რა საჭიროა ბევრი სიტყვები, როცა თვალები მეტსაც გეტყვიან…

ალბათ არასოდეს არ დავიღლები ჩემი ტკბილი მოგონებებით შენზე და ჩემზე… და იმაზე თუ როგორ გავხდით ჩვენ…

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
2004 წელი

სადღაც ქუჩაში… სიფრიფანა გოგო უდარდელად და მხიარულად მიიჩქარის  შინისაკენ … სულ არ იცის, თუ რა მალე ეწვევა სიყვარული… მშობლიურ მხარეში სტუმრად ქცეული ერთი კაციც მიაბიჯებს ამავე ქუჩაში თავდაჯერებულად და ცოტა ამაყადაც კი… მიაბიჯებს და ჯერ სულ არ ფიქრობს იმაზე, რომ სიყვარულის დრო დაუდგა…  მაგრამ განა სიყვარულმა თავის დრო თავად არ იცის? კაცს შეუყვარდა,  სიფრიფანა გოგომ არა იცოდა რა…  ის სულ არ ფიქრობდა ჯერ დიდ გრძნობებზე, მით უფრო ქუჩაში შეხვედრილ, თავდაჯერებულ უცხო კაცებზე…

il_570xN.258893300

2005 წელი
 
სადღაც ოთახში… დარცხვენილი და ამავე დროს უზომოდ ბედნიერი სიფრიფანა გოგო, პირველი ნამდვილი წერილი კაცისგან და ისიც სასიყვარულო, ისეთი წერილი საუკუნეების წინ რომ წერდნენ ერთმანეთს შეყვარებული გულები კალმით და გაყვირთლებული ფურცლებით… ჩანს ყველაფერი ––– სითბო, სიყვარიული, მონატრება, დარდი, მღელვარება, მარტო შეცდომაა ათასი მაგრამ შენ, პატარა გოგოს მაინც გამართულად და ზღაპრულად გეკითხება ყველა სიტყვა…  რა მოთვლის შემოსული ზარების რაოდენობას ან ტანში დავლილ ყველა ჟრუანტელს… ვინ დათვლის ჩვენი სიშორის ყველა კილომეტრს… მონატრების აურაცხელ წუთებს…. და ლექსების სტრიქონებს….

2006 წელი
მანძილი,  სიშორე,  მონატრება და დღიური… შეყვარებული ქალის დღიური ყველას გქონიათ ალბათ, ან გინახავთ საუკეთესო დაქალის, ნაცნობის და ა.შ. მაგრამ  შეყვარებული კაცის დღიურები ეს სხვა მოვლენაა, თანაც ეს კაცი თუ ხატავს და უყვარდება პოეზია მხოლოდ იმიტომ, რომ მის სიფრიფანა გოგოს უყვარს თავდავიწყებით…. მთელი წელი სიყვარულის და განშორების დღეებია, მხოლოდ ორჯერ შეხვედრა.. ორად ორჯერ…  მე ვწერ… ის წერს… და ამ ნაწერებს დღესაც არ დაკარგვია ხიბლი და არ დადებია მტვერი… ეს ნაწერები ჩვენი სიყვარულის ბიბლია…
il_570xN.234798595
***

გითხარი…გეწყინა, ბავშვივით გაწითლდი,ბავშვით დამტუქსე თან:

„რა ცუდი ყოფილხარ… მომეშვი… გამცილდი…როგორ გამიბედე თქმა“.

არაო, თავს იქნევ სასტიკად უარობ,
მეძახი ცუდსა და შლეგს,
მე კი, ასე ცუდი, მეგობრებს ვუამბობ –
როგორი კარგი ხარ შენ.
2007 წელი
თვალწინ გვეზრდება პატარა ბავშვივით ჩვენი სიყვარული, ისწავლა ნდობა, მოთმინება, მონატრება, მოფერება, მართალია ხანდახან ბავშვივით ჯიუტდება კიდეც მაგრამ ეგ არაფერი… ათასში ერთხელ ეპატიება… მე შენ განდობ ჩემს სატარებელ მძიმე ჯვარს და შენ ამაზე დაუფიქრებლად მეთანხმენი… მე შენ ამ ჩემი ტკივილის გაზიარების გამო ათასჯერ უფრო მეტად მიყვარდები ვიდრე აქამდე!!! მივდივართ წინ, მიზნისკენ, მაგრამ განა მიზანი რაა? არასოდეს უფიქრია სიფრიფანა გოგოს ოჯახზე, საკუთარ ოჯახზე… რა როგორ სჯობია მე დღესაც არ ვფიქრობ ამაზე… აზრი არა აქვს… ამიტომაც გათენდა დღე ნათელი, თეთრი კაბით, ჯვრისწერით, პატარა წვეულებით და დიდი ძალიან დიდი იმედებით… ცხოვრებისეულ რთულ გზაზე არავინ ფიქრობდა მაშინ…
***
მე ასე მგონია, ლერწამი ვიყავი,
ვამბობდი სიმღერებს, ცის მადლით ცხებულს,
მე ვიყავ ლერწამი, შენ კიდევ ნიავი
და თბილი ღუღუნით მივსებდი სხეულს.
 
და როცა ჟამთასვლამ ცვლილება გვარგუნა
და მიწად ვიქეცით როცა,
მე ვიყავ ბალახი – შენ ჩემი შხაპუნა,
ცრემლებით, სიცილით გიყვარდა მოსვლა.
 
მე ასე მგონია, ჩიტებიც ვიყავით
და გზებზე ვფანტავდით ბარტყებს და სიზმრებს.
ბევრჯერ გადავლახეთ სიკვდილის სიავე
და ჰა, ერთმანეთი მოვძებნეთ ისევ.
 
გიყურებ, გისმენ და მტეხს გულისფიცარი,
რაღაც მაგონდება, ვით შორი სიზმარი –
 
თითქოსდა ხილვებით ნათდება უკუნი,
ირღვევა ჟამი და ერთმანეთს ერწყმის:
წვიმების შხაპუნი, ჩიტების ჟღურტული,
ჩურჩული ქარის და ღუღუნი ლერწმის…
2008 წელი
მე შენ გაჩუქებ ყველაზე მთავარს… მე შენ გაჩუქებ ყველაზე ძვირფასს, მე შენ გაჩუქებ ყველაზე ………. არ ვიცი რომელმა რომელს ვაჩუქეთ მაგრამ, მაისის ერთ მზიან დილით მტანჯველი და შიშით სავსე ლოდინის შემდეგ ქვეყანას მოევლინა კიდევ ერთი სიფრიფანა გოგო… ჩვენი სიყვარულის ხორცშესხმული პატარა არსება… მე დედა ვარ, შენ მამა… და  ასე გვგონია ქვეყანას შევძრავთ მას რომ დაჭირდეს, მთებს გადავაბრუნებთ, ვარსკვლავებს დავუკრეფთ… ქვეყნად არავინ და არაფერი გვახსოვს ამჯერად…
ისევ სიშორე… ისევ ლოდინი…  და ცოტ–ცოტა პრობლემები, გამოწერილი წამალივით  2 დღეში ერთხელ მისაღები … ნუ გავიხსენებთ ცუდს, გულში არ ჩავიდოთ ნამცეციც, მხოლოდ  სიყვარული….
il_570xN.210687222
***
ძლივს შემეჩვიე… და მტუქსავ თითით:
“არ შეიძლება… აკრძალულია”…
თურმე შეჩვევა ყველაზე დიდი,
ყველაზე სანდო სიყვარულია.
შენი ჩურჩული მე შევიყვარე,
როგორც ოჯახის დიდი ნუგეში,
შენი ჩურჩული არხევს ფიჭვნარებს,
ბალახად წვება ჩიტის ბუდეში.
მე შენს ჩურჩულში ვარ შეყუჟული,
მთვრალი ვარ შენით და საღამოთი
და მეჩვენება, შენი ჩურჩული,
სადღაც, ბუხარში, კვამლად ამოდის.
მეხვევა ეგ ხმა, როგორც ვენახი
და რას აღმითქვამს, მინდა გავიგო.
მაგ ჩურჩულიდან ვიღაც მეძახის
გაუბედავად: “მამა… მამიკო…”ძლივს შემეჩვიე… და მტუქსავ თითით.
“არ შეიძლება… აკრძალულია…”
თურმე შეჩვევა ყველაზე დიდი,
ყველაზე სანდო სიყვარულია.
2009  – 2010 წელი
ვცხოვრობთ მშვიდად, ცოტ–ცოტა ყველაფრით… სიფრიფანა გოგო ხან პირველი ნაბიჯერბით, ხან პირველი სიტყვებით, ხან პირველი ცეკვით, ხანაც კიდევ პირველი სიმღერით გვიხალისებს რუტინულ ცხოვრებას…
2011 წელი
სამი წლით დაგვიანებული დაუვიწყარი თაფლობისთვე, გამოცოცხლებული ურთიერთობები და თავიდან აღმოჩენილი ერთმანეთი…
2012 წელი
ჩვენ ვცხოვრობთ მარტო!!! სრულიად მარტო, ცოტა გვეშინია რას როგორ გავწვდებით, მაგრამ ნელ–ნელა ვხვდებით რომ ყველაფერი გამოგვდის, მე კარგი ცოლი ვარ, შენ კარგი ქმარი, მე კარგი დედა ვარ, შენ კარგი მამა… ერმანეთის თავიდან გაცნობას ვიწყებთ, ჩვენ ხომ არადსოდეს გვიცხოვრია ერთად… მანძილი და სიშორე მუდამ მურამანის ეკალივით იყო ჩვენს შორის მოთავსებული.
თავიდან ვცხოვრობთ მრავალი ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო ბოშათა ბანაკივით… ცას არ მივემგზავრებით, უბრალოდ  პატარ ბუდეს ვეძებთ ჩვნთვის, კრედიტით და ცოტა დარდით, მაგრამ მაინც…
2013 წელი
ესმის ღმერთს, ყველაფერი ესმის… მართლაც რომ ბუდე გვაჩუქა ზღვისპირა ქალაქში, ზღვის პირას მეათე სართულზე შემოგვასკუპა და ვართ უზომოდ ბედნიერი… ვწვალობთ და ვშრომობთ, ვალამაზებთ ყველაფერს და გვიხარია, უზომოდ გვიხარია… ჩვენი შვილს ვუწყობთ ოთახს, მის საოცნებო ოთახამდე მართლაც ჯერ კიდევ შორია მაგრამ…ის ჯერ კიდევ ვერ ხვდება რომ არათუ ოთახი, სახლიც კი არა აქვს უამრავ ბავშს, და მე გული მტკივა ყველა მათგანის გამო… შენ სულ ამბობ კიდეც, ასეთი პატარა კუთხე ყველას მიეცი უფალოო… მეც უსიტყვოდ ყოველ ჯერზე გულით გეთანხმები…
il_fullxfull.258141396
***
ვინა თქვა ჩვენზე, ვიწროდ არიან, 
ერთი ოთახის ამარა დავრჩით. 
ჩვენს სახლს, ძვირფასო, სამი კარი აქვს, 
სამი ფანჯარა: მე, შენ და ბავშვი.
ხანდახან ღმერთს ვცოდავ და ცუდ რამეებს ვფიქრობ, მაგრამ ახლა რომ ვუფიქრდები…. რა ბედნიერი ვარ რომ მყავხარ, რა ძლიერ ვგრძნობ შენს სიყვარულს ყოველ წუთს და წამს, როგორ მაიმედებ და გვერდით მიდგახარ ყველაფერში, განა შეიძლება კიდევ გეწუწუნო, მაგრამ ამ წუწუნშიც ბევრი, ბევრი სიყვარულია იცოდე!!!…
***
თუ მწარეს გეტყვი და შხამიან ნესტარს გიტოვებ,
შენ წყენა გრჩება და ტკივილი…
მაგრამ იცოდე:
უფრო მეტად ვსჯი ჩემს თავს თვითონვე,
ნესტარს ვიტოვებ და
ფუტკარივით ვტოვებ სიცოცხლეს…
მინდა ერთმანეთს ტკბილად შევაბერდეთ ბევრ შვილიშვილან ერთად, მოვუყვეთ მათ ჩვენი ზღაპრული ამბავი და წავაკითხოთ ჩვენი გრძნობების გაყვითლებული ფურცლები…
მე თანახმა ვარ ერთმანეთს რომ შევეჭაღაროთ,
მე თანახმა ვარ შვილიშვილი სოფლად ვატაროთ.
მე თანახმა ვარ,რომ პირველი წავიდე მიწად,
შენ როცა მოხვალ,თბილი დაგხვდეს ჩემს გვერდით მიწა..
***
ამ ქუჩის ბოლოს, ორი მოხუცი ცხოვრობს,
მათი სახლ-კარი მარტოობისგან დამსგავსებია სოროს.
ცაში ღრუბლებად გადაიშლება, ქვეყნის ოთხივე კიდეს,
რაც უფიქრიათ, რაც წაუკითხავთ, რაც სიზმრებიათ კიდევ.
გაიხსენებენ ახალგაზრდობას, როგორც შხაპუნა წვიმას,
მათი შვილების პატარაობას, ათას უბრალო წვრილმანს.
ფანჯრის რაფაზე ბეღურები და წამლის შუშები სხედან,
წიგნი… საქსოვი… ბანქოს ქაღალდი ანიავებენ სევდას.
ამ ქუჩის ბოლოს,
ამ ქუჩის ბოლოს, ორი მოხუცი ცხოვრობს,
აქედან ვხედავ და უკვე მიყვარს ბევრი ჩვენგანის ბოლო.
მაგრამ ხანდახან შიში შემიპყრობს და იმ დღეებზე ვდარდობ,
ამ ქუჩის ბოლოს ერთი მათგანი როცა დარჩება მარტო…
ჩვენ სულ გამორჩეულად გვიყვარდა შოთა ნიშნიანიძის ლექსები, ხუმრობდი კიდეც აკი მეც შოთა ვარო … ყველა მახსოვს შენგან მოძღვნილი და ჩემგან გატანებული…
P.S.     დაბადების დღეს გილოცავ ჩემო შოთუნა… რა უნდა გითხრა? დიდი არაფერი, სხვა თუ არავისთვის და არფრისთვის ჩემთვის გაჩენილხარ ამქვეყნად, მხოლოდ ერთი მინდა იცოდე, შენ იმდენად ბევრი ხარ ჩემში, რომ საკუთარ არსებაში ჩემივე თავი მეცოტავება… რა საჭიროა ბევრი სიტყვები, როცა თვალები მეტსაც გეტყვიან….

18 thoughts on “რა საჭიროა ბევრი სიტყვები, როცა თვალები მეტსაც გეტყვიან…

    1. კუში–კუში Post author

      არა საყვარელო ეს შოთა ნიშნიანიძის ლექსებია, მთელ ჩემს სტორიას ეს ლექსები ლაიტმოტივად გაზდევს მუდამ… ისე ვწერდი და ეგ კრგი იდეა… ერთ-ორს შეიძლება დღის სინათლე ვანახო 🙂 მადლობა რომ მსტუმობ!

      Like

      Reply
  1. Pingback: როცა თქვენზე ვწერ ყველა სიტყვა უფერულდება… | კუში-კუში...

  2. Pingback: კუში-კუში...

  3. Pingback: როცა თქვენზე ვწერ… | კუში-კუში...

  4. Pingback: ჩემი ტკბილი მეგობრები… | კუში-კუში...

  5. Pingback: Anytime You Need a Friend… | კუში-კუში...

  6. ეკა

    უნიჭიერესო,სად პოყულობ ამ სიტყვებს ))) მეგონა ჩემს ისტორიას ვკითხულობდი.ძალიან კარგად წერ.ემოციების და თვალზე მომდგარი ცრემლის გარეშე ვერ წავიკითხე.წარმატებები )))

    Like

    Reply
    1. კუში–კუში Post author

      უდიდესი მადლობა ასეთი კარგი და თბილი სიტყვებისთვის….სამუშაო დღის ბოლოს დაღლილ–დაქანცულს ენერგიის წყაროდ გამიხდა შენი კომენატარი… დიდი მადლობა… ისტორია ნამდვილია და ეს ჩემი ცხოვრების ერთ–ერთი საუკეთესო მოგონებათა კრებულია…. 🙂

      Like

      Reply
      1. ეკა

        არაფერს 🙂 ერთ დღეს,როცა ამ გიჟური რიტმისგან ამოვისუნთქებ,მეც მინდა ამ თემაზე დავალაგო აზრზები.აი,ამომასუნთქოს ცოტა ჩემმა მოუსვენარმა.შენ ალბათ გავლილი გაქვს ეს ეტაპი და გამიგებ,ახლახანს გახდა 1 წლის. :დ

        Like

  7. ეკა

    მართლა,ამის კითხვა მინდოდა ადრეც,თუ ზედმეტ თავხედობაში არ ჩამომართმევ,ფორუმ.გე-ზე ხომ არ ხარ?
    ნაცნობი წერის სტილი გაქვს. 🙂
    თუ რამე,წაშალე ეს 😉

    Like

    Reply
  8. Pingback: ტკბილი მოგონებები და გემრიელობები | კუში-კუში...

    1. კუში–კუში Post author

      გაიხარე 🙂 მეც ჭეშმარიტად მჯერა რომ ასეა..

      “დავბერდი? არა! ლექსების ფერებს

      დაჰკრავს სურნელი საუკეთესო,

      ნამდვილ სიყვარულს რა დააბერებს,

      სულზე უტკბესო!” /ი. გრიშაშვილი/

      Like

      Reply

Leave a comment