fall in love

რა შეიძლება გააკეთო შემოდგომის ლამაზ, სევდიან, ღრუბლიან, ან მზიან დღეებში?! თუ ეს კითხვა წელსაც ისევე დაუსვით საკუთარ თავს, როგორც შარშან, მე ჩემს პასუხებს შემოგაშველებთ 🙂 იმედია 20–ვე რჩევას გავითვალისწინებ და ნოემბრის ბოლოს გაკვეთილივით ჩაგაბარებთ მეგობრებო… 🙂

  1. ისიამოვნე შემოდგომის დღეებით, გაისეირნე ფეხით…
  2. გადაიღე ლამაზი ფოტოები ბუნებაში…
  3. გაანთავისუფლე სახლი არასასარგებო ნივთებისაგან…
  4. გაახალისე ირგვლივ შენი გარემო საშემოდგომო ნივთებით…
  5. გადმოალაგე  კარგად შენახული საშემოდგომო ტანსაცმელი…
  6. განაახლე შენი გარდერობი თუნდაც ერთი ახალი ნივთით…
  7. ატარე თბილი შარფები, ფერადი წინდები, მოხერხებული ფეხსაცმელები
  8. გაიკეთე ბორდოსფერი, ყავისფერი ან წითელი მანიკიური…
  9. გამოაცხვე არომატული კექსი და ცხელი ჩაი…
  10. სცადე რომელიმე ახალი რეცეპტით ვახშმის მომზადება…
  11. დააგემოვნე გოგრა და წაბლი…
  12. წაიკითხე ერთი ახალი ან კარგად დავიწყებული ძველი წიგნი.შემოდგომა
  13. დაასრულე სამსახურში დროში გაწერილი საქმეები…
  14. გამოაღე ფანჯრები და შეიგრძნი შემოდგომის სიგრილე…
  15. გამოიძინე გემრიელად…
  16. წადი კინოთეტრში საყვარელ ადამიანთან ერთად ან უყურე ფავორიტი სერიალის ახალ სეზონს…
  17. ერთი დღე გაატარე  მშობლებთან, შვილებთან, და საყვარელ ადამიანებთან ერთად…
  18. ესტუმრე დიდი ხნის უნახავ, მონატრებულ ადამიანს…
  19. დაათვალიერე ახლომახლო მდებარე შენთვის საინტერესო, მაგრამ უნახავი ადგილი.
  20. იყიდე პატარა ყულაბა და დაიწყე საფულეში დარჩენილი ხურდების შეგროვება რაღაც კონკრეტული მიზნისათვის, ეს შეიძლება არ იყოს რაღაც გრანდიოზული, მაგრამ აუცილებლად  იქნება შენთვის სასურველი ნივთი…

 

 

Advertisements

სანელებლები და ვნებები

კულინარია ხელოვნებაა… ამაში დიდი ხანია დავრწმუნდი, ჯერ კიდევ მაშინ როცა დედაჩემის ხელები ამქვეყნად ყველაზე გემრიელ და ლამაზ კერძებს ამზადებდა უშუქობის, გაჭირვების და შიმშილის დროებაში… ჩვენ დიდი ეზო გვაქვს და გვქონდა, ორად გაყოფილი – სახლის წინ და სახლის უკან…  წინ ლამაზი ბაღი არის, ხილითა და ყვავილებით სავსე, მწვანე ხასხასა გაზაფხულობით და ოქროსფერი, მწიფე ნაყოფებით დახუნძლული შემოდგომებზე… უკანა ეზო სოფლური ცხოვრების ყველა სიკეთით იყო სავსე , ბოსტანი მწვანილებით, ბოლოკებით, ყაბაყებით და მწვანე ხახვით სავსე, ბოსტნის შემდგომ ეზოში ქათმებით, პერიოდულად კი ბატებით და ახალდადებული თბილი კვერცხებით სავსე… კიდევ უფრო შორს საშობაოდ ნაზარდი ბურვაკი და ხბოს ლამაზი თვალები ჩანდნენ… სულ ბოლოს ნიგვზის, თუთისა და ტყემლის ხეები ჩამწკრივებულიყვნენ…  

11the-hundred-foot-journey

…და როცა დედა დაასრულებდა, მე დაახლოებით ასე ბედნიერი სახით მივართმევდი ხოლმე სხვებს 🙂

ყველაფერი ჯანსაღი, ყველაფერი ახალი, ყველაფერი ქორფა… გემრიელი კერძების მთავარი საიდუმლო დიდ სიყვარულთან ერთად ხომ ესაა… მე არასოდეს არ მიყვარდა ჭამა, არც სამზარეულოში ყოფნა მხიბლავდა, მაგრამ სურნელები მიყვარდა ყოველთვის და დედაჩემის გაკეთებული საჭმელების სურნელს ყოველთვის ათას სურნელში გამოვარჩევ… იმ დროს როცა ოჯახებში მრავალფეროვანი მენიუს ქონა  დიდი იშვიათობა გახლდათ, ჩვენთან მაინც გემოების ზეიმი იყო…
Continue reading

თითქმის იდეალური სიტკბოება

ძველ ფოტოებს ვათვალიერებდი და ისეთი მადის აღმძვრელი ტკბილეულის ფოტოები შემხვდა თქვენთვის რომ არ გამიზიარებია… ჰოდა ვზივარ ახლა სამსახურში და ვუყურებ ამ მტანჯველ ფოტოებს 🙂

ეს შვრიის პეჩენიები ნატეხი შოკოლადით ზამთრის ერთ სუსხიან საღამოს გამოვაცხვე, მე დიდად არ მომეწონა, გემრიელი კი იყო, მაგრამ  ფუმფულა გამოვიდა ანუ ფხვიერი არ იყო, მე კი ხრაშუნა ყოფილიყო მინდოდა…

DSC_0457

მიყვარს ნამცხვარი “იდეალი”, მოხარშული რძის არომატი სულ ჩემს პატარაობას მახსენებს, ალბათ გახსოვთ ადრე პატარა ნამცხვრები იყო, გირჩებს ეძახდნენ,  შუაგულში სულ მოხარშული რძე იყო, უგემრიელესი ფაფუკი და საყვარელი, აი იმას მაგონებს სულ იდეალის გემო… Continue reading

ცხოვრება, როგორც ალუბლის ნამცხვარი

12347410ივნისი მხოლოდ იმიტომ შეიძლება მიყვარდეს რომ ამ დროს ულამაზესი კვირტები და ყვავილები უკვე ბორდოსფერი, პრანჭია ალუბლები არიან 🙂

ბავშვობიდან მიყვარს ალუბალი, მახსოვს ბებომ სტუმრად წამიყვანა ბავშვობაში და დილით უცხო სახლში რომ გავიღვიძე უცნაურად ვიგრძენი თავი, ჯერ კიდევ ყველას ეძინა, ადრიანი დილა იყო… ფეხაკრებით ჩავიპარე ეზოში, სადაც პატარა მაგრამ ულამაზესი ალუბლის ხე იყო… ვიჯექი მარტო  უცხო ეზოში და ალუბლის მჟავე კაკლებს ხარბად ვჭამდი… Continue reading

მარტივი, სწრაფი და იაფი გემრიელობები

ჩემი უსაყვარლესი სალათის სახელწოდება ასე ლამაზად ჟღერს Cole slow -კოულ სლოუ 🙂 მართალია ეს სალათი ძირითადად ზამთრის ფავორიტი სალათების რიგს მიეკუთვნება და ზაფხულობით ქორფა კიტრი-პომიდვრის სალათასთან არავის გვახსენდება მაგრამ ეს ვერაფრით ვერ აკნინებს მის ჯანსაღ, სასარგებლო თვისებებს და ვიზუალურ მრავალფეროვან სილამაზეს 🙂 დარწმუნებული ვარ ბევრი თქვენგან აკეთებს და მერე სულ კნატა-კნუტით აგემოვნებს, მაგრამ მე ჩემს კოულ სლოუს გაგიზიარებთ, უფრო ჯანსაღი რომ იყოს მე მაიონეზს ძირითადად არ ვუშვები ისე კი ორგინალ რეცეპტში საჭიროა… Continue reading

კულინარიული შემოტევანი

ისევ სამარხვო რეცეპტებით გიერთდებით, ამ ბოლო დროს კულინარიული მუზები ხშირად მსტუმრობენ მიუხედავად დაღლილობისა… განსაკუთრებით ცხობით ვერთობი და მერე იმის ყურებით თუ როგორი სიამოვნებით აგემოვნებს ჩემი შოთუნა ამ გემრიელობებს…

1

Continue reading