წინ, ზაფხულისაკენ…

აპრილის კვირტებ აფეთქებულმა თვემ ძალიან სწრაფად გაირბინა…  მაისი ჩემი თვეა, ჩემი დაბადების თვე, მართლია ჯერ კიდევ ვერ გავერკვიე ზუსტად რისთვის მოვედი ამქვეყნად და რა უნდა დარჩეს ჩემგან, მაგრამ რაღაც დარჩება ალბათ, სხვა თუ არავინ და არაფერი მაისის თვეშივე დაბადებული ჩემი სისხლი და ხორცი, სუნთქვა და იმედი, ჩემი გოგო დარჩება და გამიხსენებს… იმედია…

თუმცა რაიმეს დარჩენამდე და დატოვებამდე ვფიქრობ კიდევ დიდი გზაა, ზაფხული მოდის , ცხელი მაგრამ სიცოცხლით სავსე, მჩქეფარე და აღმოჩენებით სავსე ზაფხული… არა, ისეთი აღმოჩენების კი არა მარსზე სიცოცხლეს რომ ამტკიცებს ანდა კიბოს კურნავს, არამედ საკუთარი თავის აღმოჩენებისა… “ბაბუაწვერას ღვინო” გადავიკითხე… ყველა ფურცელი მოგონებებს და ნაირფეროვან ემოციებს აღმიძრავს და ვერ ვაკავებ ამ ემოციებს, ხან ტირილი მინდება, ხან სიცილი, ხან ვსევდიანდები ხან გაოცებისგან ვბრუვდები…  დაგლას სპოლდინგისა არ იყოს მე ყოველ ზაფხულს ვხვდები ხოლმე რომ ცოცხალი ვარ, ეს განცდა განსაკუთრებით ზაფხულში მიმძაფრდება და იმ  დროს მახსენებს,  როცა ჩემი სახლის ეზო ბაბუაწვერებით, მწვანე ბალახით, ყვავილებით, მკვახე ტყემლებით და ჭრიჭინების ხმითაა სავსე… მაშინ როცა დილაობით მამლის ყივილზე გეღვიძება მიუხედავად ტელეფონზე დაყენებული მაღვიძარისა, მაშინ როცა ჩიტები ჭიკჭიკებენ და თხილის ხეებზე სულ თოთო მწვანე კაკლები ყავისფრად იფერებიან… ჰაერში კი გაურკვეველი მაგრამ საოცარი არომატები ტრიალებს, შენც ხარბად ისუნთქავ და “აღმოჩენები და გამოცხადებანი” საკუთარ თავში თავისით იწყება…

“რიტუალები და ცერემონიები” კი ისევ ძველებურად და მყარად გრძელდება…  ვაზი იყლორტება, ყანები ითესება, მიწები იხვნება, სოფლის ორომტრიალი ხურდება და ხურდება, მოხუცები ფუსფუსებენ, მიწაში ჩაყრილ ყოველ თესლს ლოცვას და იმედს აყოლებენ, შემოდგომის დოვლათიან მოსავალზე ფიქრობენ და შრომობენ, ოფლის ყოველი წვეთი ტკივილს და შრომას იტევს, ხანდახან ცრემლზე მძიმეა და ხანდახან სიცოცხლეზე ძვირფასი… ბლის კუნწულები წითლდებიან და ბაღჩაში მარწყვები  იწონებენ თავს… ცოტა მოგვიანებით სიმინდის თოთო ტაროები ოხშივარს იდენენ… და მოსავალიც მოდის ნელ-ნელა…

ივნისის რიჟრაჟები, ივლისის შუადღეები, აგვისტოს საღამოები სწრაფად გადიან… და ზამთარიც გვიკაკუნებს კარზე…

ნეტა როგორ დავემშვიდობები ზაფხულს, ანდა ჩემი ზამთარი როგორი იქნება… ერთი რამ კი ნამდვილად ვიცი, ჩემი ცხოვრების ზამთარშიც კი მეოცნებე ბავშვი ვიქნები…

ეს ფოტოები კი ჩემი აპრილის თვიდან :

dgcv ngj

dfgh

jfv vbdnfc

jhtg dfghj  hfj vdjg dfhcgvj

1

ზღვა კი ძველებურად ღრმა, მღელვარე და უკიდეგანო იქნება დროის ყველა მონაკვეთში… ვიღაცეები მოვლენ, ვიღაცეები წავლენ, ის კი მუდამ ილივლივებს კენჭებზე…

17 thoughts on “წინ, ზაფხულისაკენ…

  1. Tinita

    “ნათესავი წარვალს და ნათესავი მოვალს. და ქვეყანა ჰგიეს უკუნისამდე.”

    🙂 რა კარგი იყო!

    მეც ასე მძაფრად და ემოციით აღვიქვამ დროის მდინარებას და რა კარგია, რომ აქაც ვნახე ჩემი მსგავსი გრძნობები.
    “ბაბუაწვერას ღვინოს” გარეშე რაა ზაფხული!

    Like

    Reply
    1. კუშის ბლოგი / kushi's blog Post author

      არც არაფერი ჩემო თინა ❤ ბებოს ქვიოდა თინა და ასე მინდა ჩემს კარგად ვერგაცნობილ ბებოს ვგავდე ხოლმე… კეთილი ყოფილა, უსაშველოდ კეთილი… დრო ერთერთი ყველაზე მოკლე სიყვა და ამავე დროს თვისობრივად ყველაზე უსასრულო…

      Like

      Reply
      1. Tinita

        მეც ბებიას სახელი მქვია… იცის ტკბილი ბებო იყო და მასთან ცოტა დრო მაქვს გატარებული. რასაც პატარაობაში მეუბნებოდა, ყველაფერი ახდა. საოცრებაა ჩვენი ყოფა.

        Like

      1. LA MAGA DE RAYUELA

        ისეთი მზე და სითბი იღვრება შენი ბლოგისგან, რომ შეუძლებელიც კი არ “მოიკითხო” აქაურობა.

        Like

  2. Kate

    ამ ბლოგზე რომ შემოვდივარ, დადებითი ემოციით ვივსები. რა კარგი სურათებია. აქეთ პარიზი, აქეთ მოდა, აქეთ ყვავილები, აქეთ ნამცხვრები.

    Like

    Reply
    1. კუშის ბლოგი / kushi's blog Post author

      დიდი მადლობა სითბოსთვის კეით 🙂 რა ვიცი აბა, ყველაფერი ერთად მინდა და კი გამოდის არეულ-დარეული, მაგრამ რადგან ერთს მაინც სიამოვნებს აქ შემოჭყეტა ეს უკვე ბევრ რამეს ნიშნავს ჩემთვის ❤ მადლობა შენ!!!

      Like

      Reply
      1. Kate

        არეულ-დარეული კი გამოდის ხოლმე, მაგრამ ეგ ნელნელა დალაგდება. მთავარია, შენ გინდოდეს დალაგება. მეც ვერ ვწერდი კარგად თავიდან. მაგრამ 7-მა წელმა თავისი ქნა 😀

        Like

      2. Kate

        :))) დალაგდება აბა რას იზამს. უბრალოდ მონდომება უნდა. და სურვილი.

        Like

  3. ეველინი

    მეც ზაფხულში ვიწყებ გამოცოცხლებას. მითუმეტეს, მეტი დრო მაქვს საკუთარი თავის შეცნობისთვის და საყვარელი საქმიანობებისთვის. ამ ზაფხულს ალბათ წიგნებს, ფუნჯებს და ფოტოაპარატს არ გავაგდებ ხელიდან ❤

    Like

    Reply

Leave a comment