უკვე ყბადაღებული, საშინლად გამაღიზიანებელი ფრაზა “რატომ უნდა ვიკითხოთ წიგნები” ყელში ამოუვიდა ყველას, ჩვენს ქვეყანაში კი სრული აღშფოთება გამოიწვია სერიამ “50 წიგნი რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ” მე თუ მკითხავთ საქმის ასე მკაცრად დაყენება რა თქმა უნდა არც თუ სასიამოვნოა მაგრამ მეორეს მხრივ, ლიტერატურა ნამდვილად უნდა ვიკითხოთ! დიახ, უნდა! ჩვენით თუ ვერ მივალთ წიგნებთან, რაღაც ასაკში ვიღაცამ აუცილებლად უნდა მიგვიყვანოს თაროებმადე, წაგვაკითხოს, გვირჩიოს… მერე კი არჩევანი რა თქმა უნდა ჩვენ გავაკეთოთ, გვინდა თუ არ გვინდა!
ლიტერატურის მაგიურ ძალაზე, მდიდარ მემკვიდრეობაზე და მათ შემქმნელებზე არაჩვეულებრივად გვიყვება ყველასათვის ცნობილი ლევან ბერძენიშვილი “წიგნიერების რევოლუციაში”, რომელიც რეალურად უფრო სალექციო კურსს გავს, სინამდვილეში კი კრებულია იმ სტატიებისა, რომლებიც ჟურნალ “ლიბერალში” იბეჭდებოდა.
ძალიან ბევრ კითხვაზე იპოვოთ აქ პასუხს და ასევე უამრავ წვრილმანსა თუ მხედველობიდან გამოპარულ “მსხვილმან” ინფორმაციას მიიღებთ, კარგად დავიწყებულ ძველს გაიხსენებთ და ლიტერატურული პარალელებისა და შედარებების ჯაჭვში ჩაებმებით. Continue reading