ტორტ-სუფლე და პარასკევი…

პარასკევი დღეა,  რამოდენიმე მიზეზის გამო დღეს ვისვენებ… ისე ბავშვობაში ძალიან მიყვარდა პარასკევი, სულ ის განცდა მახსენდება ხოლმე სკოლიდან შინ რომ  ვბრუნდებოდი, ჩანთას  ჩემს სამუშაო მაგიდასთან მივდებდი და ჩიტივით თავისუფალი ვიყავი მეგონა… შებინდებულზე კალიასავით ნარბენ–ნახტუნავები,  სახლისკენ მომავალ გზას რომ მივყვებოდი და ფეხები მაინც უკან მრჩებოდა… არ მეთმობოდა ის გრძნობით და აღტკინებით სავსე წუთები, ისე როგორც ახლა არ მეთმობა და არ მავიწყდება ჩემი ტკბილი ბავშვობის მოგონებები, დღეს რომ მინდა შემოგთავაზოთ იმ რეცეპტივით ტკბილი, მსუბუქი და ხალასი… Continue reading

Advertisements

ერთი დიდი გაუგებრობა, ან ორი…

ერთად წავიკითხე რომენ გარის “თეთრი ძაღლი” და პოლ ოსტერის “ნიუ–იორკული ტრილოგია”…

სად ერთი და სად მეორე, მაგრამ მაინც აქვთ საერთო, ეს აზარტია, კითხვისას გიპყრობს აზარტი და ვერ ეშვები… Continue reading

გოგო ზარხუფში…

თავიდან კითხვა რომ დავიწყე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა ამერიკელი კარიერისტი სტუდენტი გოგოს ძალიან მაგარ ამბებს ვკითხულობდი, თავგადასავლებს მსოფლიოს ყველაზე გიჟ მეგაპოლისში ნიუ იორკში და რომ არ მცოდნოდა წიგნის შესახებ და სათაურიდან გამომდინარე სხვა მოლოდინი არ მქონოდა, ნამდვილად კარგად გავერთობოდი.

IMG_20140719_134657
Continue reading