდი სიყვარულის და ადრეული ქორწინების შედეგად ასე თუ ისე საჭიროებამ მოითხოვა ჩემს მიერ სამზარეულოს დალაშქვრა, მაგრამ ნურას უკაცრავად!!! 🙂 რეცეპტებს კი  ვიწერდი და ვაგროვებდი ხალისით მაგრამ მაშინდელი  ჩემი მიღწევები მხოლოდ კარტოფილის, კვერცხისა და კატლეტების შეწვით, აჯაფსანდლის, ლობიოსა და ხორცის სოუზის მომზადებით შემოფარგლებოდა… ალბათ ზოგიერთს გაგეღიმებათ, რა გინდა გცოდნიაო მაგრამ დამიჯერეთ როცა გურმანი მეუღლე და პატარა ბავშვი გყავს რომელსაც ათასი სასუსნაო და ტკბილეული უხარებს გულს ეს საკმარისი ნამდვილად არ არის! Continue reading

“Windows on the world”

frederic-beigbeder-trabalibros

წარმოგიდგენიათ მძაფრსიუჟეტიანი ფილმი ყურების ნაცვლად რომ წაიკითხოთ? უცნაურად ჟღერს აშკარად მაგრამ როცა ფრედერიკ ბეგბედერის “Windows on the world” კითხულობ ნამდვილად ეს განცდა გიჩნდება… ეს არაა მაღალმხატვრული ღირებულებებით სავსე წიგნი, ესაა ნამდვილი  ამერიკული ბლოკბასტერი, რომელიც გრძელდება მთელი 1 საათი და 45 წუთი…ზუსტად იმდენი დრო რამდენ ხანსაც გრძელდება სავარაუდოდ  ჰოლივუდური ფილმები და ზუსტად იმდენი ხანი რამდენიც დასჭირდა 2001 წლის 11 სექტემბერს 8:30–დან  10:29–მდე აშშ–ს მსოფლიო სავაჭრო ცათამბჯენების  ფერფლის ნისლად ქცევას… რა ხდებოდა იმ წუთებში იქ? როგორ გავიგებთ ამას? ეს კითხვები ჩემთვის ან შენთვის რომ დაესვათ დავიბნეოდით და მხრების აჩეჩვით  დავკმაყოფილდებოდით, მაგრამ როცა ფრანგი ფრედერიკ ბეგბედერი ხარ ცნობილი  „99 ფრანკის“ ავტორი და კრიტიკოსი, სრულიად განსხვავებული აზროვნებით მარტივად პოულობ გამოსავალს : „გამოვიგონებ!“ Continue reading

Books…

968893_627484090608923_1698204131_n

საინტერესოა როცა ყველაზე მეტად გიჭირს, რა თქმა უნდა სულიერად, რა გამშვიდებს ადამიანს? შენ, ჰო შენ გეკითხები მოხეტიალევ… მე არ ვიცი… ჯერ ვერ მივაგენი ზუსტად… ძალიან რთული დღეები მიდგას… მე კი ამდენი პრობლემების გადამკიდე ვერ ვაზროვნებ, ვერ ვნატრულობ და ვერ ვკითხულობ… მაგრამ მაინც ახლოს მიდევს წიგნები… არა უშავს დავუბრუნდები გზააბენული შვილივით… მანამდე კი სავარძელში მოკალათებული  მშიშარა და სუსტი ცოტა ხნით წარმოსახვაში მაინც დავემალები პრობლემებს …

534841_421142494668085_402049796_nფრაგმენტები ოცნების სასახლე ქოხიდან… Continue reading

„ყოფის აუტანელი სიმსუბუქე“ ჩეხურად…

ჩეხი მწერლის მილან კუნდერას ყველაზე ცნობილი რომანია  „ყოფის აუტანელი სიმსუბუქე“ , ერთი შეხედვით საოცრად აბსურდული სახელწოდებით და ავტორის ფსიქოლოგიურ–ფილოსოფიური შეხედულებებით გაჯერებული. კუნდერა ნათლად გვიხატავს ჩეხეთის უახლესი ისტორიის ტკივილიან ფონზე უბრალო ადამიანების რთულ ცხოვრებისეული ლაბირინთებს, მათ გადაწყვეტილებებს, მიზნებს  და შედეგებს.  რომანის ყველა გმირი ძალიან ვნებიანი და მარტოსულია…

Continue reading