Happy Birthday Anyway …

დილით 6 საათზე გამეღვიძა… მაგრამ ჯადოსნური აღარაფერი იყო… მოუთმენლობის და სიხარულის  განცდებს არ გავუღვიძებივარ, უფრო სევდამ გამაღვიძა, სევდამ იმისა რომ აღარაფერი აღარ იყო ჯადოსნური…

არც საწოლიდან წამოვფრენილვარ და არც სამზარეულოში გავქცეულვარ ჩემი დაბადების დღის ყოველთვის სასწაულად ლამაზი და დიდი ტორტის სანახავად, ჩემი ტორტები რომელსაც დედა ქმნიდა სულ მარწყვისა და ალუბლების იყო, სულ ჩახატული და ისეთი გაჭრა რომ მენანებოდა მუდამ… არც მშობლებს მოულოციათ კოცნებით დილით, არც საჩუქრები დაუხვედრებიათ მაგიდაზე და არც მეზობლებს უმღერიათ სიმღერა… არც მამიდას დაუძახებია პირველი, მუდამ სასურველი საჩუქრების გადმოსაცემად…

არც ქუჩაში მოულოცია ვინმეს ძველებურად, ყველგან რომ მაჩერებდნენ და ყველა რომ მეფერებოდა…

ახლა მარტომ გავიღვიძე…ახლოს არ მყავდა ჩემი სიხარული გოგო… ყველაზე მეტად მისი ჩახუტება დამაკლდა… მერე ჩემმა შოთუნამ მომილოცა მხოლოდ… მერე მაცივრიდან საკუთარი ხელით გამომცხვარი ტორტის მორჩენილი ნაჭერი გამოვაბრძანე რომლის ერთი ლუკმაც არ გამისინჯავს და…მერე სამსახურში წავედი… მერე სამსახურიდან ალბათ სახლში წავალ და ეს დღეც ასე ჩვეულებრივი იქნება…აკი გითხარით, აღარაფერი ჯადოსნური… IMG_20150526_142040

ზუსტად ვიცი რომ ბავშვობის დაბადების დღეები არასოდეს განმეორდება მაგრამ მაშინ როცა ჯერ მხოლოდ 25 წლის ხდები ის ლაღი განცდები მაინც უნდა გქონდეს შერჩენილი ალბათ…

მე კი არაფერს არ ვგრძნობ, ან რასაც ვგრძნობ დიდი ვერაფერი შვილია… თავად განსაჯეთ როგორ უნდა გრძნობდეს ადამიანი დაბადების დღის დილას თავს გუგლის მილოცვა რომ უფრო გაახარებს ვიდრე ზოგიერთი სხვა ადამიანის კულტურული მილოცვა…

IMG_20150529_100139

მაგრამ მაინც მადლობელი ვარ რომ ეს დილა გამითენდა, 25 წლის ვარ, პირველკლასდამთავრებული ძალიან წარმატებული გოგოს დედიკო ვარ, გვერდით საყვარელი ადამიანი მყავს და იმედი მაქვს რომ მომავალი წლის ეს დღე ცოტათი მაინც გადაიკრავს ჯადოსნურობის ელფერს…

Happy Birthday Anyway …

Advertisements

15 thoughts on “Happy Birthday Anyway …

  1. ირინა ამბობს:

    გილოცავ ,
    ყოველი დაბადების დღე არის ფიქრი თუ რა ან ვინ მომემატა ასაკთან ერთად ,
    ასეთი დიდი გოგო ,
    შოთუნა ,
    ჯერ მხოლოდ 25 წელი ,
    ტორტის ნაჭერი ,საკუთარი ხელით დამცხვარი , ეს ყველაფერი მარწყვის ტორტივით გემრიელია , ბავშვობის გამოყოლილი სევდაც ძალიან ლამაზია ,
    ტკბილი ცხოვრება გქონოდეს მუდამ!

    Like

  2. უსახელო ბლოგი ამბობს:

    ყოველი გათენებული დღე და, მითუმეტეს, თუ ეს დღე დაბადების დღეა, უკვე ჯადოსნობაა:) ჯადოსნობაა, რომ მოევლინე ქვეყანას, რომ შეგიძლია უყურო მზის ამოსვლას, ყოველ დილით რაღაც აუხსნელის მოლოდინით გაიღვოძო, გიყვარდეს და უყვარდე:) ყველა ასაკს კი თავისი ხიბლი აქვს, მთავარია ადამიანმა მოიხდინოს 🙂 უამრავ ჯადოსნურ დღეს გისურვებ:) HAPPY HAPPY !!!!!!:)

    Like

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      ალბათ მართალი ხარ მაგრამ დღეს იმდენად სევდიანი ვარ რომ ვერ ვამჩნევ ამ ჯადოსნურობას… უმადური ადამიანი ვარ ალბათ და მიტომაც ვერ ვხედავ … ისე კი მართლაც ზღაპრული დაბი-დუბები მქონდა და იმათ ფონზე განაცრისფერდა ბოლო წლებია, ალბათ ამის ბრალიცაა…
      მადლობა კეთილი სურვილებისთვის ჩემო უსახელო მაგრამ ყველაზე კეთილსახელიანო… (სხვათაშორის მეზობლები რომ დავწერე იმათგან ერთი შენი სეხნია იყო, დიდებული ქალი, სამაგალითო და მისაბაძი… ვერასდროს ვერ დავივიწყებ )

      Like

  3. Mariam Todua ამბობს:

    გილოცავ ❤ უბრალოდ გაიღიმე და პოზიტივი შემატე შენს დღეს, მაშინ შესაძლოა ყველაფერი უფრო ჯადოსნურად მოგეჩვენოს 🙂

    Like

  4. Katy Chelidze ამბობს:

    ვერა საყვარელო, ჯერ მხოლოდ 25 წლის გახდი და უკვე პირველკლასელი გოგოს დედიკო ხარ. გყავს მოსიყვარულე მეუღლე და გაქვს თბილი ოჯახი. ამაზე მეტ ჯადოსნობას ვერც ინატრებს კაცი. გილოცავ მოგვიანებით დაბადების დღეს და გისურვებ არასოდეს არ მოგკლებოდეს ცხოვრების მანძილზე სასწაულები და ჯადოსნობები !!! ❤

    Liked by 1 person

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      დიდი მადლობა ძვირფასო…. ასეა ნამდვილად მაგრამ ხანდახან მაინც მარტო გრძნობ თავს… ძალიან მარტო….

      შენც გისურვებ რომ გაგანებივროს ცხოვრებამ სასწაულებით და სიხარულებით 🙂

      Like

  5. Kate ამბობს:

    უი გილოცავ!
    ნამეტანი კი დამაგვიანდა, მაგრამ ჩემ მიერ ბლოგების უსისტემო კითხვადობას ვაბრალებ მე ამას.
    ჰოდა, მესმის შენი. ხშირად ისე მეზიზღება ჩემი დაბადების დღე, მეტი რომ არ შეიძლება. და ყველაფერი კარგი, რაც ბავშვობაში იყო, გაქრა სადღაც.

    მაგრამ ბოლო 2 დაბადების დღე 27 და 28 ძალიან კარგები იყო. კარგ ადამიანებთან ერთად შევხვდი. ახლა ისე მსიამოვნებს ჩემი ასაკი ❤ მეტი რომ არ შეიძლება! სხვა შეგრძნებები მოაქვს. და იცი რას მივხვდი ვერო, მთავარია შენ როგორ განწყობას შეიქმნი. აი დამიჯერე ეგრეა. წინა იუბილეები ისეთი იდიოტურები იყო, ერთი მეორეზე მიყოლებით. ჰოდა, აი მომავალ დაბადების დღეზეც უნდა აღვნიშნო.

    უი, პირველი კლასის მოსწავლე გოგო 25 წლის ასაკში! რა პატარა დაოჯახებულხარ?! მაგრამ მაგასაც აქვს თავის პლუსი, მალე გაიზრდება და შენი თავისთვის მალე მოიცლი.

    Liked by 1 person

    • კუშის ბლოგი / kushi's blog ამბობს:

      დიდი მადლობა მოლოცვისათვის ძვირფასო ❤ აი არც მეზიზღება არც მიყვარს ესჩემი დაბი-დუბიდა სწორედ ეს გაუგებრობა მკლავს, მაგრამ იმაში გეთანხმები რომ განწყობა თავად უნდა შევიქმნათ, მე ეს წელს აშკარად ვერ მოვახერხე… ამიტომაც ვიმედოვნებ ასე ჯიუტად რომ მომავალ წელს უკეთესად გამითენდება 🙂
      ჰოდა, იმას რაც შეეხება რომ ამხელა გოგოს დედიკო ვარ, ვერ გეტყვი ეგ როგორ მოხდა, მე თავად ვერ ვხდები ხანდახან…. თუმცა მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვს ხომ იცი…

      Like

      • Kate ამბობს:

        ჰოდა მაგას ვამბობ, ორი მხარე აქვს მედალს. შეგამოწმებ მომდევნო მაისს, მანამდე კი მოიფიქრე თუ როგორი გინდა გქონდეს მომდევნო დაბადების დღე.

        Liked by 1 person

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s