რაღაც არანორმალურად მენატრება ჩემი სახლი… სიგიჟემდე…ისეთი სევდა შემომერია რომ არ ვიცი რა ვქნა…. ვერც წასვლას ვახერხებ, ვინც მუშაობთ ადვილად გაისიგრძეგანებთ შინ ვერ ყოფნის ტკივილს…
მენატრება ბავშვობა და ის სილაღე რაც მხოლოდ პატარებს სჩვევიათ…მენატრება ჩემი დიდი სახლის დიდ ეზოში აღმა–დაღმა ბოდიალი, ჩემი ეზოს ყვავილებით გაბრუება, ჰამაკში ჩაწოლა და წიგნების იქ კითხვა, ჩემი ეზოს ხილის მირთმევა, მენატრება ჩემი სახლის დალაგება და გალამაზება, ის რაც ასე ძალიან მეზარებოდა ხოლმე…მენატრებიან ჩემი ბავშვობის მეგობრები, რომლებიც დაიფანტნენ და ურთიერთობების განელდა… Continue reading