“ნუ მოკლავ ჯაფარას”…

სულ პატარა ვიყავი ბებომ ორი თხელი წიგნი რომ დამიდო საწოლთან და მითხრა აუცილებლად wpid-972315019652720565_656447904.jpgწაიკითხე, მოვა დრო და გამიხსენებო… მაშინდელი წაკითხულიდან დიდი დასკვნები ვერ გამოვიტანე ასაკიდან გამომდინარე,   წიგნის მთავარი გმირის არ იყოს მხოლოდ მრავალი წლის შემდეგ მივხდი რა გულისხმობდა ბებო…

ჰარპერ ლის “ნუ მოკლავ ჯაფარას”  ძალიან ბევრ რამეს გაახსენებს მონდომებულ ადამიანს, ძალიან ბევრ რამეზე დააფიქრებს და მცირედით მაგრამ მაინც შეცვლის მის ყოფით აზროვნებას…

ყველანი რომ ბავშვობიდან მოვდივართ არავისთვისაა უცხო, მაგრამ ხშირად გვავიწყდება თუ ვივიწყებთ ამ ამბავს მთელი რიგი მიზეზების გამო, ყველაფრით აღტაცების და ცელქობის მიძინებულ სურვილების გამოღვიძებაზე არასოდეს დაფიქრდები ამ წიგნის ფურცლები თუ არ გადაშალე, კაცობრიობის ბნელ წარსულზეც არ შემოგაწვება დარდი დღეს თუ არ მოუსმენ პატარა ჭყიტას თვალით დანახულ ურთიერთობებს თეთრ და ფერადკანიან ადამიანთა შორის, დიახ არ გაგახსენდება ის რომ დღეს ასე ჰუმანური და ტოლერანტობის მქადაგებელ ამერიკაში ის ხანაც არსებობდა როცა ხალხს კანის ფერით იმდენად არჩევდნენ საპირფარეშოების გაყოფაც  კი ეთაკილებოდათ  ფერადკანიანთათვის… Continue reading