ერთადერთი სურვილი

კარგა ხანია არც თოვლის ბაბუის მჯერა, არც ფერიების და არც ჯადოსნური დილების და  ღამეების… მაგრამ მე მჯერა რომ არიან ადამიანები ჩვენს ცხოვრებაში რომლებიც თოვლის ბაბუის იდეურ შინაარს ითავსებენ, ფერიებივით ბრწყინავენ და ჯადოსნურ დილებს და  ღამეებს ათენებენ ჩვენთვის…

ჩემი თოვლის ბაბუა მყავს მე, კეთილი და ძვირფასია, მას ახალი წელი სულაც არ სჭირდება საჩუქარები რომ მაჩუქოს, არც ჩემს მიერ მომზადებული კერძები და გაუთოებული პერანგების ჯარი არ სჭირდება იმისთვის რომ მადლობა მითხრას, არც უნაკლო მაკიაჟით გალამაზებული სახე სჭირდება ჩემი, ისედაც ყოველდილით მეუბნება რომ მშვენიერი ვარ… მას არ სჭირდება მზრუნველობის გამომხატველი საქციელების აუცილებლობა, ისედაც იცის რომ  მისთვის და მისი საყვარელი ადამიანებისთვის კარგი მინდა… მას არ სჭირდება რაღაცეების მტკიცება ჩემთან, იმიტომ რომ ისედაც იცის ყველა წუწუნისა და ყველა საყვედურის იქეთ ჩემი დიდი თანადგომა იმალება… მას არ სჭირდება პათეტიკური შეძახილები, უაზროდ გამამხნევებელი არაფრისმთქმელი სიტყვები, იმიტომ რომ კარგად იცის ჩემი დუმილი როგორ იტევს ამ ყველაფერს მისსავე წიაღში… მე ხშირად ვისმენ მისგან სიყვარულის ახსნებს, მართალია ისეთი რომანტიკული აღარაა როგორც თითქმის 10 წლის წინ იყო, მაგრამ სამაგიეროდ ეს სიყვარულის ახსნები მთელ 10 წლიან გამოცდილებას იტევს დღეს, უფრო საფუძვლიანი და უფრო საიმედოა ვიდრე წლების წინ…  საიდან ვიცი ეს ყველაფერი? თქვენ რომ ჩემი თვალებით უყურებდეთ მის თაფლისფერ წყლიან თვალებს ყოველ წუთს როცა მე მიყურებს, ეს თვალები უსიტყვოდ გეტყვიან ამ ყველაფერს… Continue reading

წინასაახალწლო…

იმდენი ხანია რამე არ დამიწერია, სულ გადამავიწყდა როგორ და რატომ უნდა ვწერო…

სულ მალე ძველი წელი თვალსა და ხელსშუა გაგვეპარება და ახალი 2016 წელი შემოგვანათებს…  როგორც არ უნდა გვინდოდეს  ვცადოთ გეგმებისა და მიზნების გაწერა, არავინ ვიცით მაინც როგორი იქნება ახალი წელი ჩვენთვის… ჩვენ ვიცით როგორი იყო აწ უკვე ძველი… ჰოდა რომ გადახედავ რა და როგორ იყო ჩემი ღრმა რწმენით თუ გული ბევრჯერ აგიფრთხიალდება ესე იგი მეტად კარგი წელი გქონია…

ჩემთვის როგორი იყო რამოდენიმე სიტყვით  შემიძლია აღვწერო,  მთელი წელი იყო” სადა”- არაფერი ახალი, არაფერი განსაკუთრებული, არაფერი რადიკალური… მე იმ ადამიანთა კატეგორიას ვეკუთვნი ვინც სიახლეებს მუდამ უფრთხის, ვისაც “შეჩვეული ჭირი ურჩევნია შეუჩვეველ ლხინს”…   კიდევ ერთი სიტყვიაა “მუშაობა”- ვმუშაობდი კვირაში 6 დღეს, ვმუშაობდი უწყვეტლივ, შვებულების მოსაფრთხილებელი დღეებიც პირადი პრობლემებიდან გამომდინარე ისე სათითაოდ გავფლანგე რომ ერთი ჯეროვანი დასვენებაც არ გამომივიდა… კიდევ ამ წელს “მონატრება” ჰქვიოდა ჩემთვის… როგორც ყოველთვის გაუნელებლად მენატრებოდა ჩემი გოგო, ჩემი ოჯახი, ჩემი სახლი…ბათუმში ცხოვრების სამ წლიანი გამოცდილების მიუხედავად  უცხო ქალაქში დაკარგულად ვგრძნობ ყოველდღე თავს… Continue reading