ტკბილი მოგონებები და გემრიელობები

მოკლედ დავიკარგე… არადა ხშირად მინდოდა აქ რამე დამეწერა მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ მოვახერხე… სამაგიეროდ მოვედი და ტკბილი მოგონებები და გემრიელობები მოგიტანეთ… 🙂

jkh

მე და კულინარია ყოველთვის შორი–შორს ვიყავით, თუმცა ისეთი დედის გაზრდილი ვარ რომ კულინარია ჩემთვის  ნამდვილი ხელოვნება იყო და დარწმუნებული ვიყავი რომ ვერასოდეს ვერ შევეჭიდებოდი ამ ხელოვნების სირთულეებს დედაჩემის  სასწაულმოქმედი ხელების  შემდეგ, მეტიც არასოდეს მქონია ამის სურვილი და მცდელობა… ჩემი დიდი სიყვარულის და ადრეული ქორწინების შედეგად ასე თუ ისე საჭიროებამ მოითხოვა ჩემს მიერ სამზარეულოს დალაშქვრა, მაგრამ ნურას უკაცრავად!!! 🙂 რეცეპტებს კი  ვიწერდი და ვაგროვებდი ხალისით მაგრამ მაშინდელი  ჩემი მიღწევები მხოლოდ კარტოფილის, კვერცხისა და კატლეტების შეწვით, აჯაფსანდლის, ლობიოსა და ხორცის სოუზის მომზადებით შემოფარგლებოდა… ალბათ ზოგიერთს გაგეღიმებათ, რა გინდა გცოდნიაო მაგრამ დამიჯერეთ როცა გურმანი მეუღლე და პატარა ბავშვი გყავს რომელსაც ათასი სასუსნაო და ტკბილეული უხარებს გულს ეს საკმარისი ნამდვილად არ არის! ამას მაშინ მივხვდი როცა მარტო დავრჩი და ერთხელ ჩემმა მეუღლემ სახლში მომზადებული ნაცხვარი ინატრა, იქ უკვე აუტანელმა სიჩუმემ დაისადგურა ჩემი მხრიდან… მაშინ ჯერ კიდევ არ ვმუშაობდი, მეორე დილით მშვიდად გავაცილე სამსახურში და დავიწყე ფიქრი, რა მექნა… მინდოდა ჩემი ხელით მომემზადებინა მისთვის ესოდენ სანატრელად გამხდარი ნამცხვარი…. ცხადი იყო დიდ და რთულს ვერაფერს მოვამზადებდი ჩემი პატარა  ელექტრო ღუმელით და  მწირი გამოცდილებით… ჩემს მიერ ჩაწერილი რეცეპტები კი ნუ იტყვით, ახლაც კი მეშინია ზოგიერთი მათგანის მომზადება, მაგრამ იმედს ვიტოვებ რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინა მაქვს… დავიწყე ძებნა ინტერნეტში და აღმოვაჩინე ყველაზე საუკეთესო კულინარიული ბლოგი საქართველოში PerfectCook.org … სიტყვები არ მყოფნის მათ საქებად და მადლიერების გამოსახატავად… აქვე აღმოვაჩინე მარტივი რულეტის რეცეპტი გავიხსენე ბავშვობის გემო და საგულდაგულოდ შენახული ჯემი, რომლითაც შევცვალე რეცეპტში მითითებული ირისის კრემი….შედეგი თქვენ თავად შეაფასეთ, ფოტო ძველიცაა და პირველი ნახელავის კვალობაზე ვფიქრობ არცთუ ძალიან გასაკრიტიკებელი… მაგრამ მთავარი ამ ამბავში ისაა რომ ჩემს მეუღლეს დღესაც კი ეჭვი ეპარება რომ მაშინ ეს რულეტი თავად მოვამზადე, სულ მეხუმრება მარკეტში იყიდე და მატყუებდიო… 🙂 მას მერე ბევრმა ტკბილეულმა გაანებივრა და ნელ–ნელა მგონი იჯერებს…

123

ამ  რეცეპტის დაწერა  მარხვაში მინდოდა, მაგრამ ვინაიდან დარწმუნებული ვარ რომ კიდევ გამოიყებთ, ისევ ისეთივე ენთუზიაზმით გაგანდობთ ჩემი სამარხვო კრუასანების უბრალო რეცეპტს, რომელიც ჩემმა საყვარელმა მეგობარმა მასწავლა… ვფიქრობდი არ გამომივათქო და პატარა ბავშვივით მიხაროდა როცა ღუმელიდან  ფხვიერი და თავმომწონე კრუასანები გამოვაბრძანე… მომზადებას დაახლოებით 2 საათი კი სჭირდება მაგრამ როცა მარხვაა და  სტუმრებს ელოდები ეს ნამცხვარი მისწრებაა ჭიქა ჩაისთან ან თუნდაც ყავასთან, ასევე ძალიან მოსახერხებელია სადმე თუ უნდა წაიღოთ, კოპწიად ჩაწყობთ პატარა კალათაში ან თანამედროვე სამზარეულოს კონტეინერებში და ლამაზად მიიტანთ დანიშნულების ადგილზე… ვისაც ეს კრუასანები გამოგივათ და დარწმუნებული ვარ რომ გამოგივათ, თავისუფლად მოამზადებთ ცნობილ ნამცხვარ “ნაპოლეონს”… რა თქმა უნდა არასამარხვო ვარიანტს. ახლა კი რეცეპტი:

  • 1,5 ჭიქა გადმოდუღებული ცივი წყალი
  • 500 გრ მარგარინი (მე “უსტამს” ვიყენებ)
  • მწიკვი მარილი
  • 2 ს/კ ძმარი
  • 2 ს/კარაყი
  • 2 ს/კ ზეთი
  • ფქვილი

ეს ყველაფერი ერთად მოვათავსოთ ჯამში და მოვზილოთ ცომის მაგარი მასა, ბოლოდ გავყოთ 3 ტოლ ნაწილად და დავასვენოთ 10–15 წუთით. თითოეული ნაწილი რიგ–რიგობით გავაბრტყელოთ, თითოეულ ფენას ხელით შევაზილოთ 50 გრ. უსტამი და დავკეცოთ ფურცელივით მაქსიმალურად, შევახვიოთ სამზარეულოს პარკში და შედოთ მაცივარში სანამ მომდევნო ფენას 2 ფენას გავამზადებთ იგივენაირად… სამივე ფენა მაცივარში დაახლოებით 15 წუთის ყოფნის შემდეგ ისევ გავაბრტყელოთ და ისევ იგივენაირად შევაზილოთ თითოეულს 50 გრ. უსტამი. მეორედ გადაკეცვის შემდეგ სამივე ფენა რაც უფრო დიდხანს გაჩერდება მაცივარში მით უფრო კარგი მაგრამ თუ გვეჩქარება მინიმუმ 30 წუთით მაინც უნდა დაველოდოთ… ამ დროის განმავლობაში მოვამზადოთ სამარხვო კრემი:

  • 2 ჩ/ჭ შაქარი
  • 2 ჩ/ჭ წყალი
  • 4 ს/კ ფქვილი
  • 1 შეკვრა ვანილი
  • მარილი

ეს ყველაფერი ნელ–ნელა გავხსნათ წყალში და ნელ ცეცხლზე მოვადუღოთ და შემდეგ კარგად გავაცივოთ.

lj;l

ფენები რიგ–რიგობით გავაბრტყელოთ მრგვალად და დავჭრათ სამკუთხედებად, თითოეულს ჩაის კოვზით დავადოთ კრემი და გადავახვიოთ ფაქიზად. გამოვაცხოთ მსუბუქად ფქვილმოყრილ ცხელ საცხობზე, თავიდან ვაცხოთ 5–8 წთ მაღალ ტემპერატურაზე და შემდეგ საშუალოზე, სანამ თავები არ გაუფერადდება… სასურველია გაზქურის კარები არ გავაღოთ ცხობის დროს…

შეგრილებულ კრუასანებს მოვაყაროთ შაქრის პუდრი…ცოტა დაიღლებით მაგრამ სამაგიეროდ თქვენი ნახელავით ისიამოვნებთ თქვენც და თქვენი მეგობრებიც… გემრიელად მიირთვით ჩემო კარგებო!!!

Advertisements

2 thoughts on “ტკბილი მოგონებები და გემრიელობები

  1. Sophie SUNNY Golden ამბობს:

    კრუასანებზე ჩემი თავი გამახსენდა, ჩემი კულინარიული მოღვაწეობა დაიწყო ზუსტად ამით :დ ორი წელია უკვე აღარ გამომიცხვია და მით უმეტეს, რაც ბავშვი მყავს, საერთოდ აღარაფერს ვაცხობ. შვილს ჯერ ნამცხვრებს არ ვაჭმევ და რამდენადაც ჩემი დედამთილი ნამცხვრებისა და ტორტების ცხობის ღმერთია, მე და ჩემს ქმარს ის გვიკეთებს ტკბილეულებს :დ

    თუმცა რაღაც დღესასწაულებზე კი ვაცხობ სპეციფიკურ ნამცხვრებს და გოზინაყსაც ვაკეთებ მშვენივრად.

    მიხარია, ახალი ბლოგის პოვნა.

    Like

    • კუში–კუში ამბობს:

      გაიხარე, გელოდები ხშირად ჩემტან… მე დიდი ხანა ვიპოვე შენი ბლოგი და ხშირად გგკითხულობ-ხოლმე… დედაჩემის შემდეგ ნამდვილად არ მეგონა რამის გაკეთებას თუ შევძლებდი მაგრამ მთავრი მონდომება და სიყვარულია…

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s