ბაბუა

მე ბაბუა მყავდა… ბაბუა ვის არ ჰყოლიაო გაიფიქრებთ, მაგრამ… იცით როგორი იყო? აი ერთი სიტყვით კი არა, მრავალი სიტყვითაც რომ ვერ აღწერ და ამოწურავ მის სახეს ისეთი… კეთილი იყო და მშრომელი, დილაადრიან ყველაზე ადრე დგებოდა ხოლმე, ძილის წინ საწოლის თავთან ლამაზად გადაკიდებულ ტანსაცმელს  ჩაიცმევდა, თითო-ოროლად შემორჩენილ ჭაღარა თმას გადაივარცხნიდა შემელოტებულ ქათქათა თავზე და სხვებისთვის ზრუნვას დაიწყებდა, ლამპას აანთებდა, მაშინ უშუქობის ხანა იდგა, ზამთრის ცივ დილებში ცეცხლს გააჩაღებდა, ჩაის დაადგამდა და ეზოში მოკრეფილ ლიმონს ლამბაქზე დააწყობდა… მერე ნელ-ნელა ყველა ვიღვიძებდით…

Continue reading

საკუთარი ოთახი

მეგობარს ვუყვებოდი გუშინ, თუ როგორი ოთახი მქონდა ბავშვობაში… ოთახი რომელსაც ჩემს ძმასთან ვიყოფდი… დიდი არა, მაგრამ გრძელი და მყუდრო იყო, ორი ყვითლად შეღებილი ფანჯარა ჰქონდა და გარედან მზის ფორმის გისოსი…ამ ფანჯრებიდან დილაობით ოქროსფერი მზე შემოგვანათებდა და გვაღვიძებდა…ამ ფანჯრებიდან ჩანდა ჩვენი ფართო მწვანე ეზო…

ჩვენი ხე-გამოკრული და მყუდრო ოთახი თვისობრივად ორად იყო გაყოფილი, მარცხენა მხარეს ჩემი საწოლი იდგა პატარა ტუმბოთი, მარჯვენა  მხარეს ჩემი ძმის.  მარცხენა ფანჯრის წინ ჩემი სამუშაო ხის მაგიდა იყო წიგნებითა და პატარა ლარნაკით, რომელშიც ნაირნაირი პასტები და ფანქრები მეწყო, მარჯვენა მხარეს ჩემი ძმის მაგიდა, ერთი-ორი წიგნითა და რვეულით, ამ მაგიდებზე მამიკოს მოტანილი მინები გვედო რომელიც მე ავიჩემე მხოლოდ იმიტომ რომ ბებოს ედო მინა მაგიდაზე სამსახურში, იმ მინის ქვეშ სხვა მნიშვნელოვან ჩანაწერებთან ერთად გაზეთიდან ამოჭრილი ნოდარ დუმბაძის სურათი და ვიღაც უცხო თეთრ ფორმაში გამოწყობილი მეზღვაურის სურათი ედო…ჩვენი მაგიდების წინ კედელზე გაკვეთილების   ცხრილი და ორიოდე ხატი გვეკიდა… სულ მაღლა ბაბუას ნაქონი ვარდისფერი საათი, საერთოდაც ამ ოთახის მობინადრეები ადრე ბებია და ბაბუა იყვნენ, მერე ჩვენ შევსახლდით, ძველებური დიდი კარადა იდგა სარკით, იმ სარკეში სულ ვიპრანჭებოდი, კარადაში ჩემს ტანსაცმელებთან ერთად ჩემი ძმის ავლადიდებაც ეკიდა და ქვემოთ ბნელ კუნჭულში პატარა თეთრი ფეხსაცმელები ეწყო, ბებიას ნიშნობის დროს რომ ეცვა… მამაჩემი ამ ფეხსაცმელებს კარგა ხანს ინახავდა…მე კიდევ სულ კონკიას ბროლის ფეხსაცმელს მაგონებდა და ვინ იცის რამდენჯერ ჩამიცვამს და კაკუნ-კაკუნით მივლია ჩემს პატარა ოთახში… Continue reading

თაფლაკვერები

ალუბლის ნამცხვრზე გიყვებოდით ამას წინათ და ისიც გითხარით ცხოვრება ჩემი აზრით ალუბლის ნამცხვრივითაა-თქო, ახლა თაფლზეც რომ იგივეს გეტყვით მოდი და ნუ გაგეღიმებათ…  თაფლივით ტკბილ-მწარეცაა ნამდვილად…  ადამიანები სამყაროს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ, ზოგისთვის ყველაფერის აღქმა მარტივდება თუ საგანის დახასიათებას გემოების აღწერის გზით წაიყვან, ზოგისთვის ვიზუალია მთავარი, ზოგი სმენას უფრო ენდობა, ზოგიც შეხებებს ანიჭებს უპირატესობას… მოკლედ თუ მაგალითად მანქანას ყიდი და პოტენციურ კლიენტს, რომელიც პირველი ტიპის ადამიანებს მიეკუთვნება, ეუბნები რომ “ეს მანქანა გემრიელად დადის” ნაცვლად იმისა რომ უბრალოდ უთხრათ “ეს მანქანა გამართულად დადისო”დამიჯერეთ  შანსი ნამდვილად დიდია რომ სარფიანი გარიგება გამოგივათ 🙂 ჰოდა მიუხედავად ჩემი არაგურმანი ხასიათისა მეც გარკვეულწილად გემოებით და სურნელები აღვიქვან ბევრ რამეს, აი მაგალითად ჩემს დაბადების დღეს ყოველთვის მარწყვის გემო აქვს, ჩემს ბავშვობას მწიფე კარალიოკის, მამაჩემის ხსენებისას კი ჩემში უნებურად ვანილის ნაყინის გემო და სურნელი ცოცხლება… და რა ვიცი აბა, თითქმის ყველაფერში ასე ვარ…

Continue reading

ზებრა, ზებრა ზებრუნია :)

ყველაზე მარტივი, სწრაფი ორგინალური და  გემრიელი ნამცხვარი, ჩემი აზრით ეს ზებრაა, ნამცხვარი რომლის გაფიქრებაზეც მაშინვე ბავშობა მახსენდება დედიკო, ჩვენი სამზარეულო და მისი ბედნიერი სახე… იმ დროს, ეხლა რომ ბნელ, მაგრამ მაინც ტკბილ 90-იანებს ეძახიან ზებრა ნამდვილად დიდებული დესერტი იყო მაშინდელი გაჭირვების და დაღლილობის ფონზე… Continue reading

ჰოლივუდური ფილმები, რომლის გმირიც ვიქნებოდი :)

ხანდახან ისეთი რომანტიკოსი ვარ რომ მე თავად ვეღარ ვუძლებ ჩემს თავს… ჩემს თბილ ოთახში მოკალათდები ხოლმე ძველი ფილმების საყურებლად და ამ ფილმების ყურებაში მეძინება..ზოგადად ჩვევად მექცა საღამოობით დაღლილს, ჩართულ ტელევიზორთან დაძინება…

მერილ სტრიპი მიყვარს… აი როგორ მიყვარს იცით, როგორც დეიდა ან მამადა უყვართ ხოლმე… არ ვგავარ, ამას რომ დავაბრალო, საერთო ერთ ნიშანს ვერ ნახავ ჩვენს შორის, მაგრამ მიყვარს და მორჩა… მისი ყველა ფილმი მიყვარს, ყველა როლში საუკეთესოა და ყველაში ორგანული და ჰარმონიული… მაგარამ, აი იმ ყველაზე სულელური კითხვასავით “დედა უფრო გიყვარს თუ მამაო?” რომ მკითხოთ  მერილის რომელი ქალბატონი იქნებოდიო არც კი დავფიქრდები, არც კი ამოვისუნთქებ, თვალსაც არ დავახამხამებ ისე გიპასუხებთ იტალიელი ფრანჩესკა რომ ვარ და მედისონის საგრაფოს ხიდზე გენიალური კლინტ ისტვუდის რობერტს რომ ვეპრანჭები…

aspontesdemadison_1 Continue reading