ქალთა სახეები

ქალები ძალიან სენტიმენტალურები ვართ, ამაზე ალბათ ყველანი ვთანხმდებით, უბრალოდ ზოგნი ხშირად ავლენენ მსგავს ემოციებს და განცდებს, ზოგნი კი იშვიათად… თუმცა ყოველ ჩვენგანში ცხოვრობს  ორნაირი არსება: სუსტი და ძლიერი, გააჩნია მონეტას რომ ჰაერში ავისვრით რომელი მხარით დავარდება ჩვენს წინ…

ყოველთვის მიჩნდება განცდა როცა წიგნს ვკითხულობ,  ფილმს ვუყურებ, ან კიდევ მეტიც როცა ჩემს ირგვლივ მყოფ სხვა ქალებს ვუყურებ, რომელი ვიქნებოდი მე, მე რომ არ ვიყო?!

ჰოდა ამ ფიქრებმა გადამაწყვეტინა ისეთ ქალებზე დამეწერა რომელთა სახეებმაც ჩემში ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა, ფილმებით დავიწყებ, წიგნებით და მწერლებით გავაგრძელებ, ბოლოს კი ჩემს გვერდით ახლა ან ადრე მცხოვრებ ქალებზე მოგიყვებით… ყოველ შემთხვევაში მე ასეთი ჩანაფიქრი მაქვს…

ჰოდა  დღეს ფილმებში განსახიერებული ქალთა სახეები იყოს, რომლებთან ერთად ვიცხოვრე და განვიცადე იმდენი წუთი, რამდენიც  ფილმები გაგრძელდა… მამაკაცებს ხშირად უკვირთ რატომ იწვევს ჩვენში ცრემლებსა და სხვა განცდებს ფილმები, იქ ხომ ყველაფერი მონაგონია?! მე კი ზუსტად ვიცი რომ კვამლი უცეცხლოდ არ ასებობს და თუ რომელიმე მწერალს, სცენარისტს, რეჟისორს მოუნდა შეექმნა ის სახე რომელიც შექმნა იმათ უკან აუცილებლად იმალება პროტოტიპები… მხოლოდ მათი კი არა ჩვენიც,  როცა ვუყურებთ ხომ გაგხსენებიათ რომელიმე გმირის გაცნობისას რომ მსგავსი ქალი შენს გვერდით ცხოვრობს, ან მონაყოლი გსმენია მსგავსზე…8-2

არც მიფიქრია ამაზე დამეწერა, სანამ ბოლოს ნანახმა ფილმმა არ ჩამაფიქრა, ქეით უინსლეტის განსახიერებულმა მკერავმა ქალბატონმა უზომოდ მომნუსხა, ძლიერი ფილმია, რთული სიუჟეტით, მსუბუქი გადაღებით, ლამაზი კოსტიუმებით და სავსე სიამაყით…

ადამიანის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს, მაგრამ ამ უსაზღვრო ფანტაზიას ქვეცნობიერად მუდამ უდევს რაღაც ამბები და განცდები… ერთ–ერთი ჩემი საყვარელი სახე ჯულია რობერტსის გმირი   ქეთრინ უოტსონი არის, რომლის შესახებაც უკვე მიწერია…

დასამახსოვრებელი, ძლიერი ქალის სახეს ქმნის ჯულია კიდევ ერთ ფილმში “ფოლადის მაგნოლიები”,  ჩემთვის ამ ისტორიაში  ყველა ქალი ძლიერია და არსებული პრობლემებიც ძალიან ახლობელი და  მტკივნეულია…

მერილ სტრიპის ფილმოგრაფიაში თითქმის ყველა გმირი მებრძოლი და ძლიერია, მაგრამ მე ლის გმირს გამოვარჩევდი “მარვინის ოთახიდან” და ფრანჩესკას “მედისონის საგრაფოს ხიდებიდან”

ცხოვრებისეულ პრობლემებს შეჭიდებული, არაჩვეულებრივი დედისა და ერთგული ქალიშვილის სახეებს ქმნიან ისევ მერილ სტრიპი და რენე ზელვეგერი ფილმში “ჭეშმარიტი ღირებულებები”

დრიუ ბერიმორი ყველას მისი ჯადოსნური სახეზე ფოსოებიანი ღიმილით გვახსენდება გაფიქრებისთანავე, ხომ ასეა?! არადა მიზანდასახული, ძლიერი, მებრძოლი ქალის საუკეთესო განსახიერებაა ფილმში “RIDING IN CARS WITH BOYS”

ჯულიანა მურის “ელისმა” ჩემში მოგონებათა ცეცხლი დაანთო და ემოციების ზღვაა ააღელვა, დავწერე კიდეც ამ განცდებზე...

სასოწარკვეთილ, სხვა სამყაროზე მეოცნებე, ამ ქვეყნად საკუთარი ადგილის ვერ მპოვნელ ქალებზეა ფილმი “საათები”, ვირჯინია ვულფის ლიტერატურული ზეგავლენა და ხედვა ცვლის ამ ქალების ცხოვრებას…  ფილმში მსახიობთა ნამდვილი თანავარსკვლავედია…

მეორე მსოფლიო ომის თემაზე უამრავი ფილმია გადაღებული, ტკივილი ყველაში თანაბრად ჩანს, გმირები თითქოს ერთმანეთს გავს, პრობლემებს დასაწყისიც და დასასრულიც მეტ–ნაკლებად ერთნაირი აქვს, მაგრამ სახეები რომლებიც გაცოცხლებულია  ფილმებში “უსახელო ნაბიჭვრები” შოშანას გმირით და  “შავი წიგნში”  რეიჩელის გმირით დაუვიწყარია.

მალენას მაგალითი საუკეთესოა იმის გასააზრებლად თუ როგორი დაუნდობლები ვართ ადამიანები, მათ შორის ქალებიც… ჩვენ გამუდმებით ვზრუნავთ სილამაზეზე, წარმატებაზე, უკეთეს მომავალზე, ვსაუბრობთ თავისუფლებაზე, ცხოვრების მრავალფეროვნებაზე, მაგრამ როგორც კი გამოჩნდება ვინმე “ბრმათა შორის ცალთვალი” რომელიც შეძლებს იყოს განსხვავებული, იყოს უფრო მეტად ძლიერი, ლამაზი და უშიშარი, ვიდრე ჩვენ, არასდროს არ ვპატიობთ ამას… ვერა და ვერ ვიაზრებთ რომ ასეთი ქალები უნდა დადიოდნენ ჩვენს გვერდით და ამ ქალების არსებობამ ჩვენ უნდა შეგვმატონ სიძლიერე და გამბედაობა, რომ ვიბრძოლოთ  ჩვენი უფლებებისთვის, სილამაზისთვის და სიყვარულისთვის …

ჰო და არ შემიძლია ჩემი საყვარელი ჯულიეტა მაზინას გმირი არ გავახსენო ფილიდან “LA STRADA”...  შეუძლებელია ამ ფილმმა და გმირმა რაღაც არ გასწავლოს…

კიდევ ბევრია, მაგრამ დაუფიქრებლად ფურცელზე ეს გმირები  ჩამოვწე და მაშასადამე ყველაზე მეტადაც ჩამრჩენია გულში.

საინტერესოა, თქვენი ფავორიტი ქალბატონები რომლები არიან?

 

 

11 thoughts on “ქალთა სახეები

  1. annitahallo

    ვერიჩკა, შენს პოსტზე მარკ ტვენის ნათქვამი გამახსენდა: “რა იქნებოდნენ კაცები ქალების გარეშე? ღარიბები, ძალიან ღარიბებიო” 🙂 ასეა, ჩვენ ვართ ყველაფრის საწყისნი.. 🙂

    Like

    Reply
  2. Kejeradze

    ქეთრინ უოტსონი ჩემი უპირობო ფავორიტია 🙂 სხვა საყვარელი გმირები უფრო წიგნებთან ასოცირდებიან. “მონა ლიზას ღიმილი” კი ძალიან “მკვეთრი” ფილმია – დაუვიწყარი.

    Like

    Reply
    1. კუშის ბლოგი / kushi's blog Post author

      აბსოლუტურად გეთანხმები, ერთადერთი რაც გულს მწყვეტს ეს ისაა რომ ადრე ვერ ვუყურე ამ ფილმს… იმდენი რამის სწავლა შეიძლება ამ ფილმიდან ძნელი დაკონკრეტება რომელიმე საკითხის… ოქროს შუალედის მუდმივი ძიების საუკეთესო მაგალითია…

      Like

      Reply
  3. tamagii

    “ბრიჯიტ ჯონსის დღიურებს” რომ ვუყურე პირველად ვიფიქრე სულ ჩემზეა ეს ფილმითქო 🙂
    ქერი ბრედშოუც ვარ ხანდახან და ოსტინის ლიზი ბენეტი ხო ვარ და ვარ :დ
    არაფრით არ არის ეს სამი ქალი ერთმანეთთან კავშირი.მე ვაერთიანებ მხოლოდ 😀

    Like

    Reply
    1. კუშის ბლოგი / kushi's blog Post author

      ქერი ბრედშოუსადმი ჩემი სიყვარულის შესახებ უკვე მიწერია კიდეც და საერთოდაც ვფიქრობ რომ სარა ამ როლისთვის დაიბადა 🙂 ბრიჯიტ ჯონსი მაგარი გმირია საერტოდ და ბევრი ქალი პოულობს თანამედროვე ცხოვრებაში საერთოს ამ სახესთან ❤

      Like

      Reply
  4. Tinita

    ანა მანიანი მამა რომა-ში 🙂 და ბელისიმა-ში 🙂

    და კაბირია 🙂

    კიდევ ვივიენ ლის მიერ განსახიერებული ბლანში ფილმში “ტრამვაი სახელად სურვილი”.

    Like

    Reply
    1. კუშის ბლოგი / kushi's blog Post author

      ვიცოდი, ვიცოდი, ვიცოდი 🙂 შენ ამ სასწაულ პერიოდს რომ აღნიშნავდი აქ, იმ პერიოდს თავისუფლად და ამაყად რომ შეიძლება ვუწოდოთ “კინემატოგრაფია”!!! ანა მანიანი… უფ… ❤

      Like

      Reply
  5. უსახელო ბლოგი

    გახსოვთ „თეთრი ბაირაღებიდან“ (ფილმიდან) დედის პერსონაჟი? გაწამებული, ყველანაირ ტრაგედიაგამოვლილი, უამრავტკივილგადატანილი და მაინც თავის დამნაშავედ მგრძნობი შვილის წინაშე, ამდენი ხნით რომ მიატოვა… მოკრძალებული, ჩუმი, სევდიანი, ფეხის წვერებზე მოსიარულე, ზედმეტად რომ არ შეაწუხოს შვილი თავისი არსებობით და ამავე დროს უძლიერესი, როგორც დედა, შვილის საშველად რომ არაფერს დაერიდება…

    Like

    Reply
    1. კუშის ბლოგი / kushi's blog Post author

      ვაიმე ეს რა სასწაული გამახსენე… ქართულ სახეებზე ცალკე დაწერა შეიძლება, მე კიდევ ნატვრის ხე და ბოლო კადრი მახსენდება სულ, შეუძლებელია ქალის სახეები ამ წიგნში და მერე ფილმში არ აღნიშნო…

      Like

      Reply

Leave a comment