მიყვარს ქალები…

ამ ბოლო დროს ხშირად გამიგონია ტექსტი მძიმე ტონით, კაცი მაინც ვყოფილიყავიო… ესაო იასო, აქეთურიო იქეთურიო… ჰოდა რატომღაც დღეს დავაფიქსირე რომ მეც ავტომატურად ვაკატუნებ თავს ამ ტექსტზე და ვეთანხმები ცხოვრებისგან დაღლილ ქალებს თავად დაღლილი და ინერტული… არადა ახლა დავფიქრდი მართლაც რა მძიმე და ამასთანავე  რა მაგარია ქალობა…  არა მე კაცს არ ვადარებ ბუნებით და საერთოდ არ მინდა შევეხო მათ, მაგრამ  ვერც კი წარმოვიდგენ ქალი რომ არ ვიყო რა იქნებოდა და ამ დროს ჩამესმის დედაჩემის სიტყვები, მშობიარობა ომგამოხდილს რომ მითხრენ გოგოაო ის ვიფიქრე პირველად რამდენი წვალება და  ტკივილი ელოდებაო… მართალი იყო, სწორადაც უფიქრია, მთელი 9 თვე შიშით და უამრავი უძილო ღამის ფონზე მაინც დიდი აჟიტირებით ველოდი ჩემს შვილს, რომელიც ენით გამოუთქმელი ტკივილის შემდეგ მოევლინა ამქვეყნად და იმ წუთას მე მითხრეს რომ ისიც გოგო იყო და გამახსენდა დედა მისი დარდით და მთელი მისი მცდელობებით გაელამაზებინა ცხოვრება ჩემთვის… ჰოდა მილამაზებს კიდეც… ახლა მე ვცდილობ რომ ჩემს გოგოს გავულამაზო…

მოკლედ მთავარს ავცდი, რა მინდოდა ყველაზე მეტად და იმის თქმა, რა კარგია რომ ქალი ვარ…  ქალი ვარ ეს პირველი, დედა ვარ ეს მეორე, მესამე მეოთხე მეხუთე ეს უამრავი უამრავი სხვა წვრილმანია რაც ყოველდღიურობას მოსდევს… სწორედ ამ  წვრილმანებში იშლება და იტოტება ჩვენი კეკლუცი ხასიათის ერთი მთლიანი ხაზი…

tumblr_mggsttlsdd1s1lh9zo1_1280

მიყვარს ქალები, ლამაზები კოხტები, თავმოვლილები, საკუთარ ქალობას მძიმე შრომის, ბევრი დარდის,  ჩუმი ცრემლების და  მილიონი ფიქრის მიუხედავად რომ არ ივიწყებენ… მიყვარს ქალები ინტელექტუალები, აი საუბარს რომ დაიწყებენ და გაოცებენ საიდან საიდან საიდან ამდენი ცოდნა, მიყვარს ქალები სამზარეულოს გულგრილად რომ არ ჩაუვლიან და ბევრი თუ არა ერთი–ორი საფირმო კერძით რომ მოგაწონებენ თავს ნებისმიერ დროს, მიყვარს ქალები, მოდას არ აყოლილები, საკუთარ სტილში თავისუფლად და გაბედულად მონავარდენი, მიყვარს ქალები მოწოდებით დედები, მოწოდებით ბავშვები, მოწოდებით მწერლები,  მოწოდებით მხატვრები, მე ყველანაირი ბუნება მეცნობა მათი… მაგრამ ყველაზე მეტად  მიყვარს ქალები სიყვარულით დაბადებულები და სიყვარულით დაბერებულები….

მიყვარს რისკიანი ბუნება მათი, ქვეყნის ამოტრიალების სურვილი მათში… მიყვარს სიძლიერე და თან სისუსტე ერთ მთლიანობაში….

მე ყველა ბნელი მხარე ვიცი მათი, მეც ხომ ქალი ვარ… ოი, მაგრად ჩარაზული ბნელი მხარეები…

მიყვარს ისინი ბავშვობაში, ქალობაში და სიბერეში… მიყვარს ისინი თოჯინით ხელში, მერე შვილთან ერთად, ან საქმინ სამოსში სამსახურისკენ ჩქარი, მაგრამ ლამაზი ნაბიჯებით მიმავალნი, მიყვარს ისინი  საქსოვით ხელში ან აივანზე ჩაის მიმსხდარნი  ახალგაზრდობის სევდიანად გასხსენების ჟამს ჩამავალი მზეს მთელი გრძნობით რომ ეფიცხებიან… მე ყოველ მათგანს ვხედავ გზად დილით და საღამოს სახლისკენ მიმავალი…

არ ვიცი რაც მინდოდა ის ვთქვი თუ არა ზუსტად და სწორად მაგრამ ცოტათი მაინც მიგახვედრეთ, არეულ–დარეულად მაგრამ გრძნობით ვწერე…

p.s. და მაინც არ მჯერა რომ, ამ ქვეყნად არსებობს ქალი სავსებით მთლიანი მამაკაცის გარეშე….

-როდის დავბერდები?
როცა დროს გაჰყვება
ყოვლისწამლეკავი ეჭვი,
როცა გზად მიმავალს
თვალს არ გამაყოლებს
ვინმე ორბისთვალა ბიჭი…

2 thoughts on “მიყვარს ქალები…

  1. Sophie Golden

    ძალიან ძალიან კარგი პოსტია, სიამოვნებით ჩავიკიტხე და კიდევ ერთხელ კმაყოფილი დავრჩი იმით, რომ ქალი. ბუნება უმშვენირესია, რომ ქალებად შეგვქმნა და ასევე კაცებიც შექმნა, რომ ერთმანეთი უფრო გავაუკეთესოთ 🙂

    ახლავე გამატებ ჩემს ბლოგროლში, ისე მომეწონა შენი ბლოგი.

    Like

    Reply
    1. კუში–კუში Post author

      გაიხარე ვერც კი წარმოიდგენ რა სასიამოვნოა ჩემთვის იმის მოსმენა რომ ვირაცას სიამოვნებს ჩემი აბდაუბრდა ფიქრწბის წაკითხვა….
      სულ გელი…
      მადლობააა…

      Like

      Reply

Leave a comment