ცხოვრება, როგორც ალუბლის ნამცხვარი

12347410ივნისი მხოლოდ იმიტომ შეიძლება მიყვარდეს რომ ამ დროს ულამაზესი კვირტები და ყვავილები უკვე ბორდოსფერი, პრანჭია ალუბლები არიან 🙂

ბავშვობიდან მიყვარს ალუბალი, მახსოვს ბებომ სტუმრად წამიყვანა ბავშვობაში და დილით უცხო სახლში რომ გავიღვიძე უცნაურად ვიგრძენი თავი, ჯერ კიდევ ყველას ეძინა, ადრიანი დილა იყო… ფეხაკრებით ჩავიპარე ეზოში, სადაც პატარა მაგრამ ულამაზესი ალუბლის ხე იყო… ვიჯექი მარტო  უცხო ეზოში და ალუბლის მჟავე კაკლებს ხარბად ვჭამდი…

ალუბლის ნამცხვარი ცოტა მოგვიანებით გავსინჯე, შემიყვარდა და დღემდე იმას მახსენებს თუ როგორი შეყვარებული გოგო ვიყავი 16 წლის… როგორ ლამაზად და ფერადად მეჩვენებოდა ცხოვრებაში ყველაფერი, როგორი ლაღი და იმედიანი ვიყავი და როგორ ძლიერ მიყვარდა…

ის ვინც ალუბლის ნამცხვარი შემაყვარა ახლა ჩემი დედამთილია 🙂 მას ეს სიტყვა არ უყვარს და ამბობს რომ ჩვენ დედა-შვილი ვართ 🙂 არც მე მიყვარს ეს სიტყვა და ხშირად ვგრძნობ რომ ჩვენი ურთიერთობა ანგრევს სტერეოტიპებს…  ის 16 წლის შეყვარებული ქარაფშუტა გოგო აღარა ვარ, ბევრი რამ გამოვიარე, ბევრი რამ სხვანაირად დავინახე, ბევრი რამ ვისწავლე და ეს მისი დამსახურებაცაა… მან არა მარტო ალუბლის ნამცხვრის მომზადება მასწავლა, არამედ ბევრი სხვა რამეც…  და მე მადლობელი ვარ, ახლაც და მომავალშიც მადლობელი ვიქნები…

ყოველთვის როცა ვამზადებ მუდამ მეფიქრება იმაზე, რომ ცხოვრება ალუბლის ნამცხვარივითაა, თან მჟავე და თან ტკბილი…

222მე ვერ გეტყვით ლამაზი ურთიერთობებისთვის საჭირო ზუსტ ინგრედიენტებს მაგრამ ჩემთვის დაახლოებით ასეთია მისი რეცეპტი: ერთი წილი გულწრფელობა, ცოტა მოთმინება, ბევრი პატივისცემა, მრავალი ღიმილი  და უამრავი სიყვარული…  სამაგიეროდ შემიძლია ალუბლის ნამცხვრის რეცეპტი გაგიზიაროთ მთელი სიზუსტით 🙂

  • 5 კვერცხი
  • 2ჭ შაქარი
  • ვანილი, ცოტა მარილი, 1 ჩ/კ სოდა ძმრით ან გამაფხვიერებელი (თუ გაქვთ კარგია ლიმონის ცედრის დამატებაც)
  • 200გრ დარბილებული კარაქი
  • 500 გრ მაწონი ან არაჟანი
  • ფქვილი, იმდენი რომ არაჟნის სისქის ცომი გამოვიდეს
  • და რათქმა უნდა მწიფე ალუბლები (დაახლ. 800 გრამი)

ამ ყველაფრის ერთად ათქვეფით მივიღებთ უგემრიელეს ცომს რომელიც შეიძლება ითქვას რომ საბაზისო ცომია ხილის (ატამი, გარგარი, ვაშლი და ა.შ) ან  უბრალო ნამცხვრებისთვის, დაშაქრული ალუბლები მოვაწყოთ ცომს და გამოვაცხოთ 180 გრ-ზე 45 წთ.

Bon Appétit 🙂

3333

Advertisements

9 thoughts on “ცხოვრება, როგორც ალუბლის ნამცხვარი

  1. Tinita ამბობს:

    მეც უზომოდ მიყვარს ალუბალი და ეს სეზონიც მის გამო. სულ ღმერთზე ვფიქრობ მასეთ დროს. ამდენი ფერი, ამდენი გემო, ყველა ჯადოსნური.

    Like

  2. Tinita ამბობს:

    დედაჩემი ამბობს, ის მიყვარს, ქარი რომ დაუბერავს და ფოთლებიდან რომ გამოჩნდება მწიფე ალუბლებიო.

    Like

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      მე მჯერა რომ ზოგიერთი ადამიანი ესთეტად იბადება და ვეჭვობ შენი დედიკოც მათ რიცხვს მიეკუთვება 🙂 ფოცხიშვილის ლექსი გამახსენდა 🙂
      “ბუშტი, ბუშტი ბუშტულა
      ბლის წითელი კუნწულა
      ქარმა ჩემი ოცნება
      მზისკენ წააცუნცულა”

      ჩემთვის სულ ალუბალი იგულისხმებოდა აქ, მჯერა უბრალოდ რითმაში ვერ ჩაატია :)))

      Like

      • ეველინი ამბობს:

        მადლობა ^_^ ვისწავლი ალუბლის ნამცხვრის მომზადებას, გემრიელად გამოიყურება ❤
        პ.ს. ისე, მეც ვადარებდი ერთ ხილს ცხოვრებას. ოღონდ, ალუბალს არა. ფორთოხალს. ფორთოხალიც თან მწარეა, თან ტკბილი…

        Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s