დედები და შვილები

“Мамины глаза все на свете понимают”

მე არ ვიცოდი რა იყო დედობა… არც შვილობა მცოდნია თურმე, ისე უსასრულო და რთული რამ ყოფილა, მიკვირს როგორ შეიძლება გულმა გაუძლოს ამდენს… ამდენ სიხარულს, შვილის პირველ გაღიმებას, პირველ ნაბიჯებს, პირველ ტიკტიკა, დათაფლულ სიტყვებს, პირველ გაკვეთილს, პირველ ფრიადს, პირველ სიყვარულს… მიკვირს როგორ შეიძლება გულმა გაუძლოს ამდენ დარდს, პირველ უძინარ ღამეს, პირველ ტკივილს,  შეციებას და პირველ სურდოს, პირველ სიცხეს, პირველ წაქცევას, პირველ ნატკენ მუხლს, პირველ კიჭებს და მერე პირველ მონაცვალ კბილებს… პირველ გულისტკივილს და პირველ ცრემლებს შვილის თვალებში… მიკვირს როგორ უძლებენ დედები იმ წუთს, როცა შეგრძნობებ რომ შვილები გაიზარდნენ, როცა ჰგონიათ რომ დედა აღარ სჭირდებათ, როცა სურთ თავის გზას  დაადგნენ… Continue reading

Advertisements

საკუთარი ოთახი

მეგობარს ვუყვებოდი გუშინ, თუ როგორი ოთახი მქონდა ბავშვობაში… ოთახი რომელსაც ჩემს ძმასთან ვიყოფდი… დიდი არა, მაგრამ გრძელი და მყუდრო იყო, ორი ყვითლად შეღებილი ფანჯარა ჰქონდა და გარედან მზის ფორმის გისოსი…ამ ფანჯრებიდან დილაობით ოქროსფერი მზე შემოგვანათებდა და გვაღვიძებდა…ამ ფანჯრებიდან ჩანდა ჩვენი ფართო მწვანე ეზო…

ჩვენი ხე-გამოკრული და მყუდრო ოთახი თვისობრივად ორად იყო გაყოფილი, მარცხენა მხარეს ჩემი საწოლი იდგა პატარა ტუმბოთი, მარჯვენა  მხარეს ჩემი ძმის.  მარცხენა ფანჯრის წინ ჩემი სამუშაო ხის მაგიდა იყო წიგნებითა და პატარა ლარნაკით, რომელშიც ნაირნაირი პასტები და ფანქრები მეწყო, მარჯვენა მხარეს ჩემი ძმის მაგიდა, ერთი-ორი წიგნითა და რვეულით, ამ მაგიდებზე მამიკოს მოტანილი მინები გვედო რომელიც მე ავიჩემე მხოლოდ იმიტომ რომ ბებოს ედო მინა მაგიდაზე სამსახურში, იმ მინის ქვეშ სხვა მნიშვნელოვან ჩანაწერებთან ერთად გაზეთიდან ამოჭრილი ნოდარ დუმბაძის სურათი და ვიღაც უცხო თეთრ ფორმაში გამოწყობილი მეზღვაურის სურათი ედო…ჩვენი მაგიდების წინ კედელზე გაკვეთილების   ცხრილი და ორიოდე ხატი გვეკიდა… სულ მაღლა ბაბუას ნაქონი ვარდისფერი საათი, საერთოდაც ამ ოთახის მობინადრეები ადრე ბებია და ბაბუა იყვნენ, მერე ჩვენ შევსახლდით, ძველებური დიდი კარადა იდგა სარკით, იმ სარკეში სულ ვიპრანჭებოდი, კარადაში ჩემს ტანსაცმელებთან ერთად ჩემი ძმის ავლადიდებაც ეკიდა და ქვემოთ ბნელ კუნჭულში პატარა თეთრი ფეხსაცმელები ეწყო, ბებიას ნიშნობის დროს რომ ეცვა… მამაჩემი ამ ფეხსაცმელებს კარგა ხანს ინახავდა…მე კიდევ სულ კონკიას ბროლის ფეხსაცმელს მაგონებდა და ვინ იცის რამდენჯერ ჩამიცვამს და კაკუნ-კაკუნით მივლია ჩემს პატარა ოთახში… Continue reading

ჩემი შემოდგომა…

შემოდგომის დღეებმა სრულიად დამიმონა… წვიმიანმა ამინდებმა მზე მომანატრა და შეწყვეტილი ვარჯიში, მიზანი დასახული მაქვს მაგრამ როგორც ყოველთვის ამ მიზნისკენ მიმავალ გზას ბევრჯერ ავცდი (ავცდები)… ადამიანს უნდა ჰქონდეს ნებისყოფა!!! ეს ჭეშმარიტებაა, მაგრამ როგორ უნდა შეინარჩუნო მუდმივად ნებისყოფა და როგორ არ უნდა დაკარგიო მოტივაცია???  აი ეს რთული ამბავია…

240425-130RPQ11363

ოცნებებში ვცხოვრობ… საერთოდაც როცა შემოდგომა დგება ჩემს არსებას ოცნებები სტუმრობენ და გაზაფხულის მზის ამოსვლამდე არ მტოვებენ…  დიდი დროა მანამდე მაგრამ ეს დრო შარშანაც გავძელი, შარშანწინაც, იმისწინაც და რავიცი იმედია ახლაც გავძლებ… Continue reading