weekend :)

შაბათ-კვირა მჯერა  ყველასათვის  საყვარელი კვირის დღეებია ბავშვობიდანვე, ჯერ იყო და სკოლის რუტინულ ყოფას გვიხალისებდა, მერე უნივერსიტეტის, ახლა სამსახურის ორომტრიალს გავურბივართ და მომავალშიც რაღაც სხვა მიზეზები გამოჩნდება ალბათ… ნუ მართალია დღევანდელმა ცხოვრებამ ისე მოიტანა რომ ძირითადად ყველანი  კვირის 7 დღიდან 6 დღე ვმუშაობთ, მაგრამ მაინც საამურია შაბათიც და ნუ კვირა ხომ არის და არის…

მშვენიერი დასვენება გამომივიდა, დამღლელიც, მარტო ფიზიკურად კი არა ემოციურადაც მაგრამ მართლაც მშვენიერი იყო… აი ფილმებიდან არ გახსენდებათ ის მხიარული სცენები ოჯახით რომ შორ გზას მიუყვებიან? ჰოდა ყველაფერი ასე დაიწყო… გავუყევით ძალიან ბედნიერები შორ გზას, მიზეზი ჩემი პატარა ჭინკა გოგოს პირველი წარმატება იყო… ჩავიდა პირველკლასელი ანა-ბანა თბილისში, მიიღო კუთვნილი სიგელ-დიპლომები, დედიკო და მამიკო გაახარა და წამოვიდა უკან ისევ ისეთი მხიარული და ბედნიერი…

DSC_0222

11214162_838789529530536_5006254178747714412_n

აბა რა გითხრათ, სასწაული კი არ მომხდარა, არც ოქსფორდში ჩაუბარებია და არც ჰარვარდში მაგრამ დრო რომ მოვა და მართლაც მოხდეს სასწაული, ერთ დღეს მართლაც რომ შეაღოს მსოფლიოს რომელიმე დიდი და ბებერი  უნივესიტეტის კარიბჭე, შეიძლება მაშინაც კი ვერ მივაღწიო სიხარულის და სიამაყის ისეთ პიკს როგორც ეხლა… იმიტომ რომ ახლა სულ პაწაწუნაა, სულ გამოუცდელი და სულ ვარდისფერი ეჩვენება სამყარო. ისე უდარდელად ეჭიდება ყველა საქმეს არც კი უშვებს იმის შესაძებლობას რომ შეიძლება არ გამოუვიდეს, მე ვფიქრობ სწორედ ამიტომაც გამოსდის… გინდათ ყველაზე ეგოისტი დედა მიწოდეთ და გინდათ ყველაზე ნარცისი… ყველაზე კარგი მყავს,  ყველას მირჩევნია და მორჩა! 🙂

მერე  ისევ და ვუბრუნდი ცხოვრების ჩვეულ რიტმს,  ჩამოვედი ბათუმში, აქ კი ნამდვილი გაზაფხულის კვირა დღით დავტკბი… სასიამოვნო სითბო იყო, მზე ანათებდა, ზღვა ლივლივებდა, ხალხი დასეირნობდა და ყვავილები იწონებდნენ ამ კვირა დღეს ყველა მრიდან თავს…  ჰოდა მეც გავიხსენე ბავშვობა და გავიჭერი ზღვის სანაპიროზე ჩემი ახალი ველიკით 🙂 მართლაც კარგი იყო, ვერაფერს დავამატებ… უბრალოდ ასეთ მრავალ დღეს გისურვებთ, თბილს და უდარდელს 🙂

DSC_0320 DSC_0308 DSC_0315  DSC_0294 DSC_0280 DSC_0282

საღამოს, როგორც პატარა ნამდვილი საზღვაო ქალაქის მცხოვრებს შეეფერება ისეთი ვახშამიც მოვამზადე და ბოლო აკორდიც ეს იყო…

Bon Appétit…

DSC_0263

DSC_0258 DSC_0272 DSC_0279

თქვენ როგორ გაატარეთ მეგობრებო დასვენების საამური დღეები?

11 thoughts on “weekend :)

  1. უსახელო ბლოგი

    როგორ მიყვარს ბედნიერებით გაჟღენთილი ამბების მოსმენა (კითხვაც) 🙂 გისურვებ კვირის ყოველი დღე ასეთი მზიანი გქონოდეს 🙂 p.s. აღფრთოვანებული ვარ შენი კულინარიული შედევრებით 🙂

    Liked by 1 person

    Reply
    1. კუშის ბლოგი / kushi's blog Post author

      რა ვიცი, ვცდილობ ბედნიერებები შევქმნა თორემ ისე კი იცი რა ნაცრისფერია ყოველდღიურობა ძირითადად…შედევრები სგან ზალიან შორსა ვართ, მაგრამ გემრიელობა კი იყო 🙂 🙂 სიამოვნებით დაგიწვევდი ახლოს რომ იყო 🙂 ვისაუბრებდით ათას რამეზე 🙂

      Like

      Reply
  2. Sophie SUNNY Golden

    შენი ბლოგი ისეთი კარგი და თბილი ადამიანის შთაბეჭდილებას მიტოვებს შენზე და ყოველთვის მათბობს.
    რა კარგი გოგო ხარ და კიდევ უფრო საყვარელი გოგონაც გყავს. წარმატებები და ბევრი სიგელები მიეღოს, ძველ და კარგ უნივერსიტეტშიც ესწავლოს და უფრო გაეხარებინოს მშობლები.
    ყველაზე მთავარი კი, ბედნიერი და კმაყოფილი იყოს ცხოვრების. ჩემს შვილებსაც ყოველთვის ამას ვუსურვებ. საბოლოოდ, მხოლოდ ოჯახი თუ გააბედნიერებს ადამიანს და არანაირი სხვა ტიტული, თუ დიპლომი.

    Liked by 1 person

    Reply
    1. კუშის ბლოგი / kushi's blog Post author

      ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის და ნდობისთვის ასე ვთქვათ 🙂 მე კიდევ ისე მიყვარს შენი ბლოგი და შენი აზრები რომ რა გითხრა აბა, რა დავამატო…
      ოჯახი არის მე ვფიქრობ ის, საითკენაც ყველა ადამიანი გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად მიისწრაფვის… ყველაფერი ოჯახით იწყება და ოჯახითვე მთავრდება… უუუუუდიდეს როლს ვანიჭებ პიროვნების ჩამოყალიბება-განვითარებაში…
      ძალიან მინდა ჩემს შვილს იმ სიყვარულის ნხევარი მაინც ვაჩუქო და იმ მზრუნველობისა და სითბოს ნაწილი რასაც მე მჩუქნიდა ჩემი დიდი ტკბილი ოჯახი 🙂

      0

      Like

      Reply
  3. Nino Kashibadze

    ვეროო :* ვისიამოვნე! მშურს შენი. ზღვა ჩემი სტიქიაა და თან ველოთი გაქროლება სანაპიროზეე, უჰჰ :))

    Like

    Reply
  4. Mari

    აუ აუ აუ.. შარშან ზუსტად ამ დროს ვიყავი ბათუმში. მაშნ ჯერ არ ვიცოდი ველოსიპედის ტარება და ვერ გავრისკე. ახლა, ამ ფოტოებს რომ ვუყურებ, ერთი სული მაქვს როდის წავალ ისევ. არც ზღვა მინდა არც “ზაგარი” მხოლოდ ველობილიკი და შემწვარი თევზი ❤

    Like

    Reply
    1. კუშის ბლოგი / kushi's blog Post author

      აჰა, სიამოვნებით გიმასპინძლებდი შემწვარ თევზზე, იმერულ შავ ღვინოზე და ჩემი ველიკითაც გაგართობდიიი :დ მართლაც კარგი იქნებოდა, შენმა მზემ 🙂

      Like

      Reply
  5. A Magazine

    Ra sayvareli postia, tbili da Peradi da aseve Madis amzvrelic:) velikati xshirad seirnob?:) Gilocav Sheni shvilikos carmatebebs! Aucileblad miagcevs did carmatebebs***

    Like

    Reply
    1. კუშის ბლოგი / kushi's blog Post author

      კი ანო, მიყვარს ველიკით სერნობა, მეც და ჩემი მეუღლეც ძალიან ვხალისობთ მაგ დროს 🙂 მადლობა ❤ ჩემი გოგო ნამდვილად გვახარებს ხოლმე 🙂

      Liked by 1 person

      Reply

Leave a comment