ხომ არაფერს აშავებენ, მაინც დანაშაულია…

ნამდვილად არ მინდოდა ჩემს  ბლოგზე მხატვრულ ლიტერატურაზე წერა ამ ნოველით დამეწყო მაგრამ სულ ახლახანს დავამთავრე კითხვა და ძალიან მომინდა ვინმესთვის მეთქვა როგორ არ მიყვარს დეიდა ტულასნაირი ადამიანები…. მიგელ დე უნამუნოს ამ ნოველამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში რომ არასოდეს, არასოდეს არ უნდა ჩაერიო სხვის ცხოვრებაში….სხვაგან რომ არ წავიდე და არ მოვკითხო მე პირადად მაქვს პატივი ვიცნობდე ასეთ ადამინ(ებ)ს, სამწუხაროდ…..იმდენად შთამბეჭდავად აქვს ტულას პიროვნება დახატული ბ–ნ უნამუნოს რომ ასე მგონია ჩემს გვერდით არსებობს და მინდა წინ დავუდგე და ამდენი განცდა და თან მეტად არასახარბიელო წინ გადავუშალო ფიანდაზად…ოღონდ ეს ის ფიანდაზი აშკარად არ იქნება პატარძლებს რომ უფენდნენ წინათ…. პატარძალზე გამახსენდა, ვის აცალა ამ ჩვენმა ტულამ პატარძლობა ან დედობა ანდა ბედნიერება საერთოდ…..როგორ არ მიყვარს სხვისი საქმის  შენებურად გაკეთების ხელოვნება…., სწორედ რომ ხელოვნების დონეზე სურდა ეს ამბავი ტულას აეყვანა მაგრამ რა გამოუვიდა თითოეული მკითხველი თავისებურად გადაწყვეტს ალბათ….

Image

ხერტრუდას პირადი ბედნიერება ოჯახურ ტრადიციას  მსხვერპლად ეწირება, დედობის მძაფრი წყურვილი კი აიძულებს, გახდეს სხვისი შვილების დედა _ ოღონდ არ ჩაქრეს წმინდა, ტრადიციული,ოჯახური კერა! ასე იქმნება მაღალი ზნეობისა და სულიერების ჰიმნი, რაც იწვევს მძაფრ ემოციებს მკითხველში _ ეს არის ამ ნაწარმოების მთავარი თემაცა და იდეაც“.

ასე ეწერა ამ წიგნს ანოტაციად როდესაც ინტერნეტში გადავაწყდი, სწორედ ამიტომ შევიძინე და წავიკითხე…მართალია  ოჯახური კერა არ გაქრა მაგრამ გაქრნენ ამ ოჯახის შემადგენელი მთავარი გმირები – პიროვნებები, რომლებიც თოჯინებს დაემსგავსნენ იმ წმინდანის ხელში, ვისი წყალობითაც სხვები ხდებიან ცოდვილები…. სწორედ ასე უთხრა რამირომ ტულას და შთაბეჭდილება მრჩება რომ ეს იყო ერთადერთი ნათელი და ჭეშმარითი სიტყვები რომელიც ამ კაცმა წარმოთქვა მთელს ნოველაში… და ამიტომაც მეცოდება რაღაცნაირად….მის გამო მეცოდება ყველა კაცი, რომლის სიტყვაც არაფერია ამქვეყნად და რომლის დაბნეულობაც უკვე ცოდვაა….ისე ასეთებიც შემხვედრია, ბევრი არა მაგრამ მაინც….

“მე მინდა ვწერო ფილოსოფიაზე იმ ენით, როგორც სთხოვენ ხოლმე მეგობარს ერთი ფინჯანი შოკოლადი დამალევინეო, ანდა მოსავალზე ან სხვა ოჯახურ საქმეებზე საუბრობენ.” – წერდა თურმე უნამუნო. ჩემი აზრით, ასე უბრალო ენითა და დეიდა ტულას პიროვნების გამოგონებით ის მარტივი ჭეშმარიტება შეგვახსენა, რომელიც ხშირად ავიწყდებათ–ხოლმე სულიერებს, ნუ იცხოვრებ სხვისი ცხოვრებით, ამქვეყნად შენიც გეყოფა ცოდვების ასაკინძად…

მე ვერ შევიყვარე დეიდა ტულა….ამ წიგნში დეიდას დედის სუნი ნამდვილად არ ასდის….

 

Leave a comment