გაბრაზებული და გულნატკენი დედის პასუხი

მთელი ფეისბუკ-სივრცე დაიპყრო, დღეს ყველა ამ რეკლამას აზიარებს გულის ამაჩუყებელი ტექსტებითა და გულებით, იმაზე კი არავინ წერს რა ირონიულად და გულსატკენად ვგრძნობთ ისინი თავს ვინც სწორედაც რომ ამ რეკლამის გამომშვები ფირმებისნაირი სტრუქტურების, ჩვენი ქვეყნის სულელური კანონებისა და სოციალური ფონის გამო ვერ ვატარებთ სწორედ ჩვენს შვილებთან მეტ დროს… ამ ბანკმა რომ არ მასწავლოს მეც ძალიან კარგად ვიცი რა უნდა ჩემს შვილს, მისი ყოველი ცრემლის ნატეხი კვირა საღამოს თითო დღეს მაკლებს ალბათ ცხოვრების…

რა ქნას იმ ხალხმა ვინც კაბინეტში გამოკეტილები, სუფთა ჰაერს მონატრებულები, საკუთარ შვილებთან დროის გატარების სურვილში დალეულები ათობით საქმეს აგვარებენ დღეში და ათასობით თვეში, დამატებით საათებს მუშაობენ, მერე ხანდახან შვილის ზეიმსაც ვერ ესწრებიან, სასეირნოდ ვერ გაჰყავთ, სახლში გვიან მისულები ელემენტარულ საუბარსაც კი ვეღარ აბამენ თავს და ღამის მოკლე და შფოთიანი ძილის შემდეგ დილით ისევ ისე იწყებენ ყველაფერს, მხოლოდ იმიტომ რომ მათ შვილებს არ შიოდეთ, არ სწყუროდეთ, არ ციოდეთ, არ მათხოვრობდნენ, კამფეტებსა და შოკოლადებს ყიდულობდნენ, უკეთეს შემთხვევაში ლეგოებსაც და აიფონებსაც…

მაგრამ იმ ხალხმაც რა უნდა ქნან, რომ ვერ მუშაობენ და არ არიან რეალიზებულნი, მათ შვილებს ხომ ეს ყველაფერი აკლიათ და სწორედ ამიტომ ნელ-ნელა და ნაწილ-ნაწილ შენდება კონფლიქტისა და უკმაყოფილების უსწორმასწორო კედელი შვილებსა და მშობლებს შორის, სწორედ იმიტომ რომ ახლა უფრო განვითარებულ სამყაროში ვცხოვრობთ ეს კონფლიქტი მრავალკუთხედი და დაულეველი ხდება… ხალხი კი ზოგადად გაბოროტებული…

ნეტავ რომელ მშობელს არ სურს საკუთარ შვილთან მეტი დროის გატარება… და ვინ იცის  გულში რა ცეცხლი უნთია ხოლმე ქალს მაშინ,  როცა სადღაც მისი შვილი ზეიმზე უკრავს პატარა თითებით ძველ ეტიუდებს, მისი დედა კი ამ დროს სამსახურში  კომპიუტერის კლავიატურას ახმაურებს ნერვიულად და  ამავდროულად სახეზე მოჩვენებითი ოლიმპიური სიმშვიდის იერით…

არავინ იცის, დამიჯერეთ… არავინ იცის…

12 thoughts on “გაბრაზებული და გულნატკენი დედის პასუხი

  1. Kate

    ერთობ პათეტიკური ვიდეო იყო ეს 😀 მე საერთდ არ მყავს შვილი და იდეაში არ უნდა მადარდებდეს ეს საკითხი, მაგრამ დიდი იდიოტობაა მოკლედ.
    “იკეა”-ს ვიდეოს გადამღერებაა, სხვა ყველაფერს თავი რომ დაანებო.

    Liked by 1 person

    Reply
    1. კუშის ბლოგი / kushi's blog Post author

      თითქმის ყველა რეკლამა ქართულ ბაზარზე ნაცნობი “ტოპ-ების” გადამღერებაა, ან ისეთ სისულელეებს ქმნიან მაგთის “კახური” რეკლამა რომ გადის ახლა 😦 სისულელეზე დიდი სისულელეე 😦 ეს რეკლამა კი მართლაც პათეტიკური და ოდნავ ირონიული მომეჩვენა მეც…

      Like

      Reply
  2. A Magazine

    ეგრეა, ძალიან ზუსტად გაუსვი ხაზი ამ რეკლამის ირონიულობას. სამწუხაროდ დღეს შეუძლებელია დედა ატარებდეს ბავშვთან საკმარის დროს განსაკუთრებით ბავშვის პირველ ორ წელს სანამ უფრო დამოუკიდებლები იქნებიან. რა ვთქვა აბა, ჩემი ნიკო 11 კვირის მერე დავტოვე და ვცდილობ როგორმე ვაპატიო ეს ჩემს თავს და დავიმშვიდო რომ “არაუშავს და ყველაფერი კარგად იქნება”.

    Liked by 1 person

    Reply
    1. კუშის ბლოგი / kushi's blog Post author

      ასეა ანო, ასე… მაგრამ მე იმედი მაქვს რომ ჩემი გოგო მიხვდება და სწორად გაიგებს ჩვენნაირი დედების საქციელს მაშინ როცა დიდი გოგოობას დაიწყებს და გვერდით რეალიზებული და თანამედროვე დედიკო ეყოლება და არა სახლში გამოკეტილი მოუწესრიგებელი და ნერვოზიანი ქალი…. ის რასაც ვაკეთებ მხცოლოდ მას და მის უზრუნველყოფილ მომავალს ეძღვნება… და ყველა მასთან ვერგატარებული წუთი მთელი არსით მხოლოიდ მას მოიცავს ასმაცე დროს!!!!!!!!!

      Like

      Reply
  3. Sophie Sunny Golden

    ასეთ პოსტებს რომ ვკითხულობ, დედაჩემის უფრო უკეთ მესმის, რადგან ყოველთვის მუშაობდა. ზემოთ ანო როგორც წერს, ძალიან პატარა ვიყავი, სამსახურში რომ გავიდა და მე ძიძა მყავდა (უსაყვარლესი ქალი!!!), არასოდეს მაკლებდა რამეს და ყოველთვის ცდილობდა ჩემთან ყოფილიყო მნიშვნელოვან მომენტებში, მაგრამ სამწუხაროდ, როცა მუშაობ ადამიანი, ყოველთვის ერთად არ გამოგივა, ზუსტად ისე, როგორც შენ ვერ ასწრებ ყოველთვის, შენი გოგონას ზეიმზე მიხვიდე და მის დაკრულ ეტიუდებს მოუსმინო.
    დარწმუნებული ვარ, შენი შვილი დააფასებს და კმაყოფილიც იქნება, ასეთი საქმიანი და მშრომელი დედიკო რომ ჰყავს.

    Like

    Reply
    1. კუშის ბლოგი / kushi's blog Post author

      შენ ძალიან ძალიან კარგი დედიკო ხარ… როგორ მიყვარს შენი პოსტები რომ იცოდე… ნამდვილი ყოვლად შეულამაზებელი და ამავე დროს სიყვარულით სავსე დედური განცდებით წერ სულ… მე ასე მგონია ყოველ ჯერზე… არ ვიცი როგორი დედა ვარ, სამაგალითო ვერ მაგრამ ყველაფერს მხოლოდ მისთვის რომ ვაკეთებ იმედია ერთ დღეს მიხვდება… დაფასებას სულაც არ ვითხოვ… მე მიხვედრაც მეყოფა…

      Like

      Reply
  4. Batsikadze

    me jer ar var deda, magram viyavi bavshvi, romelic umamod gaizarda, myavs deda, romelic atasobit kilometrit ari chemgan… am videom amatira, aseve amatira shenma chanawerma, radgan warmovidgine sheni da anas situacia ….

    Like

    Reply
    1. კუშის ბლოგი / kushi's blog Post author

      Ekuna didi madloba am komentaristvis da me vici sheni tkivili ufro sworad warmomidgenoa… chemi ambavii ki shen namdvilad kargad ici da isic tu rogor ganvicdi eka…… cxovreba martlac ucnaurad saocaria… mixaria rom aq xar cjemyan chems patara samyaroshi… asea eku sheizleba didi urtiertobebi ar gakavshirebdes adamiantan magram yvelaze sheniani iyos da piriqit, Sul sheniani sruliad ucxo iyos…

      Like

      Reply
      1. Batsikadze

        dzalian xshirad vkitxulob xolme shens chanawerebs da dzalian momwons, radgan dzalian grmaa da lamazad dawerili… dges shemtxvevit mivakcie yuradgeba ro komentaris datovebac shemidzlia da davakomentare 🙂 bodishi ro latinuri asoebit vwer, radgan kartuli fonti ar mak 😦 madloba yvela tbili da grdznobit savse blogebistvis! :*

        Like

      2. კუშის ბლოგი / kushi's blog Post author

        შენ მადლობა ჩემო ეკუნა ❤ მიყვარხარ და მეიდეალები… მიხარია რომ შენნაირი გულშემატკივარი მყავს ❤ ეს ჩემთვის ბედნიერებაა… შენი აზრი ძალიან საინტერესოა ჩემთვის და როგორც გინდა ისე დამიწერე… მთსვარია გამანდე…

        Like

Leave a comment