მიყვარს ქალები…

ამ ბოლო დროს ხშირად გამიგონია ტექსტი მძიმე ტონით, კაცი მაინც ვყოფილიყავიო… ესაო იასო, აქეთურიო იქეთურიო… ჰოდა რატომღაც დღეს დავაფიქსირე რომ მეც ავტომატურად ვაკატუნებ თავს ამ ტექსტზე და ვეთანხმები ცხოვრებისგან დაღლილ ქალებს თავად დაღლილი და ინერტული… არადა ახლა დავფიქრდი მართლაც რა მძიმე და ამასთანავე  რა მაგარია ქალობა…  არა მე კაცს არ ვადარებ ბუნებით და საერთოდ არ მინდა შევეხო მათ, მაგრამ  ვერც კი წარმოვიდგენ ქალი რომ არ ვიყო რა იქნებოდა და ამ დროს ჩამესმის დედაჩემის სიტყვები, მშობიარობა ომგამოხდილს რომ მითხრენ გოგოაო ის ვიფიქრე პირველად რამდენი წვალება და  ტკივილი ელოდებაო… მართალი იყო, სწორადაც უფიქრია, მთელი 9 თვე შიშით და უამრავი უძილო ღამის ფონზე მაინც დიდი აჟიტირებით ველოდი ჩემს შვილს, რომელიც ენით გამოუთქმელი ტკივილის შემდეგ მოევლინა ამქვეყნად და იმ წუთას მე მითხრეს რომ ისიც გოგო იყო და გამახსენდა დედა მისი დარდით და მთელი მისი მცდელობებით გაელამაზებინა ცხოვრება ჩემთვის… ჰოდა მილამაზებს კიდეც… ახლა მე ვცდილობ რომ ჩემს გოგოს გავულამაზო…

მოკლედ მთავარს ავცდი, რა მინდოდა ყველაზე მეტად და იმის თქმა, რა კარგია რომ ქალი ვარ…  ქალი ვარ ეს პირველი, დედა ვარ ეს მეორე, მესამე მეოთხე მეხუთე ეს უამრავი უამრავი სხვა წვრილმანია რაც ყოველდღიურობას მოსდევს… სწორედ ამ  წვრილმანებში იშლება და იტოტება ჩვენი კეკლუცი ხასიათის ერთი მთლიანი ხაზი…

tumblr_mggsttlsdd1s1lh9zo1_1280

მიყვარს ქალები, ლამაზები კოხტები, თავმოვლილები, საკუთარ ქალობას მძიმე შრომის, ბევრი დარდის,  ჩუმი ცრემლების და  მილიონი ფიქრის მიუხედავად რომ არ ივიწყებენ… Continue reading