ფოთლების და ყვავილების ქვეყანაში

ბათუმში შარშანდელთან შედარებით უმეტესად წვიმიანი შემოდგომაა წელს…თუმცა ეს ხომ წვიმის ქალაქია…  თანამედროვე პოეტის, როინ აბუსერიძისა არ იყო

“წვეთები ტოტებს აესხა მძივად,

და ქარის ხმაში კრთოდა გიტარა,

წუხელ ბათუმში მოვიდა წვიმა, 

ანუ ბათუმში გამოიდარა…”

მაგრამ წვიმიან დღეებსაც აქვს რაღაც ლამაზი…

1252

IMG_20150915_185453 Continue reading

Advertisements

დილის განწყობა

ზაფხულის დილის განწყობა ყოველთვის სულ სხვაა, მით უფრო თუ მზიანი დილაა, ნათელი და თბილი… და კიდევ უფრო საოცარია თუ ამ დროს ზღვისპირა ქალაქში ცხოვრობ… მე ბათუმი არ მიყვარს, არც აქაური ვარ და არც არაფერი მაკავშირებს ამ ქალაქთან, უბრალოდ აქ ვცხოვრობ, ვამბობ რომ დროებით მაგრამ ამასობაში უკვე 3 წელი მიილია… მაგრამ ამ ქალაქისადმი ჩემი ინერტული დამოკიდებულება ხელს არაფრით არ მიშლის იმაში რომ მისი სილამაზე აღვიქვა, ზღვის მონაბერი ჰაერით დავტკბე და ხანდახან დილაობით ზღვისპირა ბილიკზე ვირბინო, თან ვივარჯიშო და თან ვიფიქრო ამ ქალაქივით ლამაზ მომავალზე… თუმცა ზუსტად ვიცი რომ აქედან გადაბარგების შემდეგ აქაურობაც მომენატრება და ზღვისპირიც… მაგრამ მანამდე ვფიქრობ კიდევ ბევრი დროა… Continue reading

weekend :)

შაბათ-კვირა მჯერა  ყველასათვის  საყვარელი კვირის დღეებია ბავშვობიდანვე, ჯერ იყო და სკოლის რუტინულ ყოფას გვიხალისებდა, მერე უნივერსიტეტის, ახლა სამსახურის ორომტრიალს გავურბივართ და მომავალშიც რაღაც სხვა მიზეზები გამოჩნდება ალბათ… ნუ მართალია დღევანდელმა ცხოვრებამ ისე მოიტანა რომ ძირითადად ყველანი  კვირის 7 დღიდან 6 დღე ვმუშაობთ, მაგრამ მაინც საამურია შაბათიც და ნუ კვირა ხომ არის და არის…

მშვენიერი დასვენება გამომივიდა, დამღლელიც, მარტო ფიზიკურად კი არა ემოციურადაც მაგრამ მართლაც მშვენიერი იყო… აი ფილმებიდან არ გახსენდებათ ის მხიარული სცენები ოჯახით რომ შორ გზას მიუყვებიან? ჰოდა ყველაფერი ასე დაიწყო… გავუყევით ძალიან ბედნიერები შორ გზას, მიზეზი ჩემი პატარა ჭინკა გოგოს პირველი წარმატება იყო… ჩავიდა პირველკლასელი ანა-ბანა თბილისში, მიიღო კუთვნილი სიგელ-დიპლომები, დედიკო და მამიკო გაახარა და წამოვიდა უკან ისევ ისეთი მხიარული და ბედნიერი… Continue reading

აღდგომა იმერეთში…

ქრისტე აღსდგა მეგობრებო! ყველას გილოცავთ და რა უნდა გისურვოთ აბა გარდა სიყვარულისა…

ახლა უნდა მოგიყვეთ როგორ გავატარე წლევანდელი აღდგომა, უფრო სწორად უნდა გაჩვენოთ…ეს სილამაზე ჩემი ესთეტი  დედიკოს ნახელავია, ისეთი ლამაზი იყო მისი სააღდგომო სუფრა, კალათში ჩაწყობილი წითელი კვერცხები, ანგელოზის პაწაწინა ქანდაკებები, ჟელეს წითელი ტორტუნა და საერთოდ ყველაფერი რომ მომინდა თქვენთვსაც გამეზიარებინა 🙂 Continue reading

კვირის ქრონიკა :)

წინა კვირის დასასრული იყო სრულიად დაუგეგმავი და სპონტანურად გადაწყვეტილი, პოსტი რომ დავწერე და კვირა დღეც უკვე მილეულად ჩავთვალე, სწორედ მაშინ გაისმა ზარი ჩემს ტელეფონზე და აი ასე წამებში მიღებული გადაწყვეტილებით 4 გოგო და 1 ბიჭი თავს დავესხით შვებულებაში მყოფ მეგობარს ერთ-ერთ ულამაზეს სოფელში…. ნუ რა თქმა უნდა ძალიან გვიან ჩავედით და დილით ადრიანად მოგვიწია წამოსვლა სამსახურში მაგრამ, ჩემს მეგობრებს თვალი ერთი წუთითაც არ მოუხუჭავთ მე კი ვერა და ვერ მოვერიე საკუთარ თავს და მშვენივრად მიმეძინა კიდეც… მაგრამ აი უდიდესი სიამოვნება მივიღე სუფრაზე, არა მარტო ჭამისგან :)))) არამედ იქ მყოფი მომღერალი საზოგადოებისგან, გიტარაზე შესულებული სალაღობო სიმღერები და გემრიელი შეხუმრებები ! 🙂 რაც კარგია, კარგია სულ! დილა იყო საოცარი, სუფთა ჰაერი, სიმწვანე, მამლების ყივილი და კრიალა ცა…

IMG_20140505_064835 IMG_20140505_064945 IMG_20140505_065542 Continue reading